უაინჰაუსი, ბრეივიკი და დამღუპველი იდეალები

უაინჰაუსი, ბრეივიკი და დამღუპველი იდეალები

[ენდი მარტინი,  The New York Times]

კემბრიჯის უნივერსიტეტის მასწავლებელი ენდი მარტინი თავის პუბლიკაციაში გაზეთში „The New York Times” წარმოგვიდგენს თავის ხედვას ღრმა ურთიერთკავშირისა, ბოლო კვირაში გახმაურებული ორ მოვლენაზე  – ბრიტანელი მომღერლის ემი უაინჰაუსის სიკვდილსა და ოსლოს ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ტერაქტს შორის. ემი უაინჰაუსისა და ანდერს ბრეივიკის ქცევაში ის პოულობს „საერთო მნიშვნელს: ძლიერ და საბოლოო ჯამში, იდეალებისა და არქეტიპების მიმართ დესტრუქციულ შეშფოთებას.“

ენდი მარტინი  აზროვნების ამ განსაკუთრებული შემთხვევის აღსანიშნავად, გამოდის რა სოციოლოგიურ მეცნიერებათა მამის, ემილ დიურქგეიმის სწავლებიდან „ანომიის“ შესახებ, შემოაქვს ახალი ტერმინი „ჰიპერნომია.“ უაინჰაუსის შემოქმედებასა და ყოველდღიურ ქცევაში, როგორც აღნიშნავს ავტორი,თვითკრიტიკა ვლინდებოდა იმაში რომ, მას ჰქონდა თვისება თავი დაედანაშაულებინა, რაც „მიმართული იყო მისი სხეულისკენ.“ თვითგანადგურება მის შემთხვევაში შეიძლება გამოწვეული იყო მომატებული გაღიზიანებით სილამაზის იმ ნორმებთან შეუთავსებლობით, რომელსაც იგი ვერ აკმაყოფილებდა მისივე შეგრძნებებიდან გამომდინარე... თუ მისი სიმღერებით ვიმსჯელებთ, იგი ხანდახან თავს წარუმატებლად მიიჩნევდა... ამ გაგებით თუ მივუდგებით,  მან თავი, ნელ– ნელა სიმღერით სიკვდილამდე მიიყვანა.

შედის რა პოლემიკაში ნაომი ვოლფთან, რომელმაც წიგნში „სილამაზის მითი“,  „გარეგნული სახის განსაზღვრული ნორმებისადმი არაჯანსაღი სწრაფვა“ დააკავშირა  „გვიანდელ კაპიტალიზმთან.“ მარტინი მიუთითებს „ღრმა ევოლუციურ ფესვებზე... გარეგნული სახის მგრძნობელობასთან.“ ავტორის აზრით საწყისი ამ მგრძნობელობისა უნდა ვეძებოთ სქესთა გაყოფის სტადიაზე.“საგანთა და ადამიანთა გარეგნული სახის ინსტიქტური აღქმა ჩვენში ჩადებულია გენეტიკურ დონეზე. ჩვენ არ გადავშენდით სხვა ბევრ გარემოებასთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან გავიწაფეთ დისკრიმინაციაში. მაგრამ სხვა ბევრ თვისებებთან ერთად, რომელთა გამო ჩვენ კიდევ ვარსებობთ, დისკრიმინაციამ აყვანილმა აბსოლუტიზმში შეიძლება მოგკვლას. მან შეიძლება იმსხვერპლოს ერთი ადამიანი, შეიძლება კი ბევრი,“–ასეთი ლოგიკით გადადის ენდი მარტინი ნორვეგიული მკვლელობების განხილვაზე.

ანდერს ბრეივიკისთვის, მარტინის აზრით, დამახასიათებელია „განსაკუთრებული“ ლოგიკა, რომლის თანახმად, ევროპის „სისუფთავე“ უნდა დავიცვათ „სხვა კულტურების“, კერძოდ ისლამის გავლენებისგან. ბრეივიკის მოსაზრებები „ძალადობის აუცილებლობის“ შესახებ, სტატიის ავტორი წარმოგვიდგენს განვიხილოთ ფრანგი ფილოსოფოსის რენე ჟირარის „დამნაშავის ძიების“ თეორიის მიხედვით. „არსებობს ღია შეუსაბამობა ჩვენთვის ხილულ მრავალგვარობასა და შეშფოთებას შორის, რომელიც გამოწვეულია,  ღრმა ჩაძიებით გარეგნულ ნორმებსა და მათ იდეალიზებაზე.“ თუ ემი უაინჰაუსმა, რაღაც ნორმებზე ორიენტირებული კრიტიკული აპარატი მიმართა თავის წინააღმდეგ, ბრეივიკმა იგი გამოიყენა თავის გარდა, ყველას წინააღმდეგ, რამაც საშინელ ტრაგედიამდე მიგვიყვანა(დამტკიცებულია რომ ბრეივიკს სხვა „სერიული მკვლელებისაგან“ განსხვავებით, თავის მოკვლა არც უცდია). ერთი, თავის თავს ვერ იტანდა, მეორე კი შეიძლება დავადანაშულოთ თავის თავისადმი არაჯანსაღ სიყვარულში. ორივენი კი, ალბათ, „ჰიპერნომიით“ იყვნენ დაავადებული.