ირაკლი კობახიძე: ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს

ირაკლი კობახიძე: ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს

ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ.  

ვგმობთ 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. რეფერენდუმს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონისათვის სახელის შეცვლა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ასევე ვგმობთ აფხაზეთთან ადმინისტრიაციულ გამყოფ ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას, რაც უხეშად არღვევსადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და თავისუფლებებს და ხელს უშლის გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მხცოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობას. 

ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები არის საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაკანონების მორიგი მცდელობა, მიმართულია საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისკენ და წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პოლიტიკის გაგრძელებას.

ვაცხადებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლით დადგენილ პრინციპებსა და ნორმებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისპოლიტიკა.

მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტიკებისკენ მიმართულ ძალისხმევას და მოვუწოდებთ მას ინტენსიურად  გააგრძელოს მუშაობა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციებისინფორმირებისა და მათი მხადაჭერის გაძლიერებისთვის. 
მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მათ მიერ მტკიცედ გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.