გაზეთი Examiner-ის ცნობით, რომელიც ტელეკომპანია Fox-თან ერთად 2012 წლის ამერიკის საპრეზიენტო არჩევნების ოფიციალური საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს, 11 აგვისტოს აიოვას შტატში რესპუბლიკური პარტიის „დიდი დებატები“ გაიმართება.
ამ დებატებით სტარტს იღებს აიოვას შტატის ამომრჩევთა კრებებისთვის (caucuses) მზადება, რომელიც 2012 წლის 6 თებერვალს დაიწყება. ამგვარი კრებები წარმოადგენენ კანდიდატთა წამოყენების მნიშვნელოვან ეტაპს, რომელთა მიზანია 2012 წლის ზაფხულის ბოლოსთვის გამოავლინოს საპრეზიდენტო არჩევნების მარათონის ლიდერები, რომლებიც შემდგომში პარტიულ ყრილობებზე ოფიციალურად იქნებიან დასახელებული, როგორც ამ პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები.
1972 წლიდან მიჩნეულია, რომ აიოვას შტატის ამომრჩეველთა კრება წარმოადგენს საპრეზიდენტო არჩევნების სტარტს, ამიტომ, მას ტრადიციულად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, რომლის მონაწილეებიც მაქსიმალურად ცდილობენ გაზარდონ თავიანთი რეიტინგები.
გაზეთ Examiner-ის განცხადებით „შტატის პარტიული ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით კანდიდატები 9 აგვისტოს მდგომარეობით უნდა შეესაბამებოდნენ გარკვეულ მოთხოვნებს, მათ შორის, უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ, უნდა პასუხობდნენ კონსტიტციის მოთხოვნებს და უნდა ქონდეთ მინიმალური, ერთ პროცენტიანი რეიტინგი მაინც, ბოლო ხუთი ეროვნული გამოკითხვების თანახმად.“
გაზეთი აქვეყნებს დებატებისთვის შერჩეულ იმ 8 კანდიდატის ვინაობასაც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკელი ამომრჩევლების ზამთარში დაგეგმილ კრებებზე კნჭისყრაში.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მიტ რომნი (Willard Mitt Romney) - დაბადებული 1947 წლის 12 მარტს დეტროიტში, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის - ჯორჯ რომნის შვილი, სოლტ-ლეიკ- სიტის ზამთრის ოლიმპიადის (2002) საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი (2003-2007), მორმონთა ეკლესიის წევრი. 2008 წელს ის უკვე იყო პრეზიდენტობის კანდიდატობის პრედენდენტი.
მიშელ ბახმანი (Michele Marie Bachmann) - დაბადებული 1956 წლის 6 აპრილს, რესპუბლიკელი კონგრესმენი მინესოტას შტატიდან, 5 შვილის დედა და 23 მოზარდის მეურვე, იურისტი, სარგებლობს კონსერვატორებისა და ეგრეთ წოდებული „ჩაის პარტიის“ (Tea Party movement) მხარდჭერით. ბახმანი ევანგელისტური ეკლესიის მრევლია;
ტიმ პოლენტი (Timothy James "Tim" Pawlenty)- დაბადებული 1960 წლის 27 ნოემბერს მინესოტაში, მინესოტას შტატის გუბერნატორი (2003 – 2011), რესპუბლიკული პარტიის კონსერვატული ფრთის წარმომადგენელი, ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი;
რონ პოლი ( Ronald Ernest "Ron" Paul) - დაბადებული 1935 წლის 20 აგვისტოს, წარმომადგენელთა პალატის წევრი ტეხასიდან, 5 შვილის მამა, პროფესიით ექიმი, 1988 წელს ლიბერტანიალური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, „ჩაის პარტიის“ (Tea Party movement) აქტიური წევრი და მისი „ინტელექტუალური ნათლია“, პროტესტანტულ ეპისკოპალური ეკლესიის წევრი;
ჰემრან კეინი (Herman Cain) - დაბადებული 1945 წლის 13 დეკემბერს მემფისში, ფედერალური რეზერვების კანზას-სიტის ბანკის ხელმძღვანელი (1995-1996), ბაპტისტური ეკლესიის პასტორი;
ნიუტ გრინგიჩი (Newton Leroy "Newt" Gingric) - დაბადებული 1943 წლის 17 ივნისს პენსილვანიაში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი 58-ე სპიკერი (1995-1999), ისტორიის პროფესორი, იმყოფება მესამე ქორწინებაში, კათოლიკე;
რიკ სანტორუმი (Richard John Santorum) - დაბადებული 1958 წლის 10 მაისს. რესპუბლიკელების ყოფილი სენატორი პენსილვანიიდან ადვოკატი, ამჟამად Fox News Channel-ის მიმომხილველი, შვიდი შვილის მამა;
ჯონ ჰანტმანი (Jon Meade Huntsman), დაბადებული 1960 წლის 26 მარტს, იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი (2005-2009), ამერიკის ელჩი ჩინეთში (2009-2011), ყავს შვიდი შვილი, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის (მორმონი) წევრი.
13 აგვისტოს რესპუბლიკელებს დაგეგმილი აქვთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რათა გამოავლინონ კანდიტატების პოპულარობა.
აიოვაში ტრადიციულად რესპუბლიკელებისა და დამოკრატების უამრავი წინასაარჩევნო ღონისძიება იმართება. ამ ღონისძიებათა რიცხვმა წინა არჩევნებზე ორიათას ხუთასს მიაღწია, რაზეც ჯამში თითქმის 35 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
2008 წლის ზამთარში აიოვას შტატის დემოკრატიული პარტიის წევრთა კრებაზე 38% „ამომრჩევის“ ხმა მიიღო, მეორე ადგილზე ყოფილი სენატორი ჯონ ედვარდს იყო (30%), ხოლო მესამე ადგილი იმაჟამინდელმა სენატორმა ჰილარი კლინტონმა დაიკავა (29%). სწორად ამის შემდეგ გამოიკვეთა ობამა, როგორც საპრეზიდენტო მარათონის წამყვანი კანდიდატი.
იმავე პერიოდში აიოვაში რესპუბლიკელების კანდიდატები შემდეგნაირად განაწილდნენ: პირველ ადგილზე არკანზასის შტატის მაშინდელი გუბერნატორი მაიკლ ხაკაბი გავიდა (34%), მეორე ადგილი მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და ახლანდელი სარეზიდენტო კანდიდატობის პრედენდენტი მიტ რომნი გავიდა (25%) მესამე ადგილი კი ყოფილმა სენატორმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ფრედ ტომპსონმა და სენატორმა ჯონ მაკკეინმა გაიყვეს (13-13%)
მიუხედავდ აღნიშნულისა მაინც არ შეიძლება აიოვას კრებებს უაპელაციოდ მივანიჭოთ საარჩევნო კამპანიის წარმატების ინდიკატორის სტატუსი. მაგალითად 1992 წლეს მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პრედენდენტმა, შემდგომში კი პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა აიოვაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ზედიზედ ხუთ შტატში წააგო შუალედური არჩევნები.
საპრეზიდენტო რბოლის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ნიუ-ჰემპშირის შტატის არჩევნები (პრაიმერიზი) იქნება, რომელიც 2012 წლის 14 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ რომ რესპუბლიკელების დასკვნითი წინასაარჩევნო ყრილობა ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში 2012 წლის 27-30 აგვისტოს გაიმართება, ხოლო დემოკრატები 3-7 სექტემბერს ქალაქ შარლოტაში, ჩრდილო კაროლინაში, შეიკრიბებიან თავიანთ ყრილობას გამართავენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.