სერგეი ლავროვის განცხადებით, ცინიკურია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტი რუსეთზე შურისძიებაა სირიაში რუსული პოლიტიკის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ პენტაგონის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელიც იზიარებდა მსგავს მოსაზრებას.
„ვთვლი, რომ ეს არ ეკადრებათ პოლიტიკოსებს და იმედი მაქვს, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ტერორიზმი ყველას ემუქრება, მსგავს ორმაგ სტანდარტებს ადგილი არ ექნება“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 49 დაშავებული. 22 წლის თვითმკვლელი ტერორისტი აკბარჟონ ჯალილოვი ეთნიკურად ყირგიზია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. ის სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუში-ბარში მზარეულად მუშაობდა.
მას სოციალურ ქსელ „ვკონტაკტ“-ში საკუთარი გვერდიც ჰქონდა გახსნილი, რომელზეც სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა. ძირითად ჰობად ეჭვმიტანილს აღმოსავლური ორთაბრძოლები ჰქონდა მითითებული. გაწევრიანებული იყოს ჯგუფ „მე მიყვარს ისლამში“. რაც შეეხება მეორე ტერორისტს, რომელმაც მეტროსადგურში „Площадь Восстания“ ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა, მისი ვინაობა ამ დრომდე უცობია. პოლიცია ვარაუდობს, რომ ორივე მათგანს კავშირი ისლამისტებთან ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ცნობილია სანკტ-პეტერბურგში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგბელობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. სანკტ-პეტერბურგში მომხდარ ტერორისტულ აქტს წინ უსწრებდა საკმაოდ მძლავრი შეტევა ჩეჩნეთის ტერიტორაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ახლად შექმნილი ეროვნული გვარდიის ჯარების საკმაოდ სოლიდურ ნაწილზე, რაც სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას შეფასებით ორგანიზებულობას ადასტურებს. მისივე თქმით, სანკტ-პეტერბურგში განხორციელებული ტერაქტი კლასიკუტი ტიპის „ისლამური სახელმწიფოს“ ხელწერაა, რომელმაც შეცვალა მოქმედების სტილი.
„ეს იყო დივერსიული აქტი. გამოყენებული იქნა სპეციალიზირებული ჯგუფები, ანუ ჯაშუში დივერსანტები, „ისლამური სახელმწიფოს“ სპეციალიზირებული მებძროლები, რომლებიც ახორციელებენ ასეთი ტიპის შეტევებს. პრაქტიკულად, ჰიბრიდული საომარი მოქმედებისათვის დამახასიათებელი ელემენტი განახორციელეს, რადგან კარგად გათვალეს დრო, ადგილი და მომენტი. როგორც ჩანს, ისინი კოორდინირებდნენ ჩრიდლოეთ კავკასიაში მოქმედ „ისლამური სახალიფოს“ აქტიურ დაჯგუფებასთან, რომელსაც „კავკაზი“ ეწოდება და რომელიც ახლა მოქმედებს კავკასიაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოს პირველი პრობლემა საერთაშორისო ტერორიზმია, რომელსაც ობიექტური მიდგომა სჭირდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცალკეული სახელმწიფოები არ ეცადონ, საერთაშორისო ტერორიზმის თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას, რისი ნიშნებიც იკვეთება.
„ისეთი სახელმწიფოში როგორიც რუსეთია და, რომელიც მაქსიმალურად ჩაკეტილი და კონტროლირებადი სახელმწიფოა, ამ ტიპის ქვეყნებშიც შესაძლებელია საზარელი დანაშაულის ჩადენა. თვითონ მიზანიც გასაგებია, მეტრო იმიტომ გახდა სამიზნე, რომ ადამიანთა დიდ მსხვერპლზე იყო გათვლილი. ბუნებრივია, ტერორისტები ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება მაღალრეზონასული იყოს ტერორისტული აქტი.
ანგარიშვალდებულები არიან თავიანათ დამფინანსებლებთან, იერარქიულ საფეხურებზე თავის გამოჩენა უნდა დაუდასტურონ ამ ტერაქტებით და ამ დროს სამიზნეების შერჩევაში ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრება ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს, რომლებიც ანტი-ისლამურ კოალიციაში არიან გაწევრიანებული. ფაქტია ისიც, რომ ასეთი ტერაქტი რუსეთში არ ყოფილა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში რუსეთი შეიძლება ისევ გახდეს ტერორისტების სამიზნე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით 25 მაისის სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ალიანსის თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის ნაციონალური გეგმების შემუშავების შესახებ. ხარჯების გზრდამ მთლიანი შიდა პოდუქტის დაახლოებით 2% უნდა შეადგინოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ნატო-ს პირველი ამოცანა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება უნდა იყოს, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
„ჩვენი ამოცანების სიის პირველ ნომრად „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება უნდა იყოს, ვინაიდან ის საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის და ალიანსის პარტნიორებისთვის. მაგრამ, ალიანსის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა.
ნატომ ვარშავის სამიტზე გამოკვეთა, რომ „ისლამური სახელმიფო“ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მტერი, როგორც აგრესიული არასახელმწიფოებრივი ავტორი.
სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაია განცხადებით, ის თანხა რომელიც დღეს იხარჯება ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, სავსებით საკმარისია „ისლმაური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის განსახორციელებლად.
როგორც მაისაია ამბობს, ხარჯების გაზრდა დაკავშირებულია რუსეთთანაც, რადგან ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა მეორე დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსეთი გამოცხადებულია როგორც მტრულად განწყობილი სახელმწიფო.
„ნატოს ერთდროულად უწევს ორ ფრონტზე - რუსეთისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედება. როგორც ჩანს „ისლამური სახელმწიფოსთვის“ კისრის მოტეხვა საკამოდ რთული საქმეა, მარტო ერაყისა და ქურთების ამარა არ უნდა იყოს კოალიცა. თუ არ ჩაერთო ნატოს შეიარაღებული ძალები, მოლოდინები მათ დამარცხებაზე გადაჭარბებულია.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთგვარად მოიკრიბა ძალები და საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგე გახდა, ვიდრე მანამდე იყო. საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, ვინაიდან რთული სათქმელია რამდენად შეძლებს დღევანდელი დასავლეთი ამ პრობლემის მოგვარებას იმ ფონზე, როდესაც თავად დასავლეთი დიდი კრიზის წინაშე დგას; ვხედვათ რა ხდება ამერიკაში; იქ ბრექსიტის დაწყება; თურქეთში ტარდება არაორდინალური არჩევნები, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნატოს სამიტზეც. ამიტომ, წინ კიდევ საინტერესო და მოულოდნელი მოვლენები გველის, ვირდე ეს ვინმეს წარმოუდგენია“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ბოლო თვეებია რაც კოალიციამ „ისლამური სახელმიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპარაციები გააფართოვა, როგორც ერაყის, ასევე სირიის მხრიდან, ასევე არის სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გამოდიან.
ბესიკ ალადაშვილის შეფასებით, აქ არის ერთი პრობლემა:
„იმ შემთხვევაში თუკი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ყველა დაკავებული ტერიტორიები განთავისუფლდება, მაშინ ისმის კითხვა - სად წავიდნენ ტერორისტები? ბუნებრივია, ისინი მოეფინებიან მთელს მსოფლიოს და სამწუხაროდ, დღეს არ არის რეალური საშუალება იმისა, რომ თავიდან იქნას აცილებული მათი ლეგალური, ან არალეგალური შეღწევა სხვადასხვა ქვეყნებში. „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება შეიძლება მოჩვენებითი იყოს, საერთაშორისო საზოგადოების მიზანი რა არის - ტერაქტები შეწყდეს, სირიის და ერყაის იმ ტერორიებიდან განიდევნონ, რომელიც დაკავებული აქვთ? ამით საფრთხე არ შემცირდება“, - ამბობს ბესიკ ალადაშვილი.