„სააკაშვილს გვარამიას და ამ გუნდის შენარჩუნებაც არ უნდა“

„სააკაშვილს გვარამიას და ამ გუნდის შენარჩუნებაც არ უნდა“

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა ყარამანიშვილებისგან მოითხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა დასავლეთის წინაშე გამოჩნდეს ისე, თითქოს ხელისუფლება ხურავს იმას, რაც მედიის საკუთრებაა და, რომ დავა მიდის არა ბიზნესმენ ყარამანიშვილიებსა და ბიზნესმენ ხალვაშს შორის, არამედ დავა მიდის თავისუფალი მედის წინააღმდეგ.

რა ხდება „რუსთვი 2“-ის გარშემო და რატომ არ უნდა სააკაშვილს გვარამიას შენარჩუნება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ შეჩერების მექანიზმი გამოიყენა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა ძმებმა ყარამინიშვილებმაუპრეცედენტოგადაწყვეტილება გაახმოვეს, კერძოდ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის 51%-ის კოლექტივისათვის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ყარამანიშვილების გადაწყვეტილება?

რამაზ საყვარელიძე: ყარმანიშვილები, რომლებიც დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან და საერთოდ არ ჩანდნენ ამ პროცესში, როგორც ჩანს, სააკაშვილის ნების საკამოდ მორჩილი შემსრულებლები არიან. ამას ადასტურებს „რუსთავი 2“-სა და მათი ურთიერთობა.

როგორც ჩანს, სააკაშვილმა ყარამანიშვილებისგან მოითხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა დასავლეთის წინაშე გამოჩნდეს ისე, რომ ხელისუფლება ხურავს იმას, რაც მედიის საკუთრებაა და, რომ დავა მიდის არა ბიზნესმენ ყარამანიშვილიებსა და ბიზნესმენ ხალვაშსს შორის, არამედ დავა მიდის თავისუფალი მედის წინააღმდეგ. იმ თემის პედალირება ხდება, რომელიც, როგორც ჩანს, წარმატებული იყო აქამდე - ყარამანიშვილების უკან ჩამჯდარი სააკაშვილის მიზანია ამ თემის გაცოცხლება და გამძაფრება.

ანუ, ეს პროცესი უკავშირდება არარუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის მცდელობას, უფრო გაკეთილშობილური ფორმით?

- სააკაშვილი ხშიდა დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელითაც რამდენიმე მიზანი აქვს. აქამდე გაცილებით უფრო იოლი იყო მფლობელის შეცვლა და გააკეთებდა ამას, მაგრამ ეს იდეა გაუჩნდა ახლა, იმის საპასუხოდ, რომ სასამართლო პროცესი მოიგოს არა მყარი სამართლებრივი პოზიციით, არამედ აი, უსამართლობა კი ხდება, მაგრამ ეს ხდება მედიასთან ურთიერთობაში და, თუკი სამართლიანობა აღდგება, მედია დაიჩაგრება. ფაქტიურად ამ ალტერნატივის წინაშე აყენებს სასამართლოს. ერთ მხარეს არის საკუთრების სამართალი, ხოლო მეორე მხარეს მედია სამართალი.

ამ პროცესში არხის მფლობელებს ღიად უპირისპირდება გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას განცხადებით გაუგებარია რატომ დაიწყეს ეს მოლაპარაკება ყარამანიშვილებმა. გამოდის, რომ გეგმა, რომელიც ყარამანიშვილების უკან მდგომმა სააკაშვილმა შეიმუშავა, შეთანხმებული არ იყო გვრამიასთან?

- თუ ამოვალთ იმ ვერსიებიდან, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს, რომ გვრამია და „რუსთავი 2“-ის ნაწილი მკაფიოდ დგას გიგა ბოკერიას ფრთის მხარეს, მაშინ იმ კურდღლებს, რომლის ერთდროულად დაჭერა უნდა სააკაშვილს, ემატება კიდევ ერთი - გარდა სასამართლო პროცესის მოგებისა, შანსი აქვს, რომ „რუსთავი 2“ დაუტოვოს იმ გუნდს, ვინც მის პოზიციაზე დგას. თუკი ეს არის ერთ-ერთი ჩანაფიქრი, მაშინ გვარამიას ამაზე არც შეუთანხმდებოდა. იმიტომ, რომ სააკაშვილს გვარამიას და ამ გუნდის შენარჩუნებაც არ უნდა. ასე რომ, თუ შიდა დაპირისპირებით მოიშორებს ამ გუნდს, წესით ამით „ევროპული საქართველოს“ გავლენას მოაშორებს „რუსთავი 2“-ს.

გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო, ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღეებში, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი?“ - წერს ნიკა გვარამია. ამ შემთხვევაში საუბარია გია ყარამანიშვილზე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში. ფაქტიურად გვარამია ყარამანიშვილებს ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებს ბრალს. ამ პროცესში სად ჩანს, რომ ყარამანიშვილები ხელისუფლებას გაურიგდნენ? მით უმეტეს, რომ მათ სამართლებრივი პრობლემები საქართველოში არ ჰქონდათ...

- ნამდვილად საინტერესო კითხვაა. გვარამია აქამდე ამტკიცებდა, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების ფიგურა იყო, რომ ხელისუფლებას სურს ტელევიზია გადასცეს ხალვაშს და ამ გზით გააკონტროლოს „რუსთავი 2“. ახლა გამოდის, რომ ხელისუფლება თურმე უკვე აკონტროლებდა არხს იმიტომ, რომ ყარამანიშვილებიც ხელისუფლების ფიგურები ყოფილან. გვარამიას ამ ლოგიკით გამოდის, რომ აქამდე გვარამია ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდა.

თუ ყარამანიშვილებიც ხელისუფლებასთან არიან გარიგებაში, მაშინ ხელისუფლების ინტერესი რაში მდგომარეობს? ერთი თავისი ფიგურა შეცვალოს მეორე თავისი ფიგურით და ამისთვის დახარჯოს ამდენი ძალისხმევა? ეს სრულიად გაუგებარია.

იმ ისტერიულ ტონში, რომელიც აირჩია გვარამიამ, ერთმანეთს დაადო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ბრალდებად ეთქვა, ანუ ზოგადი ფორმულაა - ვინც არ მოსწონს, ის ხელისუფლებასთან არის შეკრული. ამდენად, რადგანაც ყარამანიშვილებმა მისთვის მიუღებელი ნაბიჯი გადადგეს, ისინიც ხელისუფლების არიან. ამ ფორმულიდან გამოდის გვარამია.

როგორ ფიქრობთ, რეალურად რა დგას ამ პროცესის უკან, რას უკავშირებთ მფლობელების ასეთ ენერგიულ ძალისხმევას სტრასბურგის გადაწყვეტილების პარალელურად? ყარამანიშვილების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ არხის რეალური მფლობელი არის სააკაშვილის?

- ის, რომ არხის რეალური მფლობელი არის სააკაშვილი და არა ყარამანიშვილები, ეს ამ პროცესებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. მე მაინც მგონია, რომ ასეთი ენერგიული ძალისხმევა, რომელიც სტრასბურგის მიერ გამოცხადებულ შეჩერების მექანიზმს მოჰყვა, დაკავშირებულია იმასთან, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელები და ამ შემთხვევაში სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი პროცესი სამართლებრივ ჭრილში გაგრძელდა, წააგებს ამ პროცესს. ამიტომ აძლიერებს პოლიტიკურ არგუმენტს ამ საკითხის გარშემო, ანუ მედიის თავისუფლების თემას. ეს ჭარბი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მოდავე მხარეს და ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშის პოზიცია არის სუსტი, მაგრამ ჭარბი ძალისხმევა მაფიქრებს, რომ საქმე აწყობილია ისე, რომ თუკი საქმე სამართლებრივ ჭრილში გადავა, სამართალი ხალვაშის მხარეს დაიკავებს და ყარამანიშვილებს ჩამოართმევს „რუსთავი 2“-ს.