10 თვის გოგონა დაუნის სინდორმით წარმატებული მოდელი გახდა

10 თვის გოგონა დაუნის სინდორმით წარმატებული მოდელი გახდა

10 თვის გოგონა დაუნის სინდრომით, მოდელი გახდა. ვალენტინა გერერო მაიამიდან, რეკლამას უკეთებს საბავშვო ბრენდის DC-ს  საცურაო კოსტიუმების ახალ კოლექციას, რომელიც ესპანელი დიზაინერის დოლორეს კორტესის მიერაა შექმნილი.  გარდა ამისა, მას მაიამის მოდის კვირეულზე  სამოდელო დებიუტი უკვე  ჰქონდა.  მართალია გოგონა ჯერ დამოუკიდებლად ვერ დადის, მაგრამ ის პოდიუმზე თავად დიზაინერმა დოლორეს კორტესმა გაიყვანა.  

 ვალენტინა გერერო როგორც წარმატებული მოდელი უკვე, მოხვდა ამერიკული საბავშვო კატალოგის გარეკანზე.   „ბავშვები დაუნის სინდრომით, ისეთივე ლამაზები არიან, როგორც  სხვა დანარჩენები. მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინონ. ამის გაკეთება კი ყველა ასაკშია შესაძლებელი“-ამბობს დიზაინერი.