ელისაშვილის ულტიმატუმი - თუ „გახარია-ლელო“ მის კანდიდატურაზე არ შეთანხმდება, ალეკო პარტიას დატოვებს?!  

ელისაშვილის ულტიმატუმი - თუ „გახარია-ლელო“ მის კანდიდატურაზე არ შეთანხმდება, ალეკო პარტიას დატოვებს?!  

ამ ეტაპზე, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა მერობის კანდიდატი და ისიც მხოლოდ თბილისში. მუნიციპალიტეტებში, მერობის კანდიდატებს უახლოეს პერიოდში წარადგენენ, თუმცა როდის, უცნობია. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა მხოლოდ ორი-სამი მუნიციპალიტეტის სავარაუდო ხელმძღვანელთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც კი პოზიციებს შეაჯერებენ, ერთიან სიასაც წარადგენენ. კობახიძის განცხადებით, ეს ეხება, როგორც მუნიციპალიტეტის მერებს - 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე - თბილისის საკრებულოსა და რეგიონების საკრებულოების სიას. ფაქტია, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება. ორად გაყოფილი ოპოზიციის ერთი ფრთა არჩევნებში მონაწილეობს, მაგრამ მერობის კანდიდატზე ვერ თანხმდება, მეორე ფრთა კი გადატრიალებისთვის ემზადება. პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ მიიღონ მონაწილეობა სპექტაკლში.

„2 აგვისტოს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც ბათუმის ევროპული მარშით უარს ვიტყვით ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი რეჟიმის სპექტაკლში მონაწილეობაზე! ბათუმიდან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გაუტეხლობა, სიმამაცე და თანმიმდევრულობა მიზნისკენ მიმავალ გზაზე! თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს“, - წერს ნიკა გვარამია.

არჩევნებზე უარს ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“. ანა წითლიძის განცხადებით, პარტიაში, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად ქუჩის მრავალათასიანი აქციები და წინააღმდეგობა მიაჩნიათ.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება იმ ოპოზიციის კანდიდატი, რომლებმაც ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ იქნება. რეჟიმის დამარცხების ერთადერთ გზას ჩვენ ვხედავთ ქუჩაში - მრავალათასიანი შეკრებებით და წინააღმდეგობით“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ასე არ ფიქრობენ „გახარია-ლელოს“ გაერთიანებაში, თუმცა საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებიან. მერობის სურვილი აქვთ პარტიაში შეხიზნულებს - სალომე ზურაბიშვილს და ალეკო ელისაშვილს. „ლელოში“ ფიქრობენ, რომ კანდიდატი მათი პარტიის წევრი უნდა იყოს, კერძოდ, საუბარია გრიგოლ გეგელიაზე. „აკრობატი“ ელისაშვილისა და ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს გახარიას პარტია და მათაც მიაჩნიათ, რომ მერობის კანდიდატი პარტიის წევრი უნდა იყოს.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ საკმარისი დრო აქვთ დარჩენილი. მისი თქმით, ახლო მომავალში,შეჯერებულ ვერსიას თბილისის მერობის კანდიდატთან და არა მხოლოდ თბილისთან დაკავშირებით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიასთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში წარადგენენ.

„გახარია-ლელოს“ გაერთიანება ახლა ერთგვარ სოციოლოგიურ კვლევას ატარებს კანდიდატურის გამოსავლენად. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ადასტურებს, რომ სოციოლოგიურ კვლევას ატარებენ და იქვე დასძენს, რომ საზოგადოებას ეკითხებიან, ვინ სურთ ქალაქის მერად. მისი თქმით, ჩამონათვალში არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წევრები საერთოდ არ არიან.

„ამ ეტაპისთვის, ჩვენ კონკრეტულად არავისზე გვაქვს საუბარი, როგორც კანდიდატზე. „ლელოში“ არიან კარგი პოლიტიკოსები, კვალიფიციური მოქალაქეები, რომლებსაც წლების განმავლობაში უბრძოლიათ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობისთვის, გარემოს დაცვისთვის, მოქალაქეების პრობლემებისთვის და ა.შ. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არის ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე, პოლიტიკოსი და თავის მხრივ, ჩვენ ველოდებით სოციოლოგიური კვლევის შედეგს, ხალხის აზრს. რა თქმა უნდა, ჩამონათვალში ალეკო ელისაშვილი არის იმიტომ, რომ ის ჩვენთვის ძალიან ღირებული თანამებრძოლია, რომელსაც არასდროს უკან არ დაუხევია, ის არის კარგი მოქალაქე, პატრიოტი, მებრძოლი პოლიტიკოსი. უკრაინაში იბრძოდა და იმ მთავარ ინტერესს იცავდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ნიშნავს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილი „ძალიან კარგი ბიჭია“, შეთანხმდნენ, რომ დიდ ქალაქებში უპარტიო და ნეიტრალური კანდიდატების წარდგენას დაუჭერენ მხარს.

„სახელსა და გვარს ახლა ვერ დაგისახელებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილზე გავრცელდა, ის ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ჩვენ და „ლელო“ იმიტომ გავერთიანდით, რომ შევჯერდეთ უპარტიო, ნეიტრალურ კანდიდატზე. ალეკო იმიტომ კი არ იქნება, რომ ცუდი ბიჭია და რამეს ვერჩით მას, უბრალოდ, ჩვენი შეთანხმების მთავარი ამოსავალია, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, უპარტიო კანდიდატი გვყავდეს, რომელსაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ექნება. რთულია ასეთი ადამიანის პოვნა, მაგრამ შესაძლებელია“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად არის თბილისის მერობისთვის იბრძოლოს. როგორც პარტიასთან დაახლოებული ადამიანი ამბობს, მან ერთგვარი ულტიმატუმიც კი წამოაყენა ერთ-ერთ თათბირზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მის კანდიდატურაზე არ შეთანხმდებიან, ის „ლელოს“ დატოვებს.

„არსად თავს არ დავზოგავ! კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი! საცობების პრობლემის მოგვარება ერთ წელიწადშია შესაძლებელი. მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც. თუ იქნება სხვა, უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი, ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში. ამ მხარში დგომის სანაცვლოდ, მე არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

Gami იქნებ არ დატოვოს, რა... ვთხოვოთ, ვეაჯოთ... კინტუა!
5 საათის უკან
დოი ყველა ჩამოთვლილი კანდიდატი მისაღებია,ოღონდ წაგებისთვის...ალეკოს,გრიგოლის და სალომეს აშენებული თბილისი არ გაიშვას არსად...
4 საათის უკან
მარბიელი რახან ითქვა, ხალხმა აუცილებლად უნდა გაიგოს, ვინ და რაში უხდიდა ხაბეს და ნ მელაძუას თვეში 5-5 ათასს? რა ინფორმაციასაც გაჰკივის ხაბე, ეს ინფორმაცია კი არა, უნიჭოს პროგნოზებია!
ვინ უხდიდა უცხოური ინტერესების გამტარებლებს ხელფასს? გამორიცხულია ეს ხაბეს ჯღავილსა და მელაძუას "შაბათის რაღაც სირობაში" იყოს გადახდილი;
თუ ისინი საჭირო ინფორმაციას იძლეოდნენ, ამის გამხმოვანებელმა დედიმისისა ჭამა!
4 საათის უკან
Gami მართლაც, თუ "პალეზნი"იდიოტი აგენტი გყავს, რატომ ამხელ, ყავლი გაუვიდა? გაუგებარია...
3 საათის უკან