„მარგველაშვილს არა თუ საქართველოს პრეზიდენტად, არამედ იმ უბნის სახლმმართველად არ ირჩევენ, სადაც ცხოვრობს“

„მარგველაშვილს არა თუ საქართველოს პრეზიდენტად, არამედ იმ უბნის სახლმმართველად არ ირჩევენ, სადაც ცხოვრობს“

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით IRI სერიოზული ორგანიზაციაა, რეჟისორი გოგა ხაინდრავა მის ქართულ ფილიალს სიცრუესა და პოლიტიკურ ლობიზმში ადანაშაულს. for.ge-სთან საუბრისას რეჟისორი ამბობს, რომ ეს არის თაღლითი თარხნიშვილის კვლევა და ამ თაღლითური კვლევებით ცდლიობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

რა კავშირი აქვს IRI-ის კვლევასთან გიგა ბოკერიას და რა თამაშსს თამაშობს გიორგი მარგველაშვილი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გოგა ხაინდრავას ესაუბრა.

ტრადიცულად IRI-ის კვლევას არ ენდობა ხელისუფლება, მაგრამ ენდობა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკოსების მოწონების ნაწილში 67%-ით ლიდერობს, კვლევას ენდობა ოპოზიცია. სოციოლოგიური კვლევა საქართველოში არ იწვევს ნდობას, თავად სოცილოგები აყენებენ მის სანდოობას ეჭვის ქვეშ, რადგან ვერ იპოვეს ადამიანი, რომელიც დაადასტურებს, რომ მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში. ბატონო გოგა, თუ მიგიღათ მონაწილეობა სოცილოგიურ გამოკითხვაში, რომელსაც IRI- და NDI- ატარებს?

გოგა ხაინდრავა: არასოდეს. ბუნებრივია, რომ ჩემი აზრი მათ არ აინტერესებთ. ქართული საზოგადოების აზრიც არ აინტერესებთ. ფარისეველთა კლუბია, ისევე როგორც ის უმცირესობა, რომელიც ცდილობს აპელირება გაწიოს ამ კვლევებით. ეს არის წარსულში ჩარჩენილი ფსევდო-ლირებალური ძალების წარმომადგენლები, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში აშშ-ში სრული კრახი განიცადეს.

თვითონ ფაქტი, რომ ამერიკის საზოგდაოების მიერ დონალდ ტრამპი იქნა არჩეული პრეზიდენტად, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ფსევდო-ლიბერალურმა იდეოლოგიამ მთლიანად ამოწურა თავისი თავი და დაიმსხვრა. ჩვენ პერიფერიაზე ვცხოვრობთ, ბუნებრივია, რომ ამას დრო დასჭირდება.

ის ჩინოვნიკები რომლებიც მოკალათებული არიან IRI-ის ტიპის ორგანიზაციებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო და რომელებიც პოლიტიკური ლობიზმით არიან დაკავებული, რომელთა შესახებაც ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, პოლიტიკური კორუფციონერები არიან. მათ საკუთარი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, ისევე როგორც აშშ-ის ელჩი ბატონი იან კელი, რომელიც პარაქტიკულად სათავეში ჩაუდგა ქართულ ოპოზიციას, ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეალობაა დღეს საქართველოში. ჩვენ ამას ყველანი ვხედვათ.

ამ შემთხვევაში IRI-ის მიზანს წარმოადგენს ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა?

- რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ ეს ფსევდომესვეურები, მაგრამ ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, ეს გამორიცხულია. დავით ბაქრაძეს საკუთარი ცოლი არ აძლევს ხმას, მით უმეტეს ქართული საზოგადოება არ მისცემს, ისევე როგორც მარგველაშვილს. იმიტომ რომ, არანაირი პოლიტიკური ფიგურა არ არის, არც ყოფილა არასოდეს და ვერც ვერასოდეს გახდება.

მაგრამ მარგველაშვილი აირჩია ქართულმა საზოგადოებამ...

- ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას არ აურჩევია. ქართულმა საზოგადოებამ აირჩია ის ადამიანი, ვინც ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. რაც შეეხება იმას, რომ ქართული საზოგადოების 92% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს და ამას ამბობს IRI, ეს მეტყველებს იმაზე, რომ IRI შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას და ბნელ საზოგადოებად თვლის.

იმიტომ რომ, ქართულ საზოგადოებას მშვენივრად ესმის, რას ნიშნავს საპრეზიდენტო მოდელი და რას ნიშნავს საპარლამნეტო მოდელი. იმ ქვეყანაში სადაც ქვეყნის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, იმ ქვეყანაში სადაც მოქმედებს საპარლამენტო მოდელი, შეკვეცილია პრეზიდენტის უფლებამოსილება, საზოგადოებას მშვენივრად ესმის რა ტიპის ხელმძღვანელობა და მმართველობაა ქვეყანაში.

ის, რომ მოსახლეობის 92% თვლის ამ მოდელში პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული პრეზიდენტი, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის გაუთვითცნობიერებული და ბნელი საზოგადოება, მაგრამ ასე არ არის. IRI-ის შეიძლება უნდოდეს, რომ ქართული საზოგადოება იყოს ბნელი, მაგრამ არ არის ქართული საზოგადოება ბნელი. ქართული საზოგადოება IRI-ზე და იმ ადამანებზე ბევრად უფრო ნათელია, ვინც იქ მუშაობს. ამიტომ, ისევ ვიმეორებ, ისინი პოლიტიკური კორუფციონერები არიან.

IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. კვლევის პასუხები პირდაპირ ემთხვევანაციონალური მოძრაობისდა მასთან ასოცირებული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკური კორუფციის ნაწილია?

- ეს არის თაღლითი თარხნიშვილის კვლევა. IRI კი არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიყიდული და იმიტომ ვეძახი მათ პოლიტიკურ კორუფციონერებს. ესენი არიან მიყიდული ჩინოვნიკები, რომლებიც ამერიკელი გადამხდელების ფულს უკანონოდ ეუფლებიან საქართველოში. ამ თაღლითური კვლევებით მათ ის საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავთ. ეს არის ბოკერიას ჩაწერილი რიცხვები და ჩაწერა ის, რაც მას უნდა.

IRI არის სერიოზული ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს დანარჩენ მსოფლიოში, უბრალოდ არის რეგიონი, სადაც ასეთ ინსტიტუტებში თაღლითები არიან მოკალათებული და პოლიტიკურ კორუფციას ეწევიან. ეს არ არის ახალი, IRI-ის რომელი კვლევა ოდესმე ასახავდა რეალობას საქართველოში? - არასოდეს. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული ორგანაიზაცია, რომელსაც უნდა ბოკერია და ბაქრაძე იყოს საქართველოში ლიდერი, მაგრამ ეს ბოკერია და ბაქრაძე არა თუ საქართველოში, არამედ, საკუთარ ოჯახებში არ არიან ლიდერები და ვერც იქნებიან ვერასოდეს, შუაში რომ გასკდეს თბილისის IRI-ის კანტორა და ეს ჩვენ ვიცით ყველამ. IRI ატყუებს საკუთარ თანამოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად იცავენ აშშ-ის მშვიდობას და უსაფრთხოებას ცხელ წერტილებში. მათ უნდა რცხვენოდეთ, რადგან საზოგადოებას ნაცარს აყრიან თვალებში. ისინი პოლიტიკური ლობიზმითა და კორუფციით არიან დაკავებულები.

როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა აწყობდეს ბოკერიას ფრთას პრეზიდენტის და მისი როლის წინ წამოწევა? მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობას დადებითად აფასებს 55%, ხოლო 45% - პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისას...

- იმიტომ რომ, თავის მოწონების არანარი შანსი არ აქვთ, ისევე როგორც მარგველაშვილს არ აქვს არანაირი შანსი. ეს ფარისეველი კაცი, ეს ვითომ ქართულ საზოგადოებაზე მოფიქრალი კაცი, საუფლო დღესასწაულზე წიოკს არ ატეხავდა პარლამეტში, თუ იმ კვლევებს ენდობა და თვლის, რომ მართალია, რადგან იმ კვლევებში წაიკითხავდა, რომ ყველაზე პატივცემული ინსტიტუტი საქართველოში არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა, რომლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და რომელიც 7 აპრილს ზეიმობს ხარებას, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს. ამ დღესასწაულზე წინასწარ გამოცხადებული წიოკი, რომელსაც მისი ვაი-ექსპერტები გვიწინასწარმეტყველებენ, არ უნდა დაენიშნა. თუ შენ უსემენ შენს საზოგადოებას, მაშინ პატრიარქსაც უნდა მოუსმინო, არ უნდა იყო ფარისეველი ყველგან და ყველაფერში. პატრიაქრმა ბრძანა, რომ ყველა საქმე გადადეთ და ხარების დღესასწაულზე მოდით ეკლესიაშიო. ამ დროს წიოკი, შენი პატივმოყვაროების დასაკმაყოფილებლად და იმის საჩვენებლად, რომ რაღაცას წარმოადგენ, როდესაც არაფერს არ წარმოადგენ რეალურად, არ უნდა გააკეთო.

მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. სამწუხაროდ, ეს ფესვდო ლიბერალური ძალები და განსაკუთრებით ამერიკის ყოფილი და დღევანდელი ელჩები საქართველოში ყოველთვის ეყრდნობოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს არ იყვნენ პოპულარული ამ ქვეყანაში, რომლებიც მხოლოდ ძალადობით, სისხლით და რეპრესიებით ახორციელებდნენ მმართველობას.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ ენდობა კვლევას, ბატონო გოგა, რითი ხსნით მარგველაშვილის ამ ნდობას, რომელიც ახლა გაუჩნდა?

- იმიტომ რომ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ჯგუფის მიერ, რომელიც დღესაც ფსევდო-ლიბერალურ ძალებს წარმოადგენენ საქართველოში, მათ უნდათ ახალი პოლიტიკური ცენტრი საქართველოში, ოღონდ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ნეტავი გაჩნდეს საქართველოში ახალი პოლიტიკური ცენტრები, რეალური პოლიტიკური პარტიები და ოპოზიაცია. ქვეყანაში უნდა იყოს ალტერნატივა, ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი, მაგრამ არ აქვს. ძალად თავს მოხვეული არჩევანი, არანაირ რეალობას არ შეეფერება.

ძალიან მალე მოვა არჩევნები, მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ მარგველაშვილს არა თუ საქართველოს პრეზიდენტად, არამედ იმ უბნის სახლმმართველად არ ირჩევენ, სადაც თვითონ ცხოვრობს. ეს თვითონაც მშვენივრად იცის, მაგრამ დღეს საჭირო არის ილუზიის შექმნა, რომ არის რაღაცა ოპოზიცია, რომელიც უთავოდ დარჩა. იმიტომ რომ, ის ბაციკუკუ სააკაშვილი რომელიც მაგათ თავში იყო, აღარ წარმოადგენს საინტერესო პოლიტიკურ ფიგურას. ამიტომ, უნდა მოიგონონ ახალი.

ამ შემთხვევაში ეს ჯგუფი მარგველაშვილს იგონებს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას?

- რასაკვირველია, ახლა იგონებენ მარგველაშვილს როგორც პოლიტიკურ ფიგურას, მანამდე ცდილობდნენ ბაქარაძე წარმოეჩინათ როგორც „ქართული ოცნების“ დიდი მოწინააღმდეგე, მაგრამ ასე არ არის და ეს ყველამ კარგად ვიცით, კარგად ვხედავთ. უნდათ სიცრუეში და ილუზიაში ყოფნა, იყონ, მაგრამ იცოდნენ, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს სიცრუის, ფარისევლობის და სიყალბის გავრცელებას. ჩვენ ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს. ეს არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე ის რუსული ტანკები, რომლებიც თბილისიდან 35 კილომეტრში დგანან.

არსებობს ინფორმაცია, რომ ბოკერიას ფრთა მოლაპარაკებას აწარმოებს მარგველაშვილთან და არ არის გამორცხული, ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნა, როგორც ამბობენ, სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება მარგველაშვილი. მარგველაშვილმა რა ფუნქცია შეიძლება შესძინოს ამ პოლიტიკურ ჯგუფს?

- სხვათა შორის დავით უსუფაშვილიც მანდ არის. მარგველაშვილი ბევრ რამეს ცდილობს, მაგალითად, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილობას ცდილობს - ზუსტად იგივე გეგმა დასახა, შეხვედრა რეგიონებში იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დამთავრებულია. რას იხილავს, ვისთან იხილავს და რატომ იხილავს, ეკა მიშველაძის და ძალიან სერიოზული კონსულტანეტები რომ ჰყავს, მაგათ გარდა არავინ იცის. ანუ, ცდილობს იგივე გაიმეოროს, რადგან არ ჩანს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი, ჩანს მხოლოდ მცდელობა მოჩვენებითი ილუზიების შექმნის. ვერავინ ვერ დაუშლის ადამიანს ილუზიებში ყოფნას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოებაც ასე ფიქრობს, ეს უნდა იცოდეს აირაიმაც, ბეირაიმაც, პეტრემაც, პავლემაც და იოანემაც. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეალობში, რომელიც ძალიან ბევრ საფრთხეს შეიცავს, კიდევ დამატებითი საფრთხეებისა და დაპირისპირებების შექმნა ცარიელ ადგილას არ ღირს. მით უმეტეს, რომ საფრთხეები ისედაც არის და უფრო მძაფრდება.

ვხედავთ, რომ სულ უფრო რთულდება მსოფლიოში ვითარება. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტმა შეასრულოს მისი რომლი, რომელიც ნამდვილად აკისრია, რომელზეც ის ბევრს ლაპარაკობდა, დღეს არის საპირისპირო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობს გაამწვავოს ვითარება ქვეყანაში. კი ბატონო, ეს მისი არჩევანია.

ამ კვლევაში პოზიტიურად არის წარმოჩენილი ის პარტიები და ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაახლოებული არიან და ასოცირდებიანნაციონალურ მოძრაობასთანდაევროპულ საქართველოსთან“. მაგალითად, IRI ამბობს, რომ 39%- მოსწონს შალვა ნათელაშვილი; 37%-ს - კახა კალაძე; 35%-ს - თეა წულუკიანი...

- ყველაფერი ნათელია. რას წარმოადგენს საქართველოში შალვა ნათელაშვილი, ეს IRI-ის გარდა ყველა დანარჩენმა მშვენივრად იცის და რა მხარდაჭერა აქვს, ისიც მშვენივრად იციან, გუშინ ხომ არ გაჩენილა - არა? რაც ქართული პოლიტიკა გაჩნდა, მას მერე პოლიტიკაშია ნათელაშვილი, ყველამ კარგად იცის „ლეიბორისტული პარტიის“ შედეგები და საერთოდ, რას წარმოადგენს ეს პარტია. ყველაფერი კარგად არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის.

ყველა ის პარტია, ვინც თავისი მომავალი „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში იპოვა, გააერთიანა IRI-იმ და ფრონტად წარმოსახა. თავისი მიზნები აქვთ, უნდათ კონტროლი ჰქონდეთ საქართველოზე. ფიქრობენ, საკმარისია რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს წარმოადგენდნენ, რომ შეძლონ მართვის ბერკეტები აიღონ ხელში, მაგრამ ასე არ არის, ქართული საზოგადოება არ არის ისეთი ბნელი, როგორც მათ უნდათ წარმოაჩინონ. ეს აბსოლუტურად ნათლად გამოჩნდა დანარჩენ მსფოლიოსთან ურთიერთობაში, რომელიც დღეს აზრზე მოდის და ემშვიდობება იმ ბოროტ იდეოლოგიას, რომელსაც ფსევდო ლიბერალიზმი ერქვა. ვისაც სიბნელეში უნდა ყოფნა, იყვნენ. ჩვენ ხომ მათ არ ველაპარაკებით, ველაპარაკებით ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადეობას, ზოგი დაგვიჯერებს, ზოგიც არა. ქართულ საზოგადოებასთან არსებული დიალოგი გადაწყვეტს ამ ქვეყნის ბედს და არა აირაები, ბაირაები და მაირაები.