მერაბიშვილის უწყებაში დაცხათ

მერაბიშვილის უწყებაში დაცხათ

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

5 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, გამაგრილებელი და სავენტილაციო საშუალებების შესყიდბვაზე განაცხადს,  შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველო აკეთებს. მერაბიშვილის უწყება გაგრილებისთვის მზადაა 110.700 ლარი გადაიხადოს. ამავე უწყების განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი სხვა შესყიდვის განაცხადსაც აქვეყნებს.

განსაკუთრებულ საქმეებზე მომუშავეები, 340 ცალი ტუალეტის ქაღალდის დისპენსერს ითხოვენ. შესყიდვისთვის თანხად 10. 200 ლარია მითითებული.  

გასაგრილებლად თანხას, ოღონდ თბილისთან შედარებით გაცილებით მოკრძალებულს, ითხოვს შსს-ს ქვემო ქართლის მთავრი სამხარეო  სამმართველო. რუსთაველი პოლიციელები გასაგრილებლად 5.500 ლარს დახარჯავენ.

მერაბიშვილის უწყება, კონკრეტულად კი განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი ერთ საინტერესო შესყიდვაზეც აკეთებს განაცხადს. ამჯერად ითხოვენ საოჯახო ტექნიკას. შესყიდვის საწყისი ღირებულება 17.350 ლარია. შესაძენი ნივთების ჩამოთვალში თმის საკრეჭებიც ხვდება. არაოფიციალური ინფორმაციით გამაგრილებელი ტექნიკის, ვინტილიატორების, კონდენციონერების და ჟალუზების შესაძენად  შსს რეგიონული სამმართველოები ყოველ ზაფხულს ითხოვენ და იღებენ კიდეც თანხებს. მაშინაც კი, როცა წინა წლის ნაყიდი გამაგრილებელი ტექნიკა პირნათლად მუშაობს.