პოლიტიკური კონფიგურაცია მარგველაშვილის გარშემო

პოლიტიკური კონფიგურაცია მარგველაშვილის გარშემო

„პრეზიდენტმა გადალახა წითელი ხაზები“, - ასეთ შეფასებას აძლევენ ანალიტოკოსები გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს, რომელსაც პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შეფასებისას აკეთებს. პრეზიდენტის შეფასებები და განცხადებები ცხადყოფს, რომ სარბიელზე გამოდის როგორც პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პრეზიდენტი, რომელიც მომავალში გარკვეული პლატფორმის ჩამოყალიბებას გეგმავს.

ის, რომ გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური და იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები, ეს უკვე ნიშნავს, რომ იგი ცდილობს ოპოზიციის კონსოლიდირებას, რომელთაც პირობითად პროდასავლური ვექტორი აქვთ.

ამ ნაბიჯებით და განცხადებებით მარგველაშვილი ახდენს იმის დეკლარირებას, რომ იგი იქნება აქტიური პოლიტიკური ფიგურა. მართალია, პრეზიდენტის მხრიდან ღიად დეკლარირება იმისა, რომ ახალი პოლიტიკური გუნდს ფორმირებას იწყებს, არ მომხდარა, მაგრამ მისი პოლიტიკური აქტიურობა ამასვე ადასტურებს და როგორც მაგრველაშვილის გარემოცვის წევრები აცხადებენ, მარგველაშვილი საკუთარი პოლიტიკური გუნდით ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში.

for.ge-სთან საუბრისას პრეზიდენტის გარემოცვის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტი საკუთარი ადმინისტრაციის მეშვეობით კონსულტაციებს აწარმოებს, როგორც არასაპარლამენტო, ისე საპარლამენტო პოზიციასთან და ექსპერტებთან. კონსულტაციები დუშეთში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის გარემოცვის წევრი ამბობს, რომ დუშეთში, პრეზიდენტის სახლს ხშირად სტუმრობდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. პოლიტიკური კონსენსუსი მარგველაშვილსა და უსუფაშვილს შორის ამ ეტაპზე ვერ შედგა. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის აქტიური კომინუკაცია მაისში მოხდება.

პრეზიდენტის გარშემო ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე საუბარები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილისგან განაწყენებული გია ხუხაშვილი პრეზიდენტს დაუახლოვდა. მარგველაშვილი, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მმართველ გუნდს კონსტუქციული ოპოზიციაში ედგა, სწორედ ხუხაშვილის გამოჩენის შემდეგ ღიად ჩაუდგა ხელისუფლებას ოპოზიციაში და უფრო გააქტიურდება ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისათვის მუშაობა.

არსებული ინფორმაციით, მარგველაშვილი სათავეში ჩაუდგება პაატა ბურჭულაძის დაარსებულ პარტიას - „სახელმწიფო ხალხისთვის“, ამავე პარტიაში ერთიანდება საპარლამენტო ოპოზიცია, რაც იმას იმას ნიშნავს, რომ მარგველაშვილის გარშემო ახალი ოპოზიციური კოალიცია იქმნება.

for.ge-სთან საუბრისას პრეზიდენტის გარემოცვის წევრი განმარტავს, რომ გია ხუხაშვილმა მთელი შარშანდელი ზაფხული დუშეთში, გიორგი მარგველაშვილის აივანზე გაატარა, მას ეკუთვნის იდეა პოლიტიკაში ახლაგაზრდების შემოყვანის თაობაზე.

მართალია, პრეზიდენტის მხრიდან ღიად დეკლარირება იმისა, რომ ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებას იწყებს, არ მომხდარა, მაგრამ მისი პოლიტიკური აქტიურობა ამასვე ადასტურებს და როგორც მარგველაშვილის გარემოცვის წევრები აცხადებენ, მარგველაშვილი საკუთარი პოლიტიკური გუნდით ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაბამისად, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს GIPA-ს ახალგაზრდულ ფრთასთან.

აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) 2015 წელს, პროექტ - სადისკუსიო კლუბის“ განხორციელებისთვის 23.7 ათასი ლარი მიიღო, ხოლო მიმდინარე წელს კონფერენციის - „საარჩევნო წელი, პროგნოზები და გამოწვევების“ უზრუნველყოფისთვის 12 ათასი ლარი, მოგვიანებით კი, „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ განხორციელებისთვის - 296.2 ათასი ლარი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ მარგველაშვილს 2018 წლის შემდეგ მოუნდეს პრეზიდენტობა.

„ხანგრძლივი ერთგულების უნარი არ გააჩნია ბატონ გიას. თანდათან, როცა საკუთარი სურვილების ასრულების რეჟიმში გადავა, მერე აეხდება ყველაფერს ფარდა. არა მგონია, რომ ხანგრძლივი იყოს მარგველაშვილი-ხუხაშვილის დუეტი რომელზეც ვსაუბრობთ იმიტომ, რომ იქ საღი ძალა არის ახალგაზრდობა, რომელთაც არაფერი ეშლებათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ფიქრობდეს ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს უკვე აღარ წარადგენს, ხოლო თუკი, პრეზიდენტს განზრახული აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილების მიღება, მას ასეთი სახელიანი გუნდი დიდად არ სჭირდება იმისთვის, რომ გუნდი წარსდგეს საზოგადოების წინაშე და მოუწოდოს ხმა მისცენ მარგველაშვილს.

„მარგველაშვილი უდავოდ ნიჭიერია. პოლიტიკისთვისაც ნიჭიერია და ალბათ, მისი პოლიტიკაში ყოფნა არ იქნება რიგითი მოვლენა, მაგრამ არ ვიცი რადენად სწორად არის გათვლილი პროცესი. პოლიტიკაში გადამწყვეტი არის ამომრჩეველი და არ მგონია, რომ დღეისთვის ამ ტიპის კონფიგურაციას, რაზეც ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს მოსახლეობაში. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბურჭულაძის პარტიას, რომელმაც მოსახლეობაში მხარდაჭერა ვეღარ ჰპოვა, რადგან იკითხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა. არ უნდა ხალხს ეს „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, უფრო მეტი ოპტიმიზმით შევხედავდი პროცესს, სადაც პოლიტიკური პარტია იქნება ეს, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი, მეტ-ნაკლებად, დამოუკიდებელი პლატფორმით წარდგებოდა საზოგადოების წინაშე, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ფიგურად გამოჩნდებოდა და არა იმ პოლიტიკური გუნდის ნაწილად, რომლის მიმართაც ასეთი კრიტიკული დამოკიდებულებაა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, ბურჭულაძის გუნდი მყარი საყრდენი არ არის, რამდენადაც ეს გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს უკავშირდება.

„მეჩვენება, რომ მარგველაშვილს რაღაც-რაღაცეები კიდევ მოსაფიქრებელი აქვს. მართლაც მოუწევს დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბება და შემდეგ უკვე საკუთარი პოლიტიკური განაცხადის გაკეთება ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ საკაუთარი პოლიტიკური განაცხადის. სასურველია, ეს პოლიტიკური განაცხადი არ ატარებდეს რომელიმე არსებული პოლიტიკური გუნდის დაღს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

მარგველაშვილის პოლიტიკურ უნარებზე დიდი წარმოდგენის არ არის ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, მარგველაშვილმა, რომელმაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის სოციალური კაპიტალით შემოაბიჯა, არ გააჩნია ლიდერის თვისება, რაც ქართული პოლიტიკის აუცილებელი კომპონენტია. მისი თქმით, ოპოზიციური პოპულარობა სოციალურ კაპიტალში არ გადადის და მით უმეტეს მანდატებში არ აისახება, რისი კლასიკური მაგალითია „რესპუბლიკური პარტია“.

„დიდი ალბათობით, შეიქმნება ეს ლიბერალური ფრთა. საქართველოში პარტიების შექმნის პროცესი დაკავშირებულია არა რაღაცა სოცილურ მოვლენებთან, არამედ ცალკეულ პოლტიკოსებს შორის ერთმანეთთან თანამშრომლობის შედეგად იქნება პარტია. რადგან ეს ლიბერალური ფრთისწარმომადგენლები ერთმანეთთან საერთოს პოულობენ, ეს გაერთიანებაც მოსალოდნელია.

მათი უფლებაა შექმნან პოლიტიკური პარტია და სცადონ ბედი არჩევნებში. თუმცა, არა მგონია, რომ ამ ლიბერალურმა ფრთამ ქართული მოსახლოების მხარდაჭერა მოიპოვოს იმიტომ, რომ არც ერთი ეს პარტია ხალხში პოპულარობით არ სარგებლობს. მარგველაშვილის პოლიტიკურ უნარებზე სულაც არ გახლავართ დიდი წარმოდგენის. მარგველაშვილმა პოლიტიკაში შემოაბიჯა ბიძინა ივანიშვილის სოციალური კაპიტალით, თვითონ რა დააგროვა და როგორ, ამას ვერ გეტყვით“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ზარდიაშვილი ამბობს, საქართველოში ყველაზე პრობლემური საკითხი არის პარტიების განვითარება. იმ შემთხვევაში, თუკი გადავდივართ საპარლამენტო მმართველობაზე, საპარლამენტო მმართველობას სჭირდება სტაბილური, ძლიერი და გარკვეული სოციალური ტიპის პარტიები, მაგრამ საქართველოში პრობლემურია ასეთი პარტიების არსებობა.

„ცხადია, რომ მარგველაშვილსა და ხუხაშვილის შორის არის კავშირები. შეიძლება უსუფაშვილსა და მარგველაშვილს გარშემოც ვიხილოთ ახალი გუნდი. ძალიან კარგი იქნება თუ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ამ ეტაპზე ოთხი შესაძლო პოლიტიკური ცენტრი იკვეთება - „ქართული ოცნება“, ლიბერალური ფრთა მარგველაშვილი-ხუხუაშვილი- უსუფაშვილის გარშემო, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალურად განწყობილი „პარტიოტთა ალიანსი“.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად არ შეცვალა პოლიტიკა და უფრო ინტენსიური არ გახდა რეფომების პროცესი, როგორც წესი, მეორე საარჩევნო ციკლის ბოლოს იწყება ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ამის ნიშნები უკვე ჩანს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, მარგველაშვილი და ხუხაშვილი რა გუნდს ქმნიან, არამედ ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ცალი თვალით იყურებიან სწორედ მაქეთკენ. ეს ის ხალხია, რომლებიც იქეთ გარბიან სადაც ძალაუფლების სუნს იგრძნობენ, ეს ნიშნები ჩანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.