კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 17/07/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 17/07/11, video)

1. საზარელი მკვლელობა კახეთში - კონსტიტუციური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი 21 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს. ორმაგი მკვლელობა სოფელ წინანდალში მოხდა. გასულ კვირაში, პოლიციელის ხელით, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა - ამჯერად კონფლიქტის ზონაში. რა ღირს პოლიციელის და რა ღირს უბრალო მოქალაქის სიცოცხლე საქართველოში. პრივილეგირებული კასტა, თუ პოლიციური დანაშაული პოლიციურ სახელმწიფოში - ნახეთ ანა გოჩაშვილის სიუჟეტში.

2. პრეზიდენტის მიერ პომპეზურად გახსნილი ამბროლაურის ახალი კლინიკა სინამდვილეში არ ფუნქციონირებს და ამბროლაურის რაიონიდან ავადმყოფები ქუთაისის კლინიკებში გადაჰყავთ. ვინ მოატყუა ხალხი - ჯანდაცვის მინისტრმა, პრეზიდენტმა თუ ორივემ ერთად. ჰოსპიტალური რეფორმის შუქჩრდილები - ზვიად თხელიძე გიამბობთ.

3. მესტია - სადაც კერძო საკუთრების უფლება შელახულია. ადგილობრივი მოსახლეობა მამაპაპისეულ მიწებს ვერ იკანონებს. ეს მაშინ, როცა ჩინოვნიკები და სამინისტროები უპრობლემოდ ახრეხებენ მიწების გაფორმებას. მესტიაში ერთერთ პრესტიჟულ ადგილას უკვე დაწყებულია პრეზიდენტის რეზიდენციის მშნებლობაც. რა უჯდებათ მესტიელებს და ბიუჯეტს მიხეილ სააკაშვილის სურვილების ასრულება. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი მესტიიდან.

4. კვლავ კერძო საკუთრების ხელყოფა ამჯერად თბილისში. თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებთა კერძო  საკუთრებას აუქციონზე ყიდის, რის შესახებაც მესაკუთრეები პოსტფაქტუმ იგებენ.  სახელმწიფო რეკეტის ფაქტებს იმედა დარსალია იკვლევდა.