„გვახსოვს, ერთი ბოდიში „ნაციონალებისგან“? - საკვანძო თემა გახდა გვახარიას ბოდიში, თანაც ისე, რომ კიდევ საკითხავია, რელურად მოიხადა თუ არა ბოდიში“

„გვახსოვს, ერთი ბოდიში „ნაციონალებისგან“? - საკვანძო თემა გახდა გვახარიას ბოდიში, თანაც ისე, რომ კიდევ საკითხავია, რელურად მოიხადა თუ არა ბოდიში“

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, თუ კვირის ბოლომდე არ შედგება მათი მოთხოვნების შესრულება, იგი შეწყვეტს მაგიდის ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობას. მოძრაობა მოითხოვს ნარკოპოლიტიკის საკითხებში ჩართულობას, კლუბ „ბასიანის“ თემაზეც აქვს პრეტენზია, ლაპარაკობს პოლიციურ კონტროლზე, ტერორზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვაზე, გაყოფილ და მანიპულირებად საზოგადოებაზე, რეპრესიული აპარატის მიერ მოქალაქეთა ცხოვრების ხელყოფაზე და ა.შ.

ის ყველაფერი, რაზეც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საუბრობს, არის ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის ზოგადი აღწერა, რომლის გამოცდილება საქართველოსაც გააჩნია და რომელსაც ქვეყანამ 2012 წელს უთხრა არა. სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში მსგავსი მიდრეკილება საგრძნობლად ნაკლები დოზით შეიმჩნევა, ჩნდება ეჭვები, ვინმეს ხომ არ სურს სიტუაციის სხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოჩენა და ამით ქუჩაში არეულობის გამართლება - ბოლო დროს, ხალხის მანიპულირების მცდელობა სხვა თემატიკის მეშვეობითაც შეინიშნება. იგრძნობა თუ არა ამ ყველაფრის უკან ვიღაცის ფარული ხელი და მიზნები, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: ეს ის ეჭვია, რომელიც მუდმივად არსებობდა მთელი ამ თავგადასავლების განმავლობაში, თუმცა უტყუარ ვერსიად არ უნდა მივიჩნიოთ მათ უკან ვინმეს დგომა - როგორც ვნახეთ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ შიგნითაც გამოიწვია უკმაყოფილება აქციების შეწყვეტამ და შესაძლოა, ამისი გამოძახილიც იყოს ეს განაცხადი.

ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვიღაცას შესაძლოა, მართლაც აწყობდეს ამ მოძრაობის შეუპოვრობა. ამ აქციებმა მართლაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ მასში მონაწილეობდა ის ძალა ვისაც გააჩნია პოლიტიკური მოტივაცია. ამ თვალსაზრისით, მოთხოვნების შინაარსმა გააჩინა განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ამ აქციების უკან. ეს ვერსია უფრო სარწმუნო გახდა მას შემდეგ, რაც მათ გაახმოვანეს პოლიტიკური მოტივები, რომელიც ძალიან წააგავდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას.

ხელწერა მართლაცნაციონალური მოძრაობისთვისდამახასიათებელი იყო, თუმცა ამ ეჭვის გაფანტვის საფუძველი აქციიდან ამ პოლიტიკური პარტიის გაძევება გახდა...

- მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია, არც იყო ავტორი და თუ მისი წილი იკითხება, იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, გამოეყვნენ და დღეს არსებობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი, ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის სახით რომ არიან ჩართული მსგავს მოძრაობებში, ძალიან ბევრია.

სხვათა შორის, იდეის გენერატორებინაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყვნენ არასამთავრობო სექტორში, თუმცა მათი ხელწერა ერია ბევრ სცენარში, რომელიცნაციონალური მოძრაობისდროს ხორციელდებოდა...

- „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მარტივი იმ მხრივ, რომ საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია, რითაც გამონაკლისია ქართული პოლიტიკის ისტორიაში. მისი სიცოცხლისუნარიანობაც იმაზეა დაფუძნებუილი, რომ მას ძალიან ბევრი ფორმები აქვს. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდშიც გვახსოვს, რომ მას მხარს უმაგრებდა არასამთავრობო სექტორი ისეთი ძლიერი წარმომნადგენლებით, როგორებიც იყვნენ მაგალითად, „თავისუფლების ინსტიტუტში“.

 ის პრინციპი, რომ პარტიული ორგანიზაცია უნდა არსებობდერს არასამთავრობო სექტორთან ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუკარგავს და სწორედ ეს არ გამორიცხავს, რომ დღესაც იყოს გააქტიურებული პოლიტიკურად ორიენტირებული არასამთავრობო გუნდები.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ევროპის რამდენიმე ქალაქში, ამერიკაში ერთდროულად მოეწყო გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი აქციები და სწორედ ეს ორგანიზებულობა და ფარტო მასშტაბი აჩენს განცდას, რომ ორგანიზება დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მიერ იყო უზრუნველყოფილი....

- ამიტომ არ არის გამორიცხული, მათ უკან იყოს არა პოლიტიკური, არამედ პოლიტიკური განწყობების მქონე გუნდი, რაც ერთი და იგივე არ არის.

თუმცა, ასეთი გუნდები ამზადებენ ნიადაგს, რომელსაც შემდეგ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიაც მიებას, მაგრამ დავუშვათ, ამ გუნდმა შექმნა ის სიტუაცია, რაც არის მისი მიზანი - ქუჩაში გამოსული სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, ქაოსი, არეულობა და .. ვინ რჩება ამით მოგებული? ვინ რას მიიღებს?

- გადავინაცვლოთ „რუსთავი-2“ ის პრეცედენტზე - გაბუნიას ნაბიჯს გამოეხმაურა არც მეტი, არც ნაკლები, როგორც ახლა მოიხსენიებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და თქვა, ბოდიში გაქვთ მოსახდელიო. როგორც ჩანს, დაითვალეს, რომ საქართველოში იმდენი რელიგიური ადამიანია, რომ მათი გრძნობების შეურაცხყოფა, მარტივად რომ ვთქვათ, წამგებიანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თუკი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა წამგებიანია, არ არის სავარაუდო, რომ ჰეტეროსექსუალების შეურაცხყოფა ანალოგიურად, წამგებიანი იქნება? ასე რომ, ამ პარტიას უცნაური რამ ემართება, - რელიგიურობასთან მიმართებაში მიხვდა, რომ წამგებიანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ შესაძლოა, იმ კონდიციამდე ჯერ არ მისულა, რომ ჰომოსექსუალობაზე ამდენი აქცენტირება მისთვის ასევე წამგებიანია - გამორიცხული არ არის, უფრო წამგებიანიც, რადგან თუ დათვლაზე წავიდა საქმე, შესაძლოა, ჰეტეროსექსუალთა რაოდენობა საქართველოში იმაზე ნაკლები არ არის, ვიდრე რელიგიურ ადამიანთა რაოდენობაა.

ანუ, ვიღაც ყველა მიმართულებით ცდილობს ქაოსური სიტუაციის შექმნას, ისე, რომ შედეგი კარგად გაცნობიერებული არ აქვს?

- სააკაშვილი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვეს და ასე მარტივად, ქაოსური სიტუაციის შექმნას ცდილობდეს, არ არის სააკაშვილის აზროვნების სწორი შეფასება. თუკი სააკაშვილს პოლიტიკური ინტერესი ოდნავ მაინც აქვს, უნდა ცდილობდეს, არ დაკარგოს ის რეიტინგი, რაც ადამიანების რაღაც ნაწილში გააჩნია. ამისთვის, როგორც ეკლესიაზე შეტევა „რუსთავი 2“ -ის საშუალებით, ისე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მეშვეობით სექსუალური ცხოვრების ტრადიციულ ფორმებზე იერიში, პოლიტიკური პარტიისთვის წამგებიანია, რადგან შეტევა ორივე შემთხვევაში პარტიას მიეწერება და სხვას, არავის.

სააკაშვილი აღნიშნავს, გაბუნიამ ბოდიში იმიტომ უნდა მოიხადოს, რომ ეს ჩვენ მოგვეწერებაო. როგორც ჩანს, ბოლომდე გაცნობიერებული, არ აქვთ, რომ „თეთრი ხმაურის“ გარშემო ხმაურის ატეხვა ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეწერება და ეს ხალხის სურვილის გამოხატულება არ არის - იმათთვის, ვინც პოლიტიკურ ქულებს ითვლის ხოლმე, ცხადი უნდა იყოს, რომ ეს სტრატეგია წამგებიანია.

ხომ არ შეიძლება იყოს ნიადაგის მოსინჯვა, რამდენად არის შესაძლებელი ამ ხელისუფლების პირობეში ხალხის სახლებიდან გამოყვანა?

- ეს მოტივი შეიძლება იყოს, მაგრამ გამოვა ხალხი თუ არა სექსუალურ თავისუფლებაზე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში, აქაა დაშვებული შეცდომა. ძალიან ბევრ თემაზე იქნება პროტესტი, მაგრამ მეეჭვება, ეს იყოს რელიგიური და სექსუალური მიმართულებით.

რაც ვნახეთ, ყველა სიტუაციაში მოგებული აღმოჩნდა ხელისუფლება, საკმაოდ კარგად მოახერხა შს მინისტრმა სიტუაციიდან გამოსვლა და ფაქტობრივად, სათქმელი არაფერი დატოვა...

- ერთადერთი ის, რომ მინისტრი არ შეხვდა მოძრაობის წარმომნადგენლებს...

თუმცა მაგიდასთან მოლაპარაკების ფორმატი რაკი არსებობს, გამოდის, რომ სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკება მაინც მიმდინარეობს. თვითონ ხელისუფლებაც ხომ არ ცდილობს ამ თემებით სხვა ბევრად მწვავე თემები გადაფაროს? - ჭარბვალიანობა, მძიმე სოციალური ფონი და ..

- შეიძლება, საკმაოდ არაპოპულარულ წისქვილზე ვასხამ წყალს - ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც 2012 წელს ქართველებმა უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაზე, იყო ეროვნული ღირებულებების უგულებელყოფა. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომელთაც ამ ძალის სტრატეგია აბარიათ, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ, რომ ამ შემთხვევაში ის მოტივები, რითაც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გაღვივებას ცდილობენ, ამ საქმისთვის არ გამოდგება. შეიძლება მოხდეს პირიქით და მოსახლეობამ უსაყვედუროს ხელისუფლებას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდსჭერის გამო - ამისი ნიშნები უკვე გაჩნდა.

ვფიქრობ, ახალგაზრდებსაც ეშლებათ და ნაციონალებსაც, რომ მათ მხარეს არის ხალხი - ამ კონკრეტული ქვეყნის ხალხი ამ შემთხვევაში მათ მხარეს არ არის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ რამე უნდა დაუშავდეთ - უბრალოდ, ამაზე პოლიტიკური კაპიტალის აგება არასწორად მიმაჩნია. შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი, ხელისუფლებამ ვეღარ მოახერხოს ჩარევა და როგორც „თეთრი ხმაური“, ასე „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

რაც შეეხება პრობლემების გადაფარვას, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამას საერთოდ არ ცდილობს - ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დღეს თუკი საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა მეორე ნაწილისთვის მიუღებელია, ხვალ თუ ვინმე სოციალური მოთხოვნებით ან საერთო პრობლემით გამოვა, ის თავის მიზანს მიაღწევს და გადაფარვის მეთოდი შედეგს არ მოიტანს. მგონია, რომ გადაფარვაზე კი არ მიდის მუშაობა, არამედ იმაზე, რომ საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს და მართლაც უმართავი პოროცესები არ დაიწყოს, რაც პრობლემა გახდება თავად ხელისუიფლებისთვის - ამიტომაც ჩააქრეს ის დაპირისპირება.

ქაოსის შექმნა იყო სააკაშვილის გეგმებში, გამოქვეყნდა კიდეც ჩანაწერები, იგივე, გიგი უგულავას წერილი და .. და როდესაც დღევანდელ სიტუაციას ადევნებ თვალს, შეიძლება, უნებურად იფიქრო, რომ ამ სცენარების გაცოცხლება ხდება, თუმცა, რატომღაც, უდირიჟოროდ...

- ცნობილია, რომ პოლიტიკური სიმპათია ნაციონალების მიმართ არ მქონია, მაგრამ როდესაც ანალიტიკოსის თვალით ვუყურებ საჭადრაკო დაფას, ვცდილობ დავინახო, რა სვლები შეიძლება გაკეთდეს მოგების მისაღებად ამა თუ იმ მხრიდან. ამ თვალაზრისით, ველოდი, რომ წაგების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა ძალიან დარბილებული, „დაიყრიდა თავზე ნაცარს“ და იტყოდა შევცდით, გვაპატიეთო.

ახლახან, გახარიამ ბოდიში ხომ მოიხადა? - გვახსოვს, ერთი ბოდიში „ნაციონალური მოძრაობისგან“? ამითი იყო გახარიას ნაბიჯი სწორი სიტუაციის განმუხტვისთვის და საკვანძო თემა გახდა სიტყვა ბოდიში, თანაც ისე, რომ კიდევ საკითხავია, რელურად მოიხადა თუ არა ბოდიში.

ასეთი განმმუხტავი სიტყვა ნაციონალებს არასოდეს წამოსცდენიათ, ისევ აგრესიულები და დესტრუქციულები იყვნენ, ისევ სისხლი და რევოლუცია ფიგურირებდა მათ გამოსვლებში და იყო იმის გაგრძელება, რაც ნანახი გვაქვს - მერაბიშვილი რომ ამბობდა „ორი ტრუპი მჭირდებაო“. ანალოგიური იყო მიშას მოთხოვნა, ფეხმძიმეები ერთად შეყარეთ და ისე დაარბიეთ მიტინგი „რუსთავი2“-თან. პრაქტიკულად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახე არ შეიცვალა და რითაც მიუღებელი იყო საქართველოსთვის, იმ სახით დარჩა. ასეთი ერთგულება საკუთარი ხელწერისა პლუსია, თუმცა პოლიტიკური შედეგისთვის ვერ გამოდგება.

წლები გავიდა და მხოლოდ სულ ახლახან, „ევროპული საქართველოს“ სახით, თითქოს მთელი ფრთა გამოეყო არა ძალადობის ნიშნით. მაგრამ, როგორც ჩანს, თავიდანვე არასწორი სტრატეგია ჰქონდათ არჩეული. მიზანი მოსახლეობის კეთილგანწყობა არ ყოფილა - როგორც წარმოედგინათ პოლიტიკური ცხოვრება, ისე ააგეს სტრატეგია - დაჯახება, დაჯაბნა სისხლი და ა.შ. 2008 წელსაც სწორედ ეს შინაგანი განწყობა იყო იმის მიზეზი, რომ სააკაშვილმა სიტიუაციის განტვირთვა კი არ აირჩია, არამედ კიდევ უფრო გაააქტიურა აგრესიულობის იმპულსი.

ამ ფონზე მეჩვენება, რომ მათ მართლაც არ იციან, რა არის მათთვის სასარგებლო. ერთადერთი გამონაკლისი, რაც ბოლო დროს მოხდა, სააკაშვილის ის რეპლიკაა, როდესაც „რუსთავი 2“ -ის აგრესიულობა უარყოფითად შეაფასა. მგონია, ახლა იწყებს მომწიფებას ის ვერსია, რომ შეიძლება უკეთესი იყოს სხვა სტრატეგიით მოქმედება.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ პოლიტიკური ორიენტაციის გაგრძელება გამოჩნდა ბოლო დროს თბილისის ქუჩებში?

- რაკი სააკაშვილს შენიშვნის გაკეთება მოუხდა, ეს მეტყველებს რომ პროცესები ერთიანი პოლიტიკური კონცეფციით არ არის შეკრული და შემთხვევიდან შემთხვევამდე იდგმება რაღაც ნაბიჯები. სააკაშვილის მომხრეებმა აღნიშნეს, რომ ნახეთ, სააკაშვილმა რა თქვა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არასწორი ყოფილაო. როგორც ჩანს, სააკაშვილი ახლა იწყებს ფიქრს ამ პოზიციის ჭრილში და ამიტომ რა არის შეცდომა და რა - არა ამაზე ვერ ვილაპარაკებთ.