2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, 11კვალიფიციურსუბიექტს9 ახალი პარტია დაემატა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას20 პარტია იღებს.
პოლიტიკური პარტიები იღებენ როგორც კერძო დაფინანსებას (შემოწირულობები, საწევრო შენატანები, საჯარო ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალი, საბანკო სესხები), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზანია პოლიტიკური დაფინანსების სფეროში კორუფციის თავიდან აცილება, ასევე კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა. პოლიტიკური პარტიების ფინანსების დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3% აიღო. კვალიფიციური სუბიექტები დაფინანსებას ინარჩუნებენ შემდეგ არჩევნებამდე.
თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების, მინიმუმ, 5%-ს მიიღებს, მაშინ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არაუმეტეს მილიონი ლარის ოდენობით. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ხარჯებს, ასევე მილიონი ლარით, თუმცა, ამ შემთხვევაში სუბიექტმა 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. საკრებულოების არჩევნების შემთხვევაში ბარიერი 3%-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსება არაუმეტეს 500 000 ლარს.
პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, თუ წარდგენილ საარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი (სულ მცირე 30%-ით), მაშინ ის მიიღებს დამატებით დაფინანსებას, საბაზო დაფინანსების 30%-ს, ანუ 90 000 ლარს.
პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ასევე, შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი დაფინანსება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან. თანხა გაიცემა კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტის ფარგლებში.
პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, ასევე იღებენ დამატებით თანხას (მაქსიმუმ 600 000 ლარი) წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დასაფარად.
გარდა პირდაპირი დაფინანსებისა, ეროვნულ მაუწყებლებს აქვთ ვალდებულება, ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წუთი უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა.
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით,1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.
შუალედური ანგარიშის მიხედვით, შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაიგზავნა მოთხოვნა 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის მიზნით.
ანგარიშის თანახმად, ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“. პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის „ქართული ოცნების“, ხოლო 8 - „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია „ევროპული საქართველოს“ 10 და „ქართული ოცნების“ 4 შემომწირველი ფიზიკური პირი.
რაც შეეხება დახარჯულ თანხებს, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს.
საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 6,983,756 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 646,775 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 507,730 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 202,811 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 75,892 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 66,084 ლარი.
აქედან რეკლამისთვის გახარჯულია 5,805,562.00 ლარი - „ქართული ოცნება“ - 4,939,306 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 396,347 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 345,862 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 285,250 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 95,300 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 28,747 ლარი.
შუალედური ანგარიშის თანახმად, ჯამში მიღებულია 742,787.00 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 173,420 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 135,036 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 78,844 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 20,135 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, - 16,293 ლარი.
მანამდე აუდიტის სამსახურმა აუდიტის სამსახურმა საარჩევნო სუბიქტების დაფინანსების 2017 წლის 7 თვის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ყველაზე მეტი შემოწირულობა წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე და მესამე ადგილებს კი „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“ ინაწილებდნენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიაცშექმნა, სადაც ყოფილმა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო ლომჯარიამ მიიწვია ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც აქვს არაპარტიულობის გამოცდილება და ექსპერტიზა საარჩევნო მონიტორინგის თვალსაზრისით.