თბილისის საქალაქომ სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საუძველზე, „ქართულ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
საქალაქო სასამართლოს გადწყვეტილებით, იძულებითი მმართველი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
პროცესს მოსამართლე თამარ ჩიხლაძე უძღვებოდა, "ქართუ ჯგუფის" ინტერესებს ადვოკატი შალვა თადუმაძე იცავდა, აღსრულების ბიუროს კი, ირაკლი ხვედელიძე წარმოადგენდა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება და მის გასაჩივრებას არ აპირებს.
ირაკლი ხვედელიძემ პროცესზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა და განაცხადა, რომ იძულებითი მმართველობის საფუძველი აღარ არსებობს.
რაც შეეხება „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკზე“ ყადაღის მოხსნას, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას აღსრულების ეროვნული ბიურო მიიღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ზე და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,7%-ზე იძულებითი მმართველობის მოხსნის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა 75 მლნ ლარი სრულად გადაიხადა, რომელიც მას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაეკისრა.