„გვარამია თავის თამაშს აწარმოებს“

„გვარამია თავის თამაშს აწარმოებს“

„როდესაც დამფუძნებლებს ისეთი ეპითეტებით ამკობს, როგორიც არის კრეტინი, იდიოტი და ა.შ. ცხადი ხდება, რომ გვარამია არც განიხილავდა ყარამანიშვილებს მფლობელად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოციოლიგი ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, გვარამია მიიჩნევს, რომ ეს ტელეკომპანია მას უფრო ეკუთვნის, ვიდრე ყარამანაშვილებს.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

ყარამანიშვილების განცხადებას - წილების 40%-ის ტელეკომანიარუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის გადაცემას, კონტრწინანადებით უპასუხა გვარამიამ და ყარამანიშვილებს მათ მფლობელობაში არსებულიტელეკომპანია საქართველოსწილების დათმობა სთხოვა, რასაც ყარამანიშვილები დათანხმდნენ. თუმცა, მოგვიანებით, გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას შუამავალი შპსრუსთავი 2 ჩემია“, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში, რაც მიუღებელი აღმოჩნდა არხის მფლობელებისთვის. როგორ ფიქრობთ, რა დგას ყარამანიშვილების გადაწყვეტილების უკან?

ვალერიან გორგილაძე: ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ტელევიზია ყარამანიშვილების არ არის. გასაგებია, რომ რაღაცა შეთანხმების შედეგად დე-იურე მიიღეს ეს ტელეკომპანია, მაგრამ ყარამანაშვილები არიან ფორმალური მფლობელები. როდესაც მფლობელზე ვსაუბრობთ, არსებითად უნდა გავითვალისწინოთ და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ტელევიზიის უკან დგას მიხეილ სააკაშვილი.

თემა არის ნიკა გვარამიას წამოწყებული აქცია თავის მიმართ ლოიალურ ჯგუფებთან, როგორიც არის ფორმულა კრეატივი, კურიერის წამყვანი ჟურნალისტური ბირთვი, პოლიტიკური თოქ-შოს რედაქცია და წამყვანი გაბუნია. ეს არის ჯგუფი, რომელიც ძალიან დაახლოებულია გვარამიასთან. პრინციპში ეს არის სიტუაციით სარგებლობა. ანუ, ზუსტად არის არჩეული მომენტი, როდესაც ერთი მხრივ პოზიციონირებას ახდენს, რომ ედავება ხელისუფლებას და სამთავრობო პარტიას, მაგრამ მეორე მხრივ პირველი ბრიფინგზე გვარამიამ თქვა, რომ არის ბევრი უსაფუძვლო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტელეკომპანია მჭიდროდ არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ანუ, ყარამანიშვილების განცხადებითაც ისარგებლა და თქვა: მოდით, ხალხო დავამტკიცოთ, რომ არ ვართ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაო.

ანუ, გვარამიამ ამით დააშანტაჟა სააკაშვილი, როგორც არხის რეალური მფლობელი?

- რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს არის შანტაჟი, ამ შემთხვევაში სააკაშვილის შანტაჟი, ვინაიდან, ამ ვითარებაში სააკაშვილს ყარამანაშვილების პირით მოუწევდა კომპრომისზე წასვლა. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ამ ვაჭრობას, როდესაც ჯერ აძლევდნენ 49%-ს, მას მერე რაც „რუსთავი 2“-მა ერთსულოვნად თქვა უარი, შეიცვალა პოზიცია.

ისიც საინტერესოა საერთოდ ვინ ჰკითხა „რუსთავი 2“-ს თანამშრომლებს აზრი და როგორ მიიღეს ოპერატიულად ეს პასუხი? გასაგები გახდა, რომ გვარამია აწარმოებს თავის თამაშს და ამ თამაშში მას ზურგს უმაგრებს ფორმულა კრეატივი, კურიერი და პოლიტიკური თოქ-შოუების რედაქცია.

ბოლოს და  ბოლოს, გვარამიამ და სხვებმა შეიძლება იფიქრეს ის, რაც თავის დროზე იფიქრა „გირჩმა“, შემდეგ ვაშაძემ და მოგვიანებით უგულავა-ბოკერიამ, რომ ჩვენ აქ ვწვალობთ, გვიწევს წინააღმდეგობების გაწევა, ვუძლებთ არანორმალურ პრესს, ამ დროს სააკაშვილი უკარაინიდან გვაძლევს მითითებებს ბარიკადების აგებაზე დაპირისპირების შესახებ, თვითონ კი, უკრაინის ტრამალებში გადამალული ცდილობს პროცესების მართვასო.

გავლენის ბერკეტებს თანდათან კარგავს სააკაშვილი?

- რასაკვირველია და ეს ლოგიკურიც არის იმიტომ, რომ დისტანცირებულია, ორიენტირებულია უკრაინულ შიდა დღის წესრიგზე. საქართველო აინტერესებს იმდენად, რამდენადაც საქართველო მისი გავლენის გარკვეული ატრიბუციაა. რათა უკრაინაში სათქმელი არ ჰქონდეს ვინმეს, რომ შენ საქართველოშიც კი არ გაქვს საქმე კარგად და აქ რა პრეტენზია უნდა გქონდესო, თავისი იმიჯის გასამტკიცებლად სჭირდება წარმატეტების ილუზიის შექმნა, რომელსაც ის აღწევს საქართველოში.

მაგალითად, გაუყალბეს არჩევნები, თორემ იგებდა, რომ „რუსთავი 2“ კვლავ მისი მხადრამჭერია, მაგრამ სააკაშვილის მხარდასაჭერი მექანიზმები ნელ-ნელა ინგრევა, ხდება მისი დემონტაჟი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ლოგიკურია და „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ამ დაპირისპირებაში უნდა განვიხილოთ. სააკაშვილის ხელიდან ეცლება მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა - „რუსთავი 2“.

ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა არ იმუშავებსნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტ პარტიებზე?

- არა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა არ იმუშავებს ამ ნარჩენებზე, რომელსაც წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“ და ა.შ. ანუ შეინარჩუნებს ე.წ. პროდასავლურ დღის წესრიგს. შეიძლება სააკაშვილის პიროვნების ინტერესების განხორციელება კი არ განახორციელოს უფრო მეტად, არამედ მთლიანად ამ პოლიტიკური ძალების მხადაჭერა მოახდინოს.

რაც მთავარია, ამის შედეგად თვითონ გვარამია ხდება ერთ-ერთი სუბიექტი და ავტორი პოლიტიკური პროცესების, ვინაიდან მასზე იქნებიან დამოკიდებული ეს პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ვხედავათ ამას პირდაპირ ეთერში, ვხედვათ სოციალური ქსელით. გვარამია დაუმალავად გამოხატავს თავის მოსაზრებას ამა თუ პერსონასთან დაკავშირებით, მათ შორის თავისი ჟურნალისტებისა და წამყავნების მიმართ. იქ ვიღაცას უწონებს საქციელს, ვიღაცას არა. ვიღაცას უწონებს სტუმრის მოწვევას, ვიღაცას უკრძალავს და ა.შ. ამ კომბინაციის შედეგად გვარამია შეეცდება, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორი, რომელიც პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას.

თუ ამოვალთ იმ ვერსიებიდან, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, რომ გვრამია დარუსთვი 2“-ის ნაწილი მკაფიოდ დგას გიგა ბოკერიას ფრთის მხარეს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ყარამანიშვილების ხელით გაიყვანოსრუსთავი 2“-დან გვარამია და ამით მოაშორებსრუსთავი 2“-ევროპული საქართველოს“ გავლენას?

- არა, სააკაშვილმა ვერაფერიც ვერ გადაწყვიტა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რაუნდს გვარამია იგებს. სხვა საქმეა მოახერხებენ თუ არა ამას, რადგან გამარჯვებულ მხარეს ქიბარ ხალვაშს ეკრძალება რეესტრში ქონების დარეგისტრირება, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება „რუსთავი 2“-საც - აკრძალური აქვთ ქონების გადაფორმება.

თეორიულად თუ დავუშვებთ იმას, რომ ეს ტელეკომპანია მოიგებს დავებს სტრასბურგში და შემდგომ პროცესებს, მაშინ ამ რაუნდს იგებს გვარამია და ეს ლოგიკურია. იმიტომ, რომ ყარამანიშვილების პოზიცია ამ დათმობასთან დაკავშირებით კითხვებს გამოიწვევს. ამ დაპირისპირებაში გვარამიას უკეთესი პოზიცია აქვს, ის ამბობს, რომ მოდით, დავუშვათ ახალი პრეცედენტი, ჩვენზე ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზია ვართ, მოდით დავუმტკიცით იმ ხალხს, რომ ეს არის ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზია და პირველად საქართველოში, ჩვენს ჟურნალისტებს დავურიგოთ წილები. ამასთან არის დაკავშირებული მთელი ეს სპექტაკლები.

თუმცა, „რუსთავი 2“-ში არის ჯგუფი, რომელიც მიბმულია მიხეილ სააკაშვილთან. პროცესები ადასტურებს, რომ არხი ორ ნაწილად არის გაყოფილი...

- შეიძლება შიგნით იყოს ჯგუფი, რომელიც ბევრად უფრო მჭიდროდ არის მიბმული მიხეილ სააკაშვილთან თავისი კავშირების გამო, ვიდრე გვარამიას მიმართ ლოიალურად განწყობილი ჯგუფები. ვნახეთ, რომ საჯაროდ გამოხატეს უკამყოფილება ვანო ჯავახიშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა რომელსაც ასევე პერსონალურად გარკვეული სიახლოვე აქვს მიხიელ სააკაშვილთან და ა.შ. ჩვენ შეიძლება „რუსთავი 2“-ის სხვადასხვა ჟურნალისტების მხრიდან სხვადსხვა დემარშის მომსწრენი გავხდეთ. ეს დემარშიც უნდა წავიკითხოთ იმ კონტექსტში, რომ ესენი არიან მხარდამჭერები, რომელიც „რუსთავი 2“-ში პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს ჰყავს.

მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, რომ ყარამანიშვილებსა და არხის გენერალურ დირექტორს შორის არსებული დაპირისპირება უფრო გამძაფრდა. გვარამიას განცხადებებიდან თუ ამოვალთ, გამოდის, რომ იგი ყარამანიშვილებს არ განიხილავდარუსთავი 2“- მფლობელად?

- ყარამანაშვილებისა და გვარამიას დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია. აშკარაა ისიც, რომ გვარამია აქამდეც არაფრად აგდებდა ყარამანიშვილებს. შეგახსენებთ საჯაროდ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც ძმებ ყარამანიშვილებს უდიერადაც მოიხსენიებდა. როდესაც დამფუძნებლებს ისეთი ეპითეტებით ამკობს, როგორიც არის კრეტინი, იდიოტი და ა.შ. ცხადი ხდება, რომ გვარამია არც განიხილავდა ყარამანიშვილებს მფლობელად.

გარკვეულწილად ამის გაგებაც შეიძლება. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს გვარამიას მიმართ, ჩვენ დავინახეთ, რომ მან იომა. ამდენად, ის მიიჩნევს, რომ ეს ტელეკომპანია მას უფრო ეკუთვნის, ვიდრე ყარამანაშვილებს, ფსიქოლოგიურად ეს გასაგებია. ამ დაპირისპირებაში ეს ნიუანსიც უნდა გავითვალისწინოთ. როგორც მოვლენები აჩვენებს, გვარამიას მიზანია ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდება.