„მე-6 პუნქტად ჩაწერილი იყო ასეთი რამ -აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა მოხდება მხოლოდ დასავლეთის საზოგადოების ჩართულობით. საქართველოსთვის უაღრესად ხელსაყრელი აი ეს პუნქტი, სააკაშვილმა ამოღო და რუსეთმა მაშინვე გამოაცხადა ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე.
for.geთამარ კიკნაძეს ესაუბრა.
„რუსეთის ქმედებებს ჩვენ ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტს“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადება ადასტურებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მტკიცედ გამოხატულ მხარდაჭერას და რომ საქართველო საკითხი არის მნიშვნელოვანი?
თამარ კიკნაძე: პენსის ვიზიტმა და მკაფიო განცხადებებმა დაადასტურა, რომ საქართველო ამერიკისთვის არის ღირებული, და არა მარტო საქართველო. მოგეხსენებათ, რომ ვიცე-პრეზიდენტი იყო პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ამ ვიზიტით ხაზი გაესვა იმას, რომ ამერიკა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სტარეგიულ პარტნიორებს. საქართველოში ვიზტით მყოფმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ამერიკა არის ქართველ ხალხთან. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - როდესაც ჰკითხეს, რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რა ღონისძიებას გაატარებს ამერიკა, მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს.
დიპლომატიური ეთიკიდან გამომდინარე შეიკავა თავი პირდაპირი პასუხისგან?
- რა თქმა უნდა. ის დიპლომატია, პოლიტიკოსია და პოლიტიკოსები პირდაპირ ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. საქართველოსთვის მაიკ პენსი არის მისაღები პოლიტიკოსი, თავისი ტრადიციული ღირებულებებით და იმ განვლილი გზით, რომელიც მან გაიარა სანამ გახდებოდა ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოში ყველა აღნიშნავს მის ტრადციულ კონსერვატიულ ნაწილს და იმ პოლიტიკას, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ არის ძალიან ძლიერი ოპოზიცია კონგრესის სახით.
პენსის განცხადება, რომ ამერიკა დაეხმარება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში, შეიძლევა სახიფათო აღმოჩნდეს?
- პენსმა დააფიქსია, რომ იქნება ასეთი მხარადჭერა. ჩემი ვარაუდია, რომ შეიძლება იყოს ლაპარაკი რაღაც სამხედრო დახმარებაზეც, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს. თუ ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველო დასავლეთისა და რუსეთის შეჯახების არენად გადაიქცევა, ეს არ წაადგება საქართველოს. 2008 წლის ომის შედეგებს ყველა ვხედავთ.
ეს ომი წარმოჩენილი იქნა როგორც რუსეთ-საქართველოს ომი, სინამდვილეში ასე ხომ არ იყო. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად აქცია საქართველო. გარდა ამისა, მივიღეთ ოკუპაცია და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. უნდა გამოქვეყნდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც სააკაშვილმა მოაწერა ხელი.
რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ მე-6 პუნქტს, რომელიც ამოღებული იქნა დოკუმენტიდან, რომელსაც სააკაშვილმა მოაწერა ხელი. მე-6 პუნქტად ჩაწერილი იყო ასეთი რამ -აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა მოხდება მხოლოდ დასავლეთის საზოგადოების ჩართულობით. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოსთვის უაღრესად ხელსაყრელი აი ეს პუნქტი, სააკაშვილმა ამოღო და რუსეთმა მაშინვე გამოაცხადა ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს ამაზე?! ხედვათ სააკაშვილს რა პრობლემები აქვს? მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა იმ საშინელ ქმედებებზე, რომელიც საქართველოში განახორციელა.
ანუ, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს, არის იმ მემკვიდრეობის გაგრძელება, რაცამ დოკუმენტის სახით შექმნა სააკაშვილმა?
- რა თქმა უნდა. ამ ხელისუფლებას ბრალს სდებენ პრორუსულობაში, რომელსაც მართალი გითხრათ ვერ ვამჩნევ. პირდაპირ ეთერში ვიყავი, დარეკა მოქალაქემ და თქვა, რომ მაშინაც ხომ იყო ოკუპირებული ეს ტერიტორიებიო. კი ბატონო, ოკუპირებული იყო, მაგრამ რუსეთი აკეთებდა განცხადებას, რომ ის ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სააკაშვილის ამ ქმედების წყალობით, მოვიღეთ ვითარება, როდესაც რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი. იცით, აშშ-ში ველაპარაკე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მრჩეველს ტომ გრემს. მან მითხრა, რომ სააკაშვილი წამოეგო პროვოკაციას და ეს ყველაფერი საქართველოსთვის დამთავრდა კატასტროფით, ორი ტერიტორიის აღიარებითო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი სახელმწიფო, აშშ-ის სერიოზულ ინტერესებს ავლენს, ეს რას გვაძლევს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში?
- ჩვენ დამოკიდებული ვართ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე, როგორ პოზიციას დაიჭერს რუსეთი. თუ დასავლეთი თავს იკავებს საომარი მოქმედებებისგან და რბილი პოლიტიკის საშუალებით ახორციელებს გარკვეულ მიზნებს და როგორც ჩემი კოლეგა ამბობდა, ამერიკა მუშაობს პინცეტით, რუსეთი - ნაჯახით. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, თუ არ მოხდა მოლაპარაკება ამერიკა-რუსეთს შორის. თუ ამერიკული დახმარება გადაიქცა იმად, რომ ჩვენ რუსეთთან კონფრონტაცია მოგვიწია, ჩემის აზრით ეს ძალიან ცუდია.
რა თქმა უნდა, მოსაწონია ამერიკის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს მიმართ აქვს, მაგრამ მთავარი პოლიტიკა შედეგით განისაზღვრება - სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კონგრესის უმრავლესობაში მილიონერები სხედან და იმას, რომ ომი ყოველთვის არის ძალიან დიდი შემოსავლის წყარო. თუკი საომარი მოქმედებები დაიწყო, რა თქმა უნდა, საქართველო წაგებული დარჩება. ტრამპი ვერ ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული ჰქონდა. რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე ხელმოწერის შემდეგ, ტვიტერზე გამოაქვეყნა, რომ რუსეთთან ესკალაცია კონგრესის დამსახურება არისო.
აშშ-მა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინას ირაღი გადასცეს, შესაძლებელია საქართველოს საკითხით დადგეს კონგრესის მიერ დღის წესრიგში. იმ შემთხვევაში, თუკი კონგრესმა დაიწყო საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხის განხილვა, ეს ზრდის საქართველოში კონფლიქტის საფრთხეს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის საჯარისო დანაყოფებმა სანგრების თხრები დაიწყეს. ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ ნატო-ს წვერ სახელმწიფოებს არ აქვთ ვალდებულება ჩაერთოს საომარ მოქმედებაში, რაც მშვენივრად იცის რუსეთმა...
- რა თქმა უნდა, არის უდიდესი საფრთხე და შემთხვევითი არ არის, რომ სანგრები ითხრება. შემთხვევითი არ არის პუტინის ვიზიტი სოხუმში. სიტუაცია მიდის დაძაბვისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი არ არის მიმართული იმისკენ, რომ ესკალაცია დაიწყოს რუსეთთან, არის კონგრესი, რომელიც ანტირუსულად არის განწყობილი და ამას იყენებს, როგორც შიდა პოლიტიკის, ასევე ტრამპის წინააღმდეგ.
დღეს უპრეცედენტო სიტუაციაა ამერიკაში, როდესაც დიდი შიდა დაპირისპირებაა პოლიტიკურ ელიტაში. თუ ჩვენ მოვხვდით ამ დაპირისპირების ეპიცენტრში, ეს იქნება ძალიან დიდი საფრთხე საქართველოსთვის. საერთოდ, პოლიტიკის და პოლიტიკოსების დანიშნულებაა, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გამოიყვანოს თავისი ქვეყანა ამ დაპირისპირებიდან. ძალიან კარგი მაგალითია რუზველტის მაგალითი, რომელმაც ბოლო მომენტში ჩართო ამერიკელი ხალხი მეორე მსოფლიო ომში, რატომ? - იმიტომ, რომ იგი უფრთხილდებოდა თავის მოსახლეობას და რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი უნდოდა რომ ყოფილიყო.
მზარდი ამერიკული მხარდაჭერის ფონზე, როგორ შეიძლება ავიცილოთ რუსული აგრესია?
- მე მაგალითად მომეწონა პრეზიდენტის ინიციატივა. მეორე საკითხია, რომ ეს არ იყო შეთანხმებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პრემიერის აპარატთან, მაგრამ წარმომადგენლის დანიშვნა საშუალებას მოგვცემს, ინფორმაცია მაინც მივიღოთ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები შესახებ. ერთია - რაც ღიად ხდება, მეორე - რაც ლატენტურად. ინფორმაცია უნდა გვქონდეს. ძალიან რთული სიტუაციაა მსოფლიოში. არ მინდა, საქართველო მოხდეს ამ დაპირისპირების ეპიცენტრში.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გასუსვა ქართული პოლიტიკის წარმატებულ ხუთწლიან პერიოდს, რათა საქართველო გახდეს ნატოს წევრი და თქვა, რომ აშშ-ი მაღალ შეფასებას აძლევს ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს. რა დატვირთვა აქვს ამას ქართული პოლიტიკისთვის და იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელსაც ღიად ადანაშაულებენ პრორუსულობაში?
-როგორც ამერიკაში ტრამპს უქმნიან პრობლემას, ისევე ხდება საქართველოში. ისეთი პროვოკაციული ნაბიჯები, როგორც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა, ამ ხელისუფლებას არ გადაუდგია. სააკაშვილის დაუფიქრებელი ქმედებები პრობლემებს უქმნიდა არა მარტო აშშ-ს, არამედ ევროპულ ქვეყენებსაც. ეს ხელისუფლება გაცილებით უფრო მოზომილად იქცევა და ჩვენ მოწმენნი ვართ, რომ 5 წლის განმავლობაში ასეთი ღია ესკალაცია არ ყოფილა რუსეთთან.
თანმიმდევრული პოლიტიკა აწარმოა სტრატეგიულ მოკავშირესთან ისე, რომ არ შექმნა პრობლემა რუსეთთან. უფრო წყნარი პოლიტიკა აწარმოა. არ ისმოდა ის რიტორიკა რუსების მიმართ, როგორც სააკაშვილის დროს - ფეკალიები და აბსოლუტურად უცენზურო სიტყვები, რომელიც, როგორც წესი პოლიტიკაში არ იხმარება. უფრო ფრთხილი და განზომილი პოლიტიკა აწარმოა ამ ხელისუფლებამ. შეიქმნა იგივე კარასინ-აბაშიძის ფორმატი. ამ აგრესიული რიტორიკის არ არსეობის პირობებში, საქართველო განაგძობდა ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკას და მოიპოვა უვიზო მიმოსვლის უფლება, ასევე ნატოში შემდგომი დაახლოება. მაგრამ რითი დამთვარდება ეს ყველაფერი, ახლა ეს არის მთავარი. აუცილებელია ძალიან გონივრული პოლიტიკის წარმოება და ბეწვის ხიდზე სიარული. ისეთი ვითარებაა, რომ ამ პოლიტიკური ინსტებლიჩმენტის მხარდაჭერისთვის ტრამპს შეიძლებაპატარა ომი დასჭირდეს. რაღაცა მომენტში ომი არის გადამწყვეტი. მეარ მინდა, რომ საქართველო იყოს ამ ესკალაციის ნაწილი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური კონტურები იკვეთება, გლობალური პოლიტიკის ცენტრში ექცევა. ამ პროცესში შესაძლებელია, რომ დიდი მოთამაშე ქვეყნები საქართველოს თავისი გლობალური ინტერესებისსაკვანძო ქვეყნად განიხილავენ?
-რა თქმა უნდა, საქართველო ამ რეგიონში არის დასავლეთის დასაყრდენი, მისი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი და გამტარებელი. აქ თურქეთის ფაქტორიც არის, რომელიც მე ვთვლი, რომ ამერიკის პოლიტიკისათვის არის წარუმატებელი მიმართულება. ერდოღანის ავტორიტარული რეჟიმი ერთმნიშვნელოვნად არ არის ამერიკის პოლიტიკის მხარდამჭერი.
არის სომხეთი, რომელიც მკვეთრად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და რუსეთის სატელიტია. თუმცა, სომხები ძალიან კარგად არეგულირებენ დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებს. ასევე არის აზერბაიჯანი, რომელიც დამუკიდებელი მოთამაშეა და თამაშობს ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგობაზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში საქართველო არის საკვანძო ფიგურა, რომელიც დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოში ჩამოვიდა მაიკ პენსი.
ამ შემთხვევაში თვითონ კავკასიაში არის ძალიან რთული სიტუაციაა. ამ პატარა რეგიონში იმდენი დაპირისპირებაა, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ვექტორებია. ერთის მხრივ რუსეთ-თურქეთი, პარტნიორი ქვეყნები არიან ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, ამდროს თურქეთი და სომხეთი არის დაპირისპირებული, სომხეთი და აზერბაიჯანი, სამაგიეროდ აზერბაიჯანი კარგად არის თურქეთთან. ძალიან ბევრი წინააღმდეგობებია და ამ ვითარებაში საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული როლის შესრულება. აუცილებელია გამოკვეთილი ლიდერი, ჭკვიანური პოლიტიკა და სამშვიდობო ინიციატივები.