კონსალტინგურმა ჯგუფმა Mercer Human Resource-მა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ტურისტებისთვის ყველაზე ძვირ ქალაქს მსოფლიოში ტოკიო წარმოადგენს. ტოკიომ ანგოლის დედაქალაქ ლაუნდასაც გადაუსწრო, რომელმაც შარშან რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილას ასევე იაპონური ქალაქი ოსაკა გავიდა, მეოთხე და მეხუთე ადგილები მოსკოვმა და ჟენევამ გაიყვეს. პარიზი 37-ე ადგილზე, ლონდონი 25-ე, ათონი 77-ე, ხოლო რომი 42-ე ადგილზე აღმოჩნდა. ექსპერტთა განმარტებით, ევროპაში ეკონომიკური კრიზისის გამო, ცხოვრება ბევრად გაიაფდა.
Mercer Human Resource-მა კვლევები ეყრდნობა დაახლოებით 200-მდე ერთნაირი დასახელების საქონლის ღირებულებას მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში, აგრეთვე ტურისტების მომსახურების საფასურს. კვლევა 214 ქალაქში ჩატარდა.