„არ არსებობს ქვეყანაზე იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“

„არ არსებობს ქვეყანაზე იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“

ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ რუსეთი პოლიტიკას არ იცვლის, რაც უნდა გავაკეთოთ და როგორც არ უნდა დავუთმოთ, რუსეთი გააგრძელებს თავის პოლიტიკას. მისივე თქმით, საქართველოსთვის გადარჩენის ერთადერთი გზა არის, როგორმე შევიდეს უსაფრთხოების ქოლგაში.

for.ge ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.

ნატომ არის გადარჩენის ერთადერთი გზა - ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თუმცა ასე არ ფიქრობს ინტელიგენციის ნაწილი. ისინი თვლიან, რომ ნატო ძალით გვახვევს საკუთარ იდეებს. როდესაც გყავს ისეთი მეზობელი, როგორიც რუსეთია, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორები, ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გადარჩენისთვის სწორი ნაბიჯი?

ზურაბ აგლაძე: ჩვენთვის ერთადერთი გადარჩენის გზა არის როგორმე შევიდეთ უსაფრთხოების ქოლგაში. ჩვენ ნატო იმიტომ გვინდა, რომ თავი დავიცვათ რუსეთისგან. არავინ არაფერს არ გვახვეს თავს, ქართველი ხალხის არჩევანია გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, დასავლეთზე, ნატოზე და როდესაც ვსვმთ კითხვას, რატომ დასავლეთი? - იმიტომ, რომ დასავლეთი გვთავაზობს თავის ცხოვრების სტილს.

ჩვენ თუ მოგვწონს ცხოვრების ეს სტილი, ვირჩევთ მას და მივდივართ ამ გზით. ქართველებს მოგვეწონა დასავლური ცხოვრების სტილი იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ნაწილი და ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ სამშობლოს. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება განცხადებას რომელი გავრცელდა, რომ თურემ ნატო თავს გვახვევს საკუთარ იდეებს და ხელს უშლის ჩვენს გავნითარებას, ეს იყო რუსეთის რბილი ძალის კიდევ ერთი დატესტვა. როგორც წესი, ყოველთვის აპელირებენ ნაციონალისტურ თემებზე, რომლის მიზანია განხეთქილება ჩამოაგდონ ქართულ საზოგადეოებაში და, რომ ქართველებმა კიდევ ერთხელ დავჭამოთ ერთმანეთი ჩხუბში - რომელი ჯობია - ნატო თუ რუსეთი. ჩვენ, ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ და ვდგევართ ჩვენი არჩევანის გზაზე. ზედმეტი საუბრები და კითხვის ნიშნების დასმა ამ შემთხვევაში ზედმეტია.

საზოგადოების ეს ნაწილი, რომლებსაც ვიცნობთ როგორც პრორუსულად მოაზროვნეებს, არ შემოდიან საზოგადოებრივ განხილვაში, არიან აგრესიულები. მათი მესიჯია - თუკი თავს დავუხრით რუსეთს, ასეთ შემთხვევაში დაგვიბრუნებს ტერიტორიებს...

- თავიც რომ დავუხაროთ რუსეთს, მერწმუნეთ, რომ არავინ არ შეგიშვებს აფხაზეთში და ცხინვალში, არავინ არ დაგიბრუნებს შენს ტერიტორიებს.

ადამიანები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომობდნენ აფხაზეთში, ამბობენ, რომ რუსეთი აგრესორია, მაგრამ აქვე აცხადებენ, რომ მხოლოდ რუსეთი დაგვიბრუნებს ტერიტორებს და არა დასავლეთი. ტერიტორული მთლიანობის ხსნას ხედავენ რუსეთში. როგორ შეიძლება აიხსნას ამ ადამიანების ფსიქოლოგია?

- ძალიან მარტივია - მიზნისკენ სვლა. საერთოდ ქართველებს ყველაფერი გვინდა სწრაფად, მაგრამ სწრაფად სამყაროში ყველაფერი არ ხდება. უნდა გავითვალისწინოთ ორი რაღაცა - ეს არის პროცესი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირს ვყავდით დაპყრობილი, რომლისგანაც ადრე თუ გვიან განვთავისუფლდით, ახლაც იგივე პროცესია და ეს არის გრძელვადიანი პროცესი.

ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ასე მარტივად არ ხდება ყველაფერი. უბრალოდ ამ ადამიანებს გონიათ, რომ რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ამიტომ მარტო მასთან შეიძლება ამ თემაზე საუბარი.

თუკი ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის ხელში, მაგრამ განთავისუფლდა. ამიტომ, ეს არის პროცესი. დეოკუპაცია არ და ვერ მოხდება ძალიან მალე. ჩვენ იმიტომ გვინდა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ასეთ შემთხვევაში გარანტირებული გვაქვს, რომ მომავალში საქართველოს არაფერი არ დაემუქრება. ნატო არის ყველაზე დიდი და ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. თუ ჩვენ ვიქნებით ამ დიდი ოჯახის ნაწილი, საქართველოს არაფერი არ დაემუქრება. ამიტომ რუსეთს აბსოლუტურად ყველა მისი ბერკეტი აქვს ჩართული, რომ როგორმე ხელი შეუშალოს ჩვენს ნატოში შესვლას. რუსეთს კარგად ესმის, რომ თუ ჩვენ შევედით ნატოში, მას საქართველოს კონტროლის არავითარი შანსი არ ექნება. არავითარი შანსი არ ექნება წამოარტყას საქართველოს თავში და მიუთითოს რა უნდა აკეთოს.

ამ პროცესში არ უნდა გამოვრიცხოთ რუსული რბილის ძალის მუშაობა?

- არა, რა თქმა უნდა. რაღაც კონტექსტში და რაღაც ნაწილში ის მუშაობს, განსაკუთრებით ასაკობრივ ჯგუფში მუშაობს. მოდით ვთქვათ, ჩვენი გვყავს ადამიანები, რომლებიც ძირითადად ენის გამო უყურებენ რუსულ არხებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან რუსული არხები საკმაოდ არის წარმოდგენილი, ენის გამო მხოლოდ რუსულ არხებს უსმენენ. ვაღიაროთ ისიც, რომ საკმაოდ კარგად აქვთ გათვლილი პროპაგანდა და კარგად იყენებენ რბილ ძალას.

საქართველოს შემთხვევაში რამდენად კარგად აქვთ აწყობილი ეს პროპაგანდა?

- პოსტსაბჭოურ სივრცეში საკმოად კარგად აქვთ აწყობილი. ამიტომაც გვყავს ჩვენ საკმაო რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც უსემენენ რუსულ არხებს, სადაც საუბარია ძმობაზე, საუბარია, რომ ნატო და ევროკავშირი დამყრობელია. ხშირად ხდება აპელირება ისეთ თემაზე, რომ აუცილებად ევროკავშირი ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ნიშნავს. ასეთ აბსურდულ რაღაცეებს ახვევენ ადამიანებს თავზე და გვყავს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც სჯერათ ამ ყველაფრის. გვყავს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც უნდათ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევაც რომ დავუხაროთ თავი რუსეთს, კიდევაც რომ შევურიგდეთ, არამც და არამც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ დაგვიბრუნებს.

ის, რომ რუსული პროპაგანდა მუშაობს და მუშაობს ყველა სფეროში, იქნებ საქართველოს ხელისუიფლების ბრალეულობაც არის და არა მარტო ამ ხელისუფლების, რომ კარგად და სწორად ვერ გააგებინა ქართულ საზოგადოებას, რა არის ნატო, ევროკავშირი და რა კეთილდრეობა შეიძლება მიიღოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში? როდესაც ადამიანი ამბობს, რომ რუსეთმა წამართვა და მხოლოდ ის თუ დაუბრუნებს წართმეულს, ეს უკვე არის განათლების პრობლემაც...

- ყველაფერი შედარებითია. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერეს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ დავაკვირდებით პოსტსაბჭოურ სივრცეს - ბელორუსს, უკრაინას, სამხრეთ კავკასიისა და აზიის ქვეყნებს, გაცილებით წინ ვართ წასული, გაცილებით ინფორმირებულია საქართველოს მოსახლეობა და გაცილებით მეტი ადამიანი უჭერს მხარს საქართველოს ევეროკავშირში და ნატოში შესვლას. ამიტომ, ყველაფერი შედარებითია და მეორე - როდესაც ჩვენ ვასუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაყვს პრორუსული პოლიტიკის მომხრეები, სიმართე რომ გითხრათ, ღია წერილი რომ გამოქვეყნდა, ველოდებოდი, რომ გაცილებით მეტი ადამიანის ხელმოწერა იქნებოდა. სულ რაღაც ერთი ათეული ადამიანის ხელმოწერა იყო, რაც ჩემთვის გასახარელია.

როგორც ჩანს, ერთ ათეულზე მეტი, თუნდაც კულტურის სფეროში ვერ მოიძებნა ადამიანი, ვინც ამ განცხადებაზე ხელს მოაწერდა. შეიძლება შინაგანად უფრო მეტი უჭერს მხარს ამ წერილს, თუმცაღა ამ ადამიანებმა თავისი პოზიცია არ დააფიქსირეს. იმ ადამიანებმაც კი, რომლებმაც დააფიქსირეს ხელმოწერა, მოგვიანებით უარი განაცხადეს, რადგან ისეთი რეაქცია იყო საზოგადოების მხრიდან.

აშკარად შერცხვათ, რომ ამ შინაარსის წერილს მოაწერეს ხელი, მით უფრო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფონზე...

- რა თქმა უნდა. საზოგადოებას, რომლის ძირითადმა მასამ იცის სად მივდივართ, როგორ, რისთვის და რა არის ჩვენი მიზანი, მწვავე რეაქცია ჰქონდა ამ განცხადებაზე. იცით, ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება ისეთი ელემენტები, რომლებიც რუსეთს დაუჭერენ მხარეს, ეს ალბათ არ არის გასაკვირი. ნებისმიერ საზოგადოებაში იქნებიან რაღაცა პროცენტი ადამიანებისა, რომლებიც მხარს დაუჭერენ რუსეთს.

რატომღაც გამახსენდა ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები  - „არ არსებობს ქვეყანაზე იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“. ამიტომ, ასეთი ადამიანები ყოველთვის გვეყოლება, ეს არ არის ტრაგედია, ალბათ უფრო ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა გააცნობიეროს სად მივდივართ, რა მიზნები გვაქვს. ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასა მხარს უჭერს ევროპულ და დასავალურ ფასეულობებს; საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწვრიანებას. მთავარი ეს არის.

საქართველო გახდება NATO- წევრი, როცა ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს დააკამაყოფილებს“, - ამ შინაარსის განცხადება კეთდება ალიანსის წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ გვაქვს NATO-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ყველა ეს პროექტი არის წევრობისთვის მომზადების მექანიზმი?

- გეთანხმებით, ასეა. ალბათ, პირველ რიგში კითხვა უნდა დავსვათ - რა დაგვიშავა და რა გაგვიფუაჭა ნატომ და ევროკავშირმა და რა დაგვიშავა და რა გაგვიფუჭა რუსეთმა - ძალიან მარტივია, როდესაც ამ კითხვას გავცემთ პასუხს, გვეცოდინება პასუხი კითხვაზე, ვინ არის ოკუპანტი, ვინ მტერი და ვინ მოყვარე. რატომღაც არ მახსენდება ნატოს, ან ევროკავშირს ჩვენთვის რაღაცა დაეშავებინა, პირიქით მახსოვს და ამას ფაქტები ადასტურებს.

დღეს თუ არსებობს საქართველოს სახელმწიფო, სწორედ ნატოს და ევროკაშვირის დახმარებით არსებობს. ავიღოთ როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების სფეროში რეფორმები. დიახ, მათით არსებობს საქართველო, ჩვენ მოგვწონს მათი ცხოვრების სტილი, ჩვენ მოგვწონს დემოკრატია და ამიტომ მივდივართ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ის, რომ ნატოში ჩვენს გაწევრიანებას დავაბრალოთ ყველა ჩვენი უბედურება, რაც რუსეთიდან მოდის, ეს უკვე აბსურდულია.

90-იან წლებში როდესაც არ არსებობდა ნატო და ევროკავშირში გაწევრიანების იდეა, რუსეთმა უკვე მოასწრო და დაგვიშავა. სწორედ რომ რუსეთის ასეთი ქმედებით არის გამოწვეული ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ. იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ასეთი აგრესიული მეზობელი.

რუსეთი პოლიტიკას არ იცვლის. რაც არ უნდა გავაკეთოთ და როგორც არ უნდა დავუთმოთ, რუსეთი გააგრძელებს თავის პოლიტიკას. ძალიან მარტივია რუსეთის პოლიტიკა - თქვენ ყველაფერზე თქვით უარი, მერე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თქვენ რა გინდათ. რაც შეეხება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, სიმართლე გითხრათ, დაძაბულობის მომხრე მეც არ ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავიდეთ - რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის გამო ვეცადოთ, რომ სეპარატისტული რეჟიმებიც არ გავაღიზიანოთ, როგორც იყო ოთხოზორიას შემთხვევაში და როგორც არის ტატუნაშვილის შემთხვევაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ გვყავს სპეცსამსახურები, სტრუქტურები, სხვადასხვა ინსტიტუტები, რომელთა პირდაპირი მოვალოებაა დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი მოქალაქეები.