[The New York Times სეტ მაიდანსი]
ერთი თვის წინ, ურალის სოფელ საგრაში მომხდარი შეჯახება იქცა კულმინაციად კონფლიქტისა, ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და სერგეი „ციგანს“ შორის, რომელიც დაფუძნდა იქ ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის. იქედან მოყოლებული საგრა ასოცირდება ძალადობის გააქტიურებასთან მთელ ქვეყანაში, რომელიც აიძულებს ხალხს გაერთიანდნენ თავდაცვისათვის, რადგან პოლიცია მათ არ იცავს, წერს The New York Times. „ამ ქვეყანაში პოლიცია არავის არ იცავს“ – მოყავს გაზეთს საგრის მაცხოვრებლის, 56 წლის ვიქტორ გოროდილოვის სიტყვები.
„პოლიცია კორუმპირებულია, ან ზარმაცია, ან პოლიტიზირებულია, და ასეა მთელ ქვეყანაში“ – ციტირებს გამოცემა ეკატერინბურგის ფილოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტის სწავლული მდივნის სიტყვებს. „ამიტომ ადამიანები იძულებული არიან დაიცვან თავისი თავი. აქედან გამომდინარე ქვეყანა ემსგავსება ერთ დიდ საგრას“.
დეკემბერში უკანონობის სიმბოლო გახდა სტანიცა კუშევსკაია. კომენტარებში საიტზე Politcom.ru პოლიტტექნოლოგიების შემსწავლელელი ცენტრის ვიცე–პრეზიდენტმა ალექსეი მაკარკინმა შეადარა რა ორი ეპიზოდი ერთმანეთს, აღნიშნა რომ ორივე შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებზე მოთხოვნა არ იყო. მათ ესმით, რომ კარიერული წინსვლისთვის, თავის შეკავება მეტად უსაფრთხო ვარიანტია, ვიდრე შეცდომის დაშვება, რაც მათ მომავალს ხელს არ შეუწყობს.
ამ პირობებში საზოგადოებაში ჩნდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ მკვეთრი მოქმედებების ორგანიზება, კეთილი, ზნეობრივი მიზნებისათვის, თუნდაც ეს ქმედებები სრულად არ შეესატყვისებოდეს კანონს“, – ციტირებს მაკარკინს გამოცემა. ესეთი ძალა შეიქმნა ეკატერინბურგში ფონდ „ქალაქი ნარკოტიკის გარეშე“ სახით, რომელიც ატარებს სამოქალაქო დაჭერებს ნარკოდილერებისა და ათავსებს ნარკომანებს საკუთარ სარეაბილიტაციო ცენტრში. ის ასეთი ფორმით ებრძვის ნარკოეპიდემიას, რომელიც გავრცელდა პოლიციის უმოქმედობითა და კორუმპირებულობის შედეგად, ხაზს უსვამს გაზეთი.
პოლიციისადმი ნდობა ქვეყანაში ისეთი დაბალია, რომ მხოლოდ დაზარალებულთა 40% ატყობინებს მათ დანაშაულის შესახებ, რომლის მსხვერპლი თვითონ არიან, იქნება ეს ქურდობა, მანქანის გატაცება, თუ უფრო მძიმე დანაშაული, აღნიშნავს უმაღლესი ეკონომიკური სკოლის პროფესორი ლეონიდ კოსალსი. მაგრამ თუ კორუფცია, არაკომპეტენტურობა და უბრალოდ სიზარმაცე, შეიძლება იყოს პოლიციის ცუდი მუშაობის მიზეზები, მაშინ ფუნდამენტური მიდგომები, რომელიც რეფორმის განხორციელებას სჭირდება ნაკლებსავარაუდოა, თვლის კოსალსი.
მისი სიტყვებით პრობლემა იმაშია, რომ მთავარი ამოცანა სამართალდამცავი სტრუქტურებისა რუსეთში არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არა თითოეული მოქალაქის დაცვა და დახმარება.
„რუსულ პოლიციაში ბევრი მოტივირებული და კომპეტენტური ადამიანია, მაგრამ სისტემა ხელს უშლის კარგ პოლიციელსაც სამუშაოს შესრულებაში. მათი მთავარი დატვირთვაა აკონტროლონ სიტუაცია, ადამიანები და არა დაეხმარონ მათ. ამიტომ ისინი მიმართავენ მეზობლებს, ნათესავებს და ადგილობრივ დაჯგუფებებს, რათა დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები. ეს ერთგვარი ლინჩის სასამართლოა. ესეთი შეთხვევები რუსეთში ათასობითაა“ – ციტირებს გაზეთი.
„მხოლოდ ერთი თვის შემდეგ საგრის შეტაკებიდან ხუთი თავდამსხმელი იქნა დაკავებული, ხოლო ადგილობრივი პოლიცია დასჯილი, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ რომ საქმემ მიიპყრო საერთო ნაციონალური ყურადღება“ – დარწმუნებულია კოსალსი, „უმრავლეს შემთხვევებში ასეთი საქმეები შეუმჩნეველია“, – წერს გაზეთი. გოროდილოვის შვილის სიტყვით, პოლიციამ მხოლოდ ერთი კვირის თავზე დაათვალიერა სროლების ადგილი, შემდეგ კი შეეცადა ყველაფერი ჩვეულებრივ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბისთვის დაებრალებინა.
შეტაკება სერგეი „ციგანთან“ გახდა ყველაზე გახმაურებული საქმე პატარა დასახლების ისტორიაში, ამიტომ ყველას შეუძლია მოყვეს რა მოხდა. იხსენებს რა ერთ ერთი მაცხოვრებელი შეტაკების ღამეს, თითქოს აღწერს სცენას ფილმიდან ფრანკენშტეინზე: „ჩვენ ავიღეთ ხელში ნაჯახები და ფიწლები და გავიქეცით გზისკენ, ჩვენ სოფელს ვიცავდით, ამიტომ არ გვეშინოდა. შიში მერე მოვიდა“, – თქვა მან, ამასთანავე აღნიშნა რომ პოლიცია მხოლოდ დილის 4 საათზე მოვიდა. „ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ილუზია, რომ იწერდნენ ჩვენს მონაყოლს, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებდნენ“.
როცა ამ ისტორიით დაინტერესდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ეს ამბები გახდა ცნობილი მთელი ქვეყნისთვის. სოფლის მაცხოვრებლებს მოსწონთ ასეთი ცნობადობა. „აქამდე არავინ იცოდა რას ნიშნავს საგრა, ეხლა კი მთელს რუსეთში უკვე პოპულარულია მაისურები წარწერით: თუ სახელმწიფოს არ შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, მას არა აქვს უფლება აუკრძალოს მათ თვითონ დაიცვან თავი. საგრა2011.“