რატომ ცდებიან მემარჯვენე კრიტიკოსები რუსეთთან დაკავშირებით

რატომ ცდებიან მემარჯვენე კრიტიკოსები რუსეთთან დაკავშირებით

[Atlantic  ჯოშუა ფაუსტი]

კონსერვატორები, რომლებიც თავს ესხმიან პრეზიდენტ ობამას „გადატვირთვის“ გამო, ქართულ პროპაგანდას იმეორებენ და რეალური პრობლემა არ აინტერესებთ

Heritage-ის მკველვარმა ჯეი კარაფანომ მოიწონა საქართველოს პროპაგანდისტული ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“:

ფილმი მთავრდება ქართველების ნაამბობით, თუ როგორ დაკარგეს მათ ომის დროს ახლობლები. „როდესაც უამრავ დევნილს შევხვდი“, – განაცხადა გუშინ ჰარლინმა ფილმის პრემიერის შემდეგ ვაშინგტონში ლენდმარკის თეატრში, „ვიგრძენი რომ მათი ისტორიის შესახებ უნდა მომეყოლა. აი რატომ დავამატეთ ბოლოს ეს კადრები“.

ლიბერალმა ბლოგერებმა უკვე დაიწყეს ჰარლინის ფილმის კრიტიკა და მას ანტირუსული უწოდეს. მართალია, ჰოლივუდის მეინსთრიმმა მსგავსი ფილმი „Hotel Rwanda“ მოიწონა, თუმცა, როგორც ჩანს ის „აგვისტოს ხუთ დღეს“ ზურგს შეაქცევს. რა სხვაობაა მათ შორის? ის, რომ აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ობამას მოსკოვთან მორიგების გადაწყვეტილება.

მოდით ნუ განვიხილავთ ამ ხუთდღიანი ომის საეჭვო ზნეობრივ თანაფარდობას იმ გენოციდთან, რომლის შედეგადაც, რამდენიმეთვიანი უწყვეტი ხოცვა-ჟლეტის შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, როდესაც აგვისტოს ომს ათასზე გაცილებით ნაკლები ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავისუფლად შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ რენი ჰარლინი თავისი საშინელებების ფილმის გადაღებამდე არც ოსებს და არც აფხაზებს არ გასაუბრებია და მათი ვერსია არ მოუსმენია; არ წაუკითხავს მას არც უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშის ფრაგმენტები, სადაც ქართველებს სამხედრო კრიმინალში და ომის დაწყების წინ ცხინვალის უკანონო დაბომბვაში ადანაშაულებენ (ამ დაბომბვის დროს რამდენიმე რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც რუსეთის საპასუხო ქმედებების საფუძველი გახდა).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარაფანო თავის რეცენზიაში ფუნდამენტურად უზნეო წინამძღვარებს ეყრდნობა (მას შეეძლო ეხსენებინა, რომ რენი ჰარლინის ფილმი სინამდვილეში საქართველოს მთავრობამ დააფინანსა, მაგრამ მის ნარატივს ხელს შეუშლიდა)

მაგრამ კარაფანო ფილმით არ შემოიფარგლა, ის საქართველოში აფეთქების თემასაც შეეხო:

მაგალითად, ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ იმის შესახებ, რომ რუსებმა შარშან საქართველოში ამერიკის საელჩოსთან აფეთქება მოაწყვეს (თან ეს სწორედ იმ დროს გააკეთეს, როდესაც თეთრი სახლი აშშ-რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ცდილობდა), უმალ გამოჩნდა ადვილად პროგნოზირებადი სკეპტიკოსების მთელი არმია. Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯოშუა ფაუსტი (American Security Project-ის მეცნიერ თანამშრომელი) იმის შესახებ წერს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ქართველების გაყალბებულია. „ისინი სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ყველაფერი რუსებს დააბრალონ“, – აღნიშნავს იგი.

მაგრამ ფაუსტი ვერაფრით ხსნის ერთ მომენტს. როგორც ჩანს ქართველები მთელი ამ ისტორიის მიჩქმალვას ცდილობდნენ – და მოქედებედნენ რა საიდუმლო არხებით აშშ-ში, სურდათ რუსები უკან დახევაზე ეიძულებინათ. მაგრამ სინამდვილეში ეს ისტორია აქ, აშშ-ში გაახმაურეს.

დიახ, ნაწილობრივ ეს ასეა. მაგრამ რადგან კარაფანომ, როგორც ჩანს, კარგად იცის ჩემს მიერ საქართველოში მომხდარ აფეთქებებზე მედიაში გასული ინფორმაციის ანალიზის შესახებ (და არ მოუპარავს ის ამ თემაზე Weekly Standard-ში გამოქვეყნებული არაკეთილსინდისიერი სტატიიდან), მაშინ ის უნდა დაფიქრებულიყო ჩემს მიერ დამატებით მოხსენიებულ იმ მასალებზე, რომლებიც ეჭქვეშ აყენებს CIA-ს განცხადებებს, რომელშიც ბრალი მთლიანად „გრუ“-ს ედება; ან იმაზე, რომ მისი მტკიცების მიუხედავად, საქართველო აფეთქების შესახებ ისტორიის გახმაურებას დეკმებრიდან ცდილობს. რადგან სიტყვას მოყვა, აქ არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, რომელსაც ის რედაქციებსა და საელჩოებში ივნისის თვიდან აგზავნის.

საქართველოს მთავრობა

2011 წლის 6 ივნისი

რუსეთის მავნებლური საქმიანობა საქართველოში 2009-2011 წლებში

რუსეთ საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის, და ამ ომის შედეგად ქართული პროვინციების აფხაზეთის და ცხინვალის რაიონი/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ, ამ ტერიტორიებზე სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდასთან ერთად დამატებით განაახლა მავნებლური საქმიანობა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც.

2009 წლიდან რუსეთის ორი სადაზვერვო სამსახური – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო განყოფილება („გრუ“) და უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) გეგმავს, კოორდინირებას უწევს და ახორციელებს მრავალრიცხოვან ტერირისტულ აქტს და დივერსიას დედაქალაქ თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. ამავდროულად ისინი უსაფრთხო თავშესაფრის სახით მსგავსი აქტების მომზადებისთვის იყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს ძლიერი სამხილებით დასტურდება, მათ შორის ქართული პოლიციის მიერ დაკავებულ ეჭვმიტანილთა ვიდეოაღიარებებით, ასევე რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვის ძალების მიერ ჩაწერილი სატელეფონო მოლაპარაკებებით.

ამ ხნის განმავლობაში რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა გადაიბირეს აფხაზეთის გალის რაიონში დარჩენილი ქართული თემის წარმომადგენლები, იზიდავენ რა მათ ფულით ან აშანტაჟებენ. ეს ოფიცრები ამ დაქირავებულ ადამიანებს აწვდიან თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და წრთვნიან სხვადასხვა სამიზნეებისა და ობიექტების აფეთქებისთვის, რომლებიც დივერსიებისთვის არის შერჩეული. ბოლო დროს ასეთი სამიზნეები და ობიეტქებია: რკინიგზა, სარკინიგზო სადგურები, ხიდები, სამთავრობო შენობები, პარკები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მშვიდობიანი მოსახლეობა და შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

შსს-მ ჩაშალა რამდენიმე ასეთი მცდელობა და გამოიძია თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში განხორციელებული აფეთქებების ფაქტები. შემსრულებლების უმრავლესობა დაპატიმრებულია. მაგრამ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებმაც ეს ადამიანები მოამზადეს თავისუფლები არიან და განაგრძობენ მავნებლურ საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს მთავრობის ხელთ არსებული სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსები საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტების გაგრძელებას გეგმავენ. ქვემოთ მოყვანილია შსს-ს გამოძიების მიმოხილვა, მათ შორის ინფორომაცია და ჩვენებები რუსეთის დაზვერვის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ, რომლებიც 2009-2011 წლებში საქართველოში აფეთქებების ორგანიზებას აწყობდნენ.

ასე, რომ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს მთავრობას ამ ამბის გახმაურება არ სურდა, უბრალოდ ტყუილია. ხოლო ფილმი, რომელიც რუსებს საშინელ არამზადებად, ხოლო ქართველებს დაუცველ კრავებად წარმოჩენს, ჩვენი მოტყუების ყველაზე უნიჭო მცდელობაა.

რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი არ არის. მემარჯვენეების უმრავლესობა ჩივის, რომ რუსების აუხსნელი მტრული განწყობა პრეზიდენტ ობამას რუსულ პოლიტიკაში მისი უნიკალური სათნოების შედეგია. არადა სინამდვილეში, სიტუაცია ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშის დროს დაიძაბა, ანუ, 2008 წლის საქართველოს ომამდე დიდი ხნით ადრე. და მიუხედავად ამისა, რუსულ-ამერიკული ურთიერთობები დიდწილად ისეთად რჩება როგორიც იყო: ფრთხილი თანამშრომლობის პერიოდებს დაძაბული პერიოდები ცვლის.

ობამას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკასთან დაკავშირებით მე ჩემი პრეტენზიები მაქვს. ჩემი აზრით, რომ ობამამ ძალიან სწრაფად უგულებელყო პრეზიდენტ ბუშის მიღწევები რუსეთთან თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებში, და ძალიან დიდი დრო დაუთმო ამ ურთიერთობების შედეგების შეფასებისას ბუშის მმართველობის უკანასკნელ წელს.

სამწუხაროდ, ეს ზოგადი და უცვლელი შაბლონური სქემის ნაწილია. ცივი ომის დასრულების შემდეგი ყოველი საარჩევნო ციკლის დროს მემარჯვენეები ამ ტენდენციას იყენებენ იმისთვის, რომ დემოკრატებს რუსეთთან დამოკიდებულებაში „სირბილე“ დააბრალონ. 1990-იან წლებში მემარჯვენე ფრთა დაუღალავად ამტკიცებდა, რომ კლინტონი ბორის ელცინის კორუფციას ძალიან სუსტად ებრძოდა. მართალია, კლინტონი მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთს მასობრივი მკვლელობებისთვის ჩეჩნეთის მეორე ომში, თუმცა ოპონენტები მაინც იმას აცხადებდნენ, რომ ის გაუბედავად მოქმედებდა. 2004 წელს კრიტიკის ობიექტი ჯონ კერი გახდა, რომელსაც ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ტერორიზმთაან სუსტი წინააღმდეგობა დააბრალეს. და ბოლოს 2008 წელს ქილიკის ობიექტი გახდა პრეზიდენტი ობამა, რომელსაც რუსეთთან სისუსტეში ადანაშაულებენ, დაწყებული საქართველოს ომიდან დამთავრებული მისი გადატვირთვის პოლიტიკით.

ცხადია, რომ მემარცხენეების პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაცილებით ნალებად კონფრონტაციულია. თითქმის უდაოა, რომ ზოგჯერ მცირე კონფრონტაცია სასარგებლოა ურთიერთობისთვის, რომელსაც თანაბრად განსაზღვრავენ იმედგაცრუებებიც და კომპრომისებიც. თუმცა მემარჯვენეების ღვარძლიანი რიტორიკა, რითაც ისინი ცდილობენ გააჩინონ მტერი, მაშინ როდესაც ის არ არის, მხოლოდ უსიამოვნო არ გახლავთ: ასეთი ქმედებები კონტრპროდუქტიულია და ხელს უშლის რუსეთთან აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობების შენარჩუნებასაც კი. დროა ეს შეწყდეს.

foreignpress