პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სტიქიის შედეგად, დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილებების შეფასებისას, თუ რამდენად ადეკვატურია ეს თანხა დაზარალებული მოსახლეობის საკონპენსაციოდ აცხადებს, რომ ამისათვის აუცილებელია ზარალის რაოდენობა სრულად ვიცოდეთ.
საყვარელძის თქმით, საეჭვოა ახლა ზარალი სრულყოფილად დათვლილი იყოს, რადგან ზარალის დათვლას თითოეული დაზარალებულის დანაკლისის დათვლა სჭირდება და შემდეგ მათი დაჯამებით სრულყოფილ მონაცემს მივიღებთ.
„ეს არაა მოკლე პერიოდის საქმე და შესაბამისად, მეეჭვება ზარალი სრულყოფილად იყოს დათვლილი. მითუმეტეს სქემა, რომელიც პრემიერმა შემოგვთავაზა უბრალოდ, სქემას ნიშნავს და როგორც ვატყობ, ახლა ხდება გადანაწილება ამ სქემაში ვინ ჯდება და ვინ არა. სანამ ზარალის მთლიანი ციფრი დამაჯერებლად არ დასახელდება, ზარალის ადექვატურია თუ არა, დაზარალებული მოსახლეობის საკონპენსაციოდ გამოყოფილი თანხა ჯერ სრულყოფილად პასუხის გაცემა შეუძლებელია, შეიძლება ზედმეტიცაა ან ნაკლებიც. სუმარული ზარალი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ზარალი წესიერად არაა დათვლილი“, - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება, წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის დამტკიცებისას ოპოზიციონერი დეპუტატების მწვავე კრიტიკას, საყვარელიძეს მიაჩნია, რომ როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ამ შემთხვევაში, თვალით მსჯელობს და არა კონკრეტული გათვლებით.
„ორივე მხარე ვიზუალური შთაბეჭდილებით მსჯელობს. რა თქმა უნდა, ამ შთაბეჭდილებას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ კალკულაციასა და ანაზღაურებაში მხოლოდ შთაბეჭდილებები არ გამოდგება“, - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების ძირითადი მიზეზი 19 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაა. ცვლილებებით შეიქმნა 50 მილიონიანი ფონდი უშუალოდ სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, კახეთის განვითარების 80 მილიონიან პროგრამას, რაც დონორების დაფინანსებისგან შედგებოდა, თანხები დაემატა და სტიქიისთვის ჯამში 162 მილიონია გათვალისწინებული.