გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც თურქი სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხზე მსჯელობენ. იმ მოტივით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი იზრდება, თურქმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ევროპის ქვეყნებისგან პოლიტიკურ თავშესაფარი მოითხოვეს. ალაბათობა იმისა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებს და მათ ოჯახის წევრებს პოლიტიკური თავსეფარი მიენიჭებათ, დიდია, ვინაიდან მათ ევროკავშირის სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თურქეთში ავტორიტარული ტიპის პოლიტიკური რეჟიმი ჩამოყალიბდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთში მასიური დაკავება დაიწყო. დაკავებულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნები, პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები და მათ შორის პროფესორები. ნაწილმა კი თურქეთი დატოვა. ყველა მათგანს ბრალს ფეთჰულა გიულენთან კავშირში სდებენ.
ფეთჰულა გიულენი რელიგიური ექსტრემიზმისა და ისლამის პოლიტიზირების წინააღმდეგია, ის ისლამს, უპირველეს ყოვლისა, როგორც თანაგრძნობასა და სოციალურ მსახურებას ქადაგებს. საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერებისა და განათლების მნიშვნელობას აღიარებს. ფეთჰულა გიულენი მოძრაობა „ჰიზმეტის“ ხელმძღვანელია, რომელსაც მსოფლიოს 160 ქვეყანაში ათასზე მეტი სასწავლებელი აქვს გახსნილი.
თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზაცია „Marif Foundation“ რომელიც დაკავშირებულია ერდოღანის შვილთან, ბილარის ერდოღანთან, აპირებს დაიქვემდებაროს ქვეყნის გარეთ არსებული სასწავლო ცენტრები. ინფორმაციას for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ვახტანგ მაისაია.
იმ ფონზე, როდესაც გავლენიანი სამხედროები ევროპის ქვეყნებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რა შანსი აქვს თურქეთს, რომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს?
ვახტანგ მაისაია: არის ასეთი მოსაზრება და როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობა კონფრონტაციაზე წავიდა ევროკავშირისა და დასავლეთის სახელმწიფოებთან. ეს აშკარაა.
დიდი ბრიტანეთსა და თურქეთს შორის შეთანხმებას გუსლისხმობთ, რომელიც თავდაცვის სფეროს ეხება?
- თუნდაც. მართალია, მათ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი მოთელვის ელემენტი იყო. მართალია, ბრიტანეთი აპირებს ევროკავშირის ზონიდან გამოვიდეს, მაგრამ ის არ აპირებს გამოვიდეს საერთო საგარეო პოლიტიკური სივრციდან. ბრიტანეთი რჩება და გააგრძელებს ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის შექმნას.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ანკარაში სწორედ ამ მიზანს წარმოადგენდა, რომ გარკვეულიყვნენ და გაეგოთ ერდოღანისაგან, თუ რას აპირებს ეს პიროვნება. ოფიალურად ითქვა, რომ ერთობლივად ნაბიჯებს გადადგამენ დაიშის მიმართულებით.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთი ყველა იმ ადამიანს დევნის, რომელიც არ იზიარებს ერდოღანის პოზიციას. პოლიტიკურად დიდი ფასის გადახდა უწევს ერდოღანს, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ამ პოლიტიკას. გiულენის დევნის მიტივით რატომ იფუჭებს ურთიერთობას ევროკავშირთან?
- თავის დროზე ერდოღანი და გიულენი პოლიტიკური მოკავშირეები იყვნენ. გიულენი არის საზოგადოებრივი მიღვაწე, მისი გავლენა თურქეთში საკმაოდ სერიოზულია. ის არის დიდი ჰუმანისტი, ანვითარების მშვიდობისა და თანასწორობის პრინციპს და გმობს ძალადობას. რაც საინტერესოა, დღეს თურქეთში აპატიმერებ არა მხოლოდ სამხედროებს, არამედ აკადემიურ და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებს, ისინი სრული რეპრესიების ქვეშ არიან. მათ ოფიციალურად ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება.
მკვლევარები, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ იმყოფებიან, ეკრძალებათ სამშობლოში დაბრუნება. იმ ადამიანებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ გააჩნიათ გულენის მიერ დაარსებულ საგანმანათლებო სფეროსთან, მათ წინააღმდეგაც გავრცელდა რეპრესია. უმარავი პროფესორი და აკადემიკოსი გახდა რეპრესიების მსხვერლი, რაც დიდი ზიანია განათლების კუთხით.
საინტერესოა, რატომ გავრცელდა რეპრესიები განათლების მიმართულებით?
- არ მესმის ლოგიკა, როდესაც ბრძოლას უცხადებ განათლების მიმართულებას. დავიჯერო, რომ პროფესორები ტერორისტები არიან? ეს ხომ აბსურდია. ამას აკეთებდა სტალინი და ჰიტლერი. მეტსაც გეტყვით, თურქული პრესიდან გახდა ჩემთვის ცნობილი და ეს არის ერდოღანის მომხრე მედია საშუალება, რომ შეიქმნა ასეთი გაერთიანება „Marif Foundation“, რომელიც დაკავშირებულია ერდოღანის შვილთან, ბილარის ერდოღანთან, რომელიც აპირებს მონოპოლიზაციას ქვეყნის გარეთ არსებული სასწავლო საგანმანათლებო ცენტრებისა და ინსტიტუტების კუთხით.
ამ პროცესში შესაძლოა მოხვდეს ჩაღლარის საგანმანათლებლო სკოლების სისტემა, სადაც დასაქმებულია 500 ადამიანი, ძირითადად საქართველოს მოქალაქე და 3000 ბავშვი სწავლობს და, სადაც სწავლება ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს. ეს სასწავლო ცენტრი კავშირში არ არის გიულენთან. რადგან, ჩაღლარის საგანმანათლებლო სისტემა 1993 წელს შეიქმნა, გიულენი მაშინ საერთოდ არ იყო არენაზე. ეს საგანმანათლებო სისტემა დაფუძნებული იყო საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სპეციალური შეთანხმების საფუძველზე. მაშინდელი პრეზიდენტი დემირელი ჩამოვიდა საქართველოში და სიმბოლური თანხა შეიტანა ამ ცენტრის დაარსებასა და განვითარებაში.
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების კეთილი ნება, რომ საქართველოში შექმნილიყო ასეთი საგანმანათლებო სისტემა, გამორიცხვს მასთან გიულენის კავშირს?
- როგორც გითხარით, მთავრობების დონეზე იყო მიღებული გადაწყვეტილება. აქ გიულენი არაფერ შუაში არ არის, შეიძლება მოგვიანებით შეიტანა კონტრიბუცია, როგორც კერძო მეცენატმა და ეს სხვა საკითხია. იმიტომ, რომ გიულენს ყველა იცნობს როგორც განათლების დიდი თაყვანისმცემელს.
ანუ, „Marif Foundation“–მა, რომელიც ერდოღანის ოჯახთან არის ასოცირებული, შესაძლებელია დაიქვემდებაროს ჩაღლარის საგანმანათლებლო სისტემა, რაც საქართველოსთანაც არის კავშირში?
- რა თქმა უნდა. თურქული პრესა პირდაპირ წერს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად მიდის და ყველა სასაწავლო ცენტრი იქნება ამ ფონდის დაქვემდებარების ქვეშ. რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო ეს პროცესი, რამაც დიდი ზიანი მიაყენა იგივე ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებს. საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, ჩაღლარის საგანმანათლებლო ეგიდით მოქმედი სასწავლებლები ადგილობრივ რესურსზე არიან ორიენტირებული. საკომუნიკაციო ენა არის ქართული.
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიისა და პროგრამების მიხედვით მიმდინარეობს სწავლება?
- რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში თუკი, ეს ფონდი შემოვიდა, ფონდის ეგიდით შეიძლება შეცვალონ სწავლების არსებული მეთოდი და მოახდინონ სხვა ტიპის აღმზრედლობითი პროგრამა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერდორანის პოლიტიკა განათლების კუთხით ძალიან აგრესიულია, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. თუ მოხდა ეს პროცესი, არავინ იცის როგორ წარიმართება ამ ადამიანების ბედი. ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ტერიტორაზე მოხდეს თურქეთის შიდა პროცესების გადმოდინება. გიულენისა და ერდოღანის პრობლემა ეს არის თურქეთის შიდა პრობლემა. ერდოღანს პირადი დაპირისპირება აქვს გიულენთან. თუ სადმე წააწყდებიან გიულენის კვალს, შეეცდებიან ამ კვალის ამოძირკვას.
გიულენის კვალი აღმოაჩინეს საქართველოში?
- არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საკითხი უკვე იხილება ერდოღანის მიერ კონტროლირებად მედიაში. გასაგებია, რომ თურქეთის ხელისუფლებას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ აქ არის ჩვენი ინტერესებიც. ჩვენ არ უნდა გავხდეთ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ბრძოლის პლაცდარმი. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არ ნიშნავს, რომ შენი პრობლემა გადმოვიდეს ჩემთან.
ძალიან რთული პოლიტიკური ამოცანის წინაშე დადგება ამ შემთხვევაში საქართველო, თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, პოლიტიკურად არ გვაწყობს ვითარების გართულება...
- გეთანხმებით, რომ ძალიან რთული საკითხია. სენსიტიური თემაა, მაგრამ მთავარია ამოვიდეთ იმ მთავარი პრინციპიდან, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს ეხება. გასაგებია, ჩვენი მეზობლის და სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა განვახორციელოთ.
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია სხვა ქვეყნის პოლიტიკური ბრძოლის გადმოტანა ჩვენს ტერიტორიაზე. არ უნდა დავუშვათ განათლების პოლიტიზაცია. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ სასწავლებლებში ანტითურქული და ანტისამთავრობო მიდგომების განვითარება ხდებოდეს, ეს გამორიცხულია.