„ელჩის განცხადება პირდაპირ ჯდება იმ სქემაში, რასაც პოლიტიკური ლობიზმი ჰქვია“

„ელჩის განცხადება პირდაპირ ჯდება იმ სქემაში, რასაც პოლიტიკური ლობიზმი ჰქვია“

„მინდა, მჯეროდეს, რომ ბატონ გვარამიას ეს უმსგავსო გამოხტომა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ობიექტური ჟურნალისტიკისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება. აღნიშნული ფაქტით თქვენი სამართლიანი გულისწყრომა, რომლის საჯაროდ გამოხატვის იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს ქართულ მედიაში პლურალისტული გარემოს შენარჩუნებას.

ამასთან, მჯერა, რომ ამ მიმართულებით თქვენს ძალისხმევას საერთაშორისო საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს და, შედეგად, საქართველოში მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე აღარ დაემუქრება“, – ასეთია ღია წერილის შინაარსი, რომლითაც რეჟისორი გიორგი ხაინდრავა საქართველოში აშშ-ს ელჩს, იან კელის მიმართავს.

როგორც რეჟისორი აცხადებს, ის, რომ საქართველოში, რომელიმე მედიას რაიმე საფრთხე ემუქრება, ან სიტყვის თავისუფლებას, ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ „რუსთავი 2“ არის დამოუკიდებელი სიტყვის გარანტი და საყრდენია საქართველოში.

for.ge გიორგი ხაინდრავას ესაუბრა.

ბატონო გოგა, რამ განაპირობა თქვენი ასეთი წერილი ამერიკის ელჩის მიმართ, ამ შემთხვევაში თქვენი წერილის ადრესატი ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არის?

გოგა ხაინდრავა: ძალიან ყურადღებით გავეცანი დავით მაღრაძის წერილს, მაგრამ ძალიან საგულისხმო იყო კონკრეტულად პასაჟი, რომელიც ამერიკის ელჩს ეხებოდა, რასაც მეც ვეთანხმები. მეც ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ადამიანმა ეტყობა არ იცის, რომ შეიცვალა აშშ–ში ადმინისტრაცია და პოლიტიკური ლობიზმის დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა.

ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა, რომ ამერიკა არ ჩაერევა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში...

– ტრამპის სიტყვებია – ვაშინგტონში პოლიტიკური ლობიზმის დრო დამთავრდა. ეტყობა ამ ამბავმა არ მოაღწია ბატონ ელჩამდე. ან როგორც დავით მაღრაძე სამართლიანად აღნიშნავს, ეტყობა ბატონი კელი „რუსთავი 2“–ის გარდა, სხვა ტელევიზიებს არ უყურებს. ამიტომ მივამართე ბატონო ელჩს, როგორც საქართველოში თავისუფალი მედიის და კონკრეტულად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დიდ ქომაგს და გულშემატკივარს. საკითხი ეხება „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. კერძოდ, წერილობითი ინსტრუქცია „რუსთავის 2“-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტების და თავისუფლების მოყვარე თანამშრომლებისთვის.

ამიტომ, ჩემის აზრით, ელჩის ზღვარგადასული მფარველობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიმართ, რომელიც დამოუკიდებელ პრესას არასოდეს არ წარმოადგენდა, ყოველთვის დამოკიდებული იყო და დამოკიდებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე, წარსულში კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურაზე. დღეს კი, სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა, არავის აინტერესებს ბატონი კელის გარდა. ეს იცის მთელმა საქართველომ და არა მარტო საქართველომ.

ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, ელჩის აქტივობა იმ სქემაში ჯდება, რასაც პოლიტიკური ლობიზმი ჰქვია?

– რა თქმა უნდა, ელჩის განცხადება პირდაპირ ჯდება იმ სქემაში, რასაც პოლიტიკური ლობიზმი ჰქვია. სხვა ენაზე ამას პოლიტიკური კორუფცია ჰქვია და არა ფინანსური, როდესაც გარკვეული ინტერესების გამო, ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს ლობირებს და მით უმეტეს უსამართლოდ. ის, რომ საქართველოში, რომელიმე მედიას რაიმე საფრთხე ემუქრება, ან სიტყვის თავისუფლებას, ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ „რუსთავი 2“ არის დამოუკიდებელი სიტყვის გარანტი და საყრდენია საქართველოში.

ამიტომ, ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში იმყოფება და ამას ყველაფერს ხედვას, ან თავს იყრუებს, ან თავს იმძინარებს. სხვათა შორის ინდიელებს, რომელთა მიწაზეც არის გაშენებული მშვენიერი ქვეყანა აშშ, ნათქვამი აქვთ მშვენიერი სიბრძნე – თუ ადამიანი თავს იმძინარებს, მისი გაღვიძება შეუძლებელიაო. აი, ამაშია საქმე. ამიტომ, სიმართლეს და რეალობას თვალებში უნდა ჩახედო. ჩვენ ამ რეალობას ვხედავთ.

ჩვენ ვხედვათ პოლიტიკურ ლობიზმს „რუსთავი 2“–თან მიმართებაში, რომელიც ყველაზე მიკერძოებული მედია არის, სიცრუის და ცილისწამების მეტი არაფერი ესმის და აგრძელებს ამ პოლიტიკას და ამას თავისუფალ სიტყვას ეძახის ბატონი კელი. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება მისი რეაქცია ჩვენთვის, როგორც ამ საზოგადოების წევრებისთვის. იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც წარმოადგენს ბატონი კელი, ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორია.

აშშ - როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და მომავლის გარანტი, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ და ხელმძღვანელობამ ზუსტად იცოდეს ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები...

– რა თქმა უნდა, და ამის პირველი წყარო უნდა იყოს აშშ–ის ელჩი საქართველოში. სამწუხაროდ, აბსოლუტურად საპირისპირო სურათი არის. ამერიკის ელჩს შეცდომაში შეჰყავს თავისი ადმინისტრაცია, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება. იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს აბსოლუტურად უპრეცედენტო და სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საფუძვლად დაედო აშშ–ის ელჩის განცხადება, რომელიც ზუსტად ერთ საათში იყო გაკეთებული მას მერე, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთვი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით. ესეც უპრეცედენტოა, აბსოლუტურად მოკლებულია გონივრულ დროს და გონივრულ მიდგომას, ისეთი სერიოზული საკითხისადმი, როგორიც არის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და რაზეც არის დაფუძნებული აშშ.

ამიტომ, საზოგადოებას აინტერესებს ელჩის პოზიცია, გუშინ  „რუსთავის 2“-ის გენერალური პროკურორის, უკაცრავად - გენერალური დირექტორის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილობითი ინსტრუქციაზე, „რუსთავის 2“-ის დამოუკიდებელი ჟურნალისტების და თავისუფლებისმოყვარე თანამშრომლებისთვის. ეს იყო ცილისმწამებელი, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მოქალაქეების მდევნელი ადამიანის გამონათქვამი.

ეს იყო ადამიანი, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებით დასდევდა მოქალაქეებს და საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე სისხლიანი ეპოქის პროკურორი იყო. ამ ადამიანის ქომაგობა, იმ ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების ფლაგმანად მოიაზრება მსოფლიოში, ქართული სახელმწიფოს იმ ნაწილისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ და მერწუმეთ, რომ ეს დიდი ნაწილია, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.

დანარჩენ ყველაფერს, იმედია, ბატონი ელჩი თვითონ აუხსნის ქართულ საზოგადოებას, ან ქართულ საზოგადოებას კონკრეტული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება და უკვე უყალიბდებათ კონკრეტული პიროვნების იან კელის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ განივრცობა აშშ–ზე.

საგულისხმოა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასრუსთავი 2“–ი საქმესთან დაკავშირებით ოპერატიულად მხოლოდ იან კელი გამოეხმაურა, არც ერთი სხვა ქვეყნის ელჩს მსგავის განცხადება არ გაუკეთებია. ელჩის ოპერატიულობამ შესაძლებელია ანტიამერიკული განწყობა შექმნას ქვეყანაში?

– საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ამ მოქალაქეების დიდ უმრავლესობას მშვენივრად ესმის ამერიკის მეგობრობისა და მხარდაჭერის ფასი. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ის სიკეთეები და მეგობრობის გამოწდილი ხელი, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ვხედავთ და რომ არა აშშ, გარკვეული წლები, შეიძლება, შიმშილობა ყოფილიყო საქართველოში. ჩვენ ამას ყველაფერს ვხედავთ და ვგრძნობთ. მადლიერები ვართ და ეს ყველაზე მეტად გამოხატულია ჩვენი შვილების თავდადებასა და თავგანწირვაში ერაყში, ავღანეთში და იმ მისიებში, რომელშიც ჩვენი შვილები აშშ–ის სამხედრობის გვერდიგვერდ იცავენ მსოფლიო დემოკრატიას და თავისუფლებას. ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ და მიუხედავად ამისა, მზად ვართ გავწიროთ საკუთარი შვილები იმისთვის, რომ დიდ ამერიკაში და პატარა საქართველოში ერთნაირად სუფებდეს დემოკრატია და თავისუფლება. სამწუხაროდ, ისეთი პერსონაჟები, როგორიც არის იან კელი, ამას არ ითვალისწინებენ.

ამერიკის ელჩის განცხადება ფასდება როგორც ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა, მაგრამ ამერიკის ელჩის განცხადების მსგავსად, ანალოგიური განცხადებარუსთავი 2“–ის საქმეზე გააკეთა საქართველოში მოქმედმა არასამთავროებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, იმ პოლტიკურმა პარტიებმა, რომელსაც გვარამია ბრალს უყენებდა ჯაშუშობაში. რითი ხსნით ამ პოლიტიკური ძალების აქტიურობას?

– პოლიტიკური პარტიების რა მოგახსენოთ, ეს ადამიანები საკუთარ თავს პოლიტიკურ პარტიას ეძახიან, ზოგი ნაპოლეონს და ზოგიც ალექსანდრე მაკედონელს, ეს მათი უფლებაა, ვერავინ ვერ დაუშლის, მაგრამ 2-კაციანი პარტია მსოფლიოში არ არსებობს და საერთოდ პოლიტიკურ ორგანიზაციებად არ განიხილება. აქ არიან პერსონები, რომლებიც თავის გარშემო კრიფავენ მონური ფსიქოლოგიის ადამიანების და გარკვეული პოლიტიკური ანგაჟირულობა განაპირობებს მათ პოლიტიკურ პარტიებად მოხსენიებას, არანაირი პოლიტკური პარტიები ისინი არ არიან.

9 პოლიტიკური პარტია, სულ 8 კაცს ითვლის. წარმოიდგინეთ რა ვითარებაა, სულ 9 პარტია არის და ამ 9 პარტიას სულ 8 წევრი ჰყავს. ესენი რანაირი პოლიტიკური პარტიები არიან?! ის, რომ ისინი ნიკა გვარამიას უდგანან გვერდში, ნუ უთავმოყვარო ადამიანები, ყველგან შეიძლება დადგნენ, ეს მათი პიროვნული პრობლემაა, ეს არ არის საქართველოს საზოგადოების პრობლემა. თვითონ როგორც უნდათ ისე გადაწყვიტონ თავისი პრობლემა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ადამიანების დიდი ნაწილი, როგორც წესი, შეუმჩნევლები არიან, ფართო საზოგადოებამ არ იცის მათი ვინაობა იმიტომ, რომ ისინი დღე და ღამე თავჩაღუნულად მუშაობენ. საქმეს აკეთებენ, ეხმარებიან ამ ქვეყანას და მის განვითარებას. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს არასამთავრობოებს ეძახიან, როგორც წესი, აპროტესტებენ არაფორმალურ მმართველობას და თვითონ არიან არაფორმალური მმართველობით დაკავებული.

ამ შემთხვევაში თქვენ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობთ?

– მაგალითად საია, „გამჭვირვალეობა საქართველო“, „ეს შენ გეხება“, ესენი არიან მეხუთე კოლონა საქართველოში, ეს ადამიანები ფინანსდებიან საქართველოს ფარგლებს გარედან, წლების მანძილზე ასეულობით დოლარია ჩადებული მათ საქმიანობაში, ისინი ემსახურებიან კონკრეტულ გადამხდელთა კავშირებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მათ ინტერესებს ემსახურებიან საქართველოში და ბუნებრივიც არის, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს და ისინიც მათ დაკრულზე ცეკვავენ.

ეს გასაკვირი არ არის, ტყუილად არ იდებოდა ათეულობით მილიონი დოლარი და ახლა ალბათ ასეულობით მილიონი დოლარი იგივე რეგიონალურ პრესაში და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვადასხვა პერსონებში და მაგალითად ნანუაშვილისნაირ პერსონებში. ზუსტად იმისთვის კეთდება, რომ გავლენები ჰქონდეთ ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი იგეგმება აშშ–შ, როდესაც ამერიკის ელჩი საუბრობს სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე, როგორ ფიქრობთ, მთავრობის მეთაურმა ამერიკის ახალ ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს დეტალურად ინფორმაციარუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს არის კერძო პირებს შორის დავა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან?

– საქართველოში სიტყვის აღვირახსნილობაა, რაც ხდება ამას სიტყვის თავისუფლებას ვერ დაარქმევთ. რასაც გინდა და როგორც გინდა, ისე ლაპარაკობ, მეტსაც გეტყვით, ჟურნალისტური აღვირახსნილობაა, წამყვანების აღვირახსნილობაა, ის რაც 11 მარტს სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერებში ხდებოდა.

ამ ანტისახელმწიფოებრიობის აღვირახსნილობის ბუმია, რას ვიზამთ, უკუღმართ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, უკუღმართ დროში მოუწიათ ჩამოყალიბება, დღემდე დარწმუნებული არიან, რომ პროფესიონალი ჟურნალისტები არიან, მაგრამ ამ დროს ელემენტარული ჟურნალისტიკა არ იციან. მიუხედავად სარკაზმისა და ლიბერალებისა ამ საკითხთან მიმართებაში, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ის აუცილებლად გავა სამშვიდობოს.