„მე არ მეშინია“! - ამ ლოზუნგით ბარსელონას ცენტრალურ მოედანზე ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ აქცია გაიმართა. აქციაში კატალონიის და ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ბარსელონას ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, რამბლას ბულვარზე ადგილობრივი დროით საღამოს 5:30-ზე თეთრი ფერის Fiat-ის მარკის მიკროავტობუსი ხალხის მასაში შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, ყველაზე უფროსი 7 წლის ბიჭუნაა, ხოლოდ ყველაზე პატარა 3 წლის გოგოა.
ბარსელონაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილი 17 წლის მუსა უკაბირია, რომელიც არსებული ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის დრის უკაბირის ძმაა, რომელიც მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.
რაც შეეხება მუსა უკაბირს, რომელიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება შეიარაღებული იყოს. სამართალდამცველები მისი ძებნის ოპერაციას ამ დრომდე ატარებენ.კატალონიის საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბარსელონასა და კამბრილსში ტერაქტების ორგანიზატორები კიდევ ერთ თავდასხმას გეგმავდნენ, რაც გაზის ბალონების აფეთქებას ითვალისწინებდა, თუმცა ტერაქტი აღკვეთილია.
ბარსელონაში და კამბრილისში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით კატალონიის პოლიციამ საერთო ჯამშო 4 ეჭვმიტანილი დააკავა და 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა. ტერორისტული ქსელი, რომელიც ამ ტერაქტებზეა პასუხისმგებელი, რვა პირისგან შედგება. ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის ფონზე, ტერორისტული საფრთხის დონე მაღალი რჩებაგერმანიაში. როგორც გერმანიის შსს-ს წარმომადგენელმა იოჰანეს დიმროტმა განაცხადა, საფრთხის დონე მაღალია და მაღალი იყო ბარსელონას ტერაქტამდე.
ბარსელონას შემდეგ, ტერორისტების სამინიზნე გახდა ფინეთი, ქალაქ ტურკუში დანით შეირაღებული მამაკაცის თავდასმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაიჭრა. ამ დროის მონაცემებითმ ერთი ადამიანი დაკავებულია, თუმცა პოლიცია კიდევ რამდენიმე თავდამსხმელს ეძებს. ქალაქ ტურკუში, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე უსაფრხოების ზომები გამკაცრებულია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ ფინეთის უსაფრთხოების პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხის ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადა, რადგან ფინეთის უსაფრთხოების სამსახურს მოსალოდნელი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორამაცია ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით, ევროპის მასშტაბით მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა ევროპა. საგანგებო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბოლო ცნობილი მოვლენები რუსეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში მიანიშნებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და მათთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს აქვთ შესაძლებლობა, დაგეგმონ და განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.
ანალიტიკოსების შეფასებით, მოსალოდნელი იყო, რომ სირიის ტერიტორაზე „ისლამური სახელმწიფოს“ დაღმასვლასმოჰყვებოდა ტერორისტების გაფანტვა ევროპის ქვეყნებში. ანალიტიკური საბჭოს მკვლევარის, ზურაბ აგლაძის განცხადებით, მოსულის დაკარგვის შემდეგ და რაკაზე მიმდინარე შეტევის ფონზე, ტეროროსტები იძულებული არიან თავისი რესურსები გადაისროლონ ევროპის ქვეყნებში, რომ ევროპის შუაგულში მოახდინონ ტერორისტული აქტები.
„ის, რომ მოსული დაკარგეს და მალე კოტროლოს დაკარგავენ რაკაზე, არ ნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა - ტერორიზმი - გაქრა. არა. რაც უფრო მეტი დაწოლა იქნება „ისლამურ სახელმწიფოზე“ სირიაში, მით უფრო გააქტიურდებიან ევროპაში. რთულია განსაზღვრო, რამდენად შეძლებს ევროპა აღკვეთოს ტერორისტული აქტები, რადგან ტერორისტები იმდენად პრიმიტიულ საშუალებებს იყენებენ.
მაგალითად, ვნახეთ, რომ გამოიყენეს სატვირთო მანქანა. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპამდე ევროპის სამსახურები, რა თქმა უნდა, სრულად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად უმკლავდებიან ამ პრობლემას. ერთადერთი რაც აკლია ევროპის სამსახურებს, ეს არის მეტი კოორდინაცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს ISIS-მა 143 თავდასხმა, 29 ქვეყანაში განახორციელა, რასაც 2.050-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ISIS-ში დაახლოებით 5500 ადამიანია გაერთიანებული, მებრძოლებს შორის ყველაზე მეტი სწორედ საფრანგეთის მოქალაქეა, მათ რიგებში არიან გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, ავსრტიის, დანიის, შვედეთის და ესპანეთის მოქალაქეები.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია საერთაშორისო კოალიცია, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვება NATO. გერმანია და საფრანგეთი, დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ალიანსი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
საერთაშორისო კოალიცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება, ამის პარალელურად მოქმედების ტაქტიკას ცვლის „ისლამური სახელმწიფო“. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ტერორისტები იყენებენ კავკასიური ისლამური ემირატის ტაქტიკას, როდესაც ისინი გადავიდნენ ძალოვან სტუქტურებზე და ამას უყურებენ როგორც საომარი მოქმედების არეალს.
მისი თქმით, აშკარაა, რომ ჩეჩნური ჯიჰადიტების ტაქტიკამ ევროპის მიმართულებით გადაინაცვლა და ამას მოწმობს, ISIS-ის ახალი სტრატეგია, ასაფეთქებელი მოწყობილობის შემდეგ, ტერორისტებმა უკვე ავტომობილის გამოყენებით ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმა დაიწყეს.
„2014-2015 წლებში დაიწყეს ტაქტიკის შეცვლა, ასაფეთქებელი ნივთიერიდან გადავიდნენ ცივი იარაღის გამოყენებაზე, როგორიც არის დანა და ნაჯახი, ახლა უკვე - ავტომობილი, და არ გამოვრიცხავ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კერძოდ დრონების, ანუ უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაზე გადავიდეს.
კლასიკური ტერორისტული აქტებიდან გადავიდნენ არაკლასიკურ ტერაქტებზე, როგორიც არის ქვეითათ მოსიარულეებზე მანქანის დაჯახება, ავტოსაგზაო შემთხვევის მოწყობა, თავდასხმა ნაჯახის გამოყენებით, ღამის კლუბებში ადამიანების ჩაცხრილვა... ეს არის მეთოდები, რომელსაც ადრე არც ერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ იყენებდა. იმდენად ხვეწენ მოქმედები ტაქტიკას და სტრატეგიას, რომ არ გამოვრიცხავ, დაიწყონ უპილოტო თვითმფრინავის გამოყენება და ამ გზით განახორციელონ ტერაქტები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“, ყველა სხვა ტერორისტებისგან განსხვავებით, აქვს მყარად ჩამოყალობებული პოლიტიკური სისტემა, მართავს თავის კონტროლირებად ტერიტორიას, გააჩნია თავისი ბიუროკრატია და საკმაოდ ძლიერი სპეცსასამსახურები, რომლებიც მუშაობენ ევროპის ქვეყნებში ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედებების ოპერაციის დაგეგმარებაში.