საქართველო-ბრიუსელი-ანკარა - თურქეთი თბილისში ახალ ელჩს აგზავნის

საქართველო-ბრიუსელი-ანკარა - თურქეთი თბილისში ახალ ელჩს აგზავნის

for.ge-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, ფატმა ჯერენ იაზგანი შეცვლის. როტაცია აგვისტოს ბოლოს განხორციელდება. ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი დოლომატიურ კარიერას საქართველოდან ბრიუსელში გააგრძელებს.

რაც შეეხება ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შემცვლელს, ფატმა ჯერენ იაზგანს, თურქეთის საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 1993 წელს დაიწყო მუშაობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, 24 წელია კარიერული დიპლომატია. მსახურობდა სხვადასხვა საერთაშორისო მისებში - ეუთოში, კიევში, მოსკოვში.

ასევე ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა კულტურის, ევროპის, ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების განყოფილებებში. თურქეთის საელჩოში არ ადასტურენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი ელჩი მხოლოდ ტერორიზმზე არის სპეციალიზებული.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიააცხადებს, რომ ფატმა ჯერენ იაზგანის წარდგენა პირდაპირ კავშირშია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. მისი თქმით, როგორც ჩანს, თურქეთი გააძლიერებს ზეწოლას საქართველოზე და გამოიყენებს სხვა მეთოდებსაც.

„თურქეთის შიდა პრობლემა, რასაც ჰქვია ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ამ საკადრო ცვლილებით გადმოინაცვლებს საქართველოში. ამ ანტიტერორისტული ოპერაციის უკან იმალება დიდი გეგმები, ექსპანსიონური გეგმები. რა მნიშვნელობა აქვს რუსული ექსპანსიის საფრთხის წინაშე ვიდგებით, თუ თურქულის? ასეთი მოვლენების ფონზე, ჩვენ შეიძლება გავხდეთ თურქული ექსპანსიონიზმის მსხვერპლი“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილითვლის, რომ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ბრიუსელში გადანაცვლება, ნადვილად დაწინაურებაა. მისი თქმით, ისეთი ელჩი, რომელიც ამჟამად თურქეთს ჰყავს საქართველოში, ერუდირებული და პატრიოტი, რომელმაც დაიმსახურა დიდი სიმპათიები არა მხოლოდ დიპლომატურ კორპუსში, არამედ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილთან, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა, არის იშვიათობა.

„მის შემცვლელს  გაუჭირდება ისეთივე მხარდაჭერის შენარჩუნება. უნდა ვიფიქროთ თურქეთის ნდობაზე საქართველოს მიმართ, მით უფრო, რომ ელჩად ინიშნება ქალბატონი, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით ფლობს შესაბამის გამოცდილებას. რასაკვირევლია, უნდა ვეცადოთ, რომ არანაირი ხინჯი არ ჩამოყალიბდეს საქართველოსა და თურქეთს შორის. ეს არის აუცილებელი და არა მხოლოდ სურვილი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, ტერიმინი „ტერორიზმი“ ხშირად მოიხსენიება თურქეთის ხელისუფლების ლექსიკაში. შესაბამისად, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არანაირი ამგვარი ტერმინი არ გაჩნდეს. როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, თავად ახალი ელჩის პროფესიონალიზმი სწორედაც რომ გამოადგება დღევანდელ ვითრებას.

„ნდობა საქართველოს მიმართ არის მაღალი და შესაძლოა, გარკვეული ძიება ე.წ. ტერორისტების წინააღმდეგ უფრო გაძლიერდეს საქართველოს ტერიტორაზე. არ გამოვრცხავ, რომ რაიმე ქმედება გაცდეს დიპლომატიის სივრცეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის, ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, ფატმა ჯერენ იაზგანის დანიშვნა, რომელიც ტეროტიზმთან ბრძოლის სპეციალისტია, ეს არის მინიშნება იმისა, რომ თურქეთი შეეცდება აქცენტი გაკეთდებს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

„როდესაც ჯორჯ ბუშმა კონდოლიზა რაისი დანიშნა სახელმწიფო მდივნად, ის იყო პროფესორი, რომელიც ძირითადად რუსეთის საკითხებზე მუშაობდა. ამ დანიშვნით ბუშმა აქცენტი გააკეთა რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ამ შემთხვევაში თურქეთის ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისი თქმით, ეს დანიშვნა შესაძლებელია გამოიყენონ იმ ვერსიების გასამყარებლად, რომ თურქეთში მოქმედი ე.წ. გულენის მხარდაჭერები არიან ტერორისტები.

„ჩვენ ვიცით მინიმუმ ორი შემთხვევა საქართველოსთან მიმართებაში. ეს ვერსიაც შეიძლება განვიხილოთ ე.წ. შიდა ტერორისტების აღმოსაჩენად საქართველოს ან აზერბაიჯანის ტერიტორაზე. შესაძლებელია ახალ ელჩს ჰქონდეს დავალება, რომ იმუშაოს ერდოღანის მოწინააღმდეგებზე უფრო კონკრეტულად და შეიძლება საჭირო არ გახდეს იმ 15-კაციანი ჯგუფების გამოგზავნა.

უკვე ელჩი და საელჩო  თვითონ განახორციელებს ამ ოპერაციას. თავად დაადგენს თურქეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. მათი თვალთავლი, დადგენა, აყვანა - მთელი ამ ოპერაციებს საელჩო განახორციელებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.