ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ დატოვა. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გვარამიამ საგანგებოდ მოწვეულ თათბირზე განაცხადა. გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა არხის თანამშრომლებისთვის. ოფიციალური ვერსიით, გვარამიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობა გახდა.
თუმცა, for.ge–ს ინფორმაციით, გვამარიას გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ექს–პრეზიდენტის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, თბილისის მერობის კანდიდატან გვარამიას პირველი მოადგილის ზაალ უდუმაშვილის დასახელებას. როგორც for.ge-ს განუცხადეს, ნიკა გვარამია ზაალ უდუმაშვილთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში და ცდილობდა სააკაშვილის გადაერწმუნებია, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა, თუმცა, მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა გვარამიას ბედიც.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გვარამია და „რუსთავი 2“-ის ნაწილი მკაფიოდ დადგა გიგა ბოკერიას ფრთის მხარეს, სააკაშვილმა გვარამიას და მისი გუნდის შენარჩუნებაზე უარი თქვა. „რუსთავი 2“-ის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი კი, პოლიტიკაში ბრუნდება, ამჯერად „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას თანამდებობდან წასვლას, წინ უძღოდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი ლაფერაშვილის გადადგომა, რომელიც ამ თანამდებობაზე ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ შეცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, ლაფერაშვილი გვარამიას ფრთას უერთდება. მაშ ასე, თუ პროცესები ასე გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, „რუსთავი2“-ს ვერდიქტს თავად ჟურნალისტები გამოუტანენ.