სირიის თავისუფლების არმიამ განაცხადა, რომ ქალაქ ალეპო ნახევარზე კონტროლი აიღო. „აჯანყებულები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ მალე მთელ ქალაქზე დააწესებენ კონტროლს. აჯანყებულები პარტიზანული მეთოდებით მოქმედებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს უპირატესობა მოიპოვონ ასადის რაზმებზე“,-წერს გაზეთი The Guardian.
ალეპო სირიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ქალაქად ითვლება და მისი დაკარგვა ასადის რეჟიმს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ალეპოსთან სისხლიმღვრელი ბრძოლები უკვე მესამე დღეა.