ჯორჯ სოროსი განგაშის ზარებს არისხებს. 86 წლის უნგრელი ებრაელი დემოკრატიის კრიზისზე ლაპარაკობს და შეშფოთებას ვერ მალავს, რადგან მიიჩნევს, რომ ღია საზოგადოებას დაცვა სჭირდება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოროსი ამერიკის მოქალაქე გახდა. თუმცა მანამდე, ადრეულ ასაკშივე მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია, როგორი პოლიტიკური რეჟიმი მოვა ქვეყნის სათავეში. როგორც თავადვე იხსენებს, მისი ცხოვრებისეული გამოცდილების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ჰიტლერული გერმანიის მიერ უნგრეთის ოკუპაციამ ითამაშა. მამამისს საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ებრაელებისთვის ყალბი დოკუმენტები რომ არ დაემზადებინა, ალბათ, სოროსიც დაიღუპებოდა. ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ფილოსოფოს კარლ პოპერის გავლენის ქვეშ მოექცა და პოპერის გავლენითვე, ორი პოლიტიკური რეჟიმი განასხვავა: პირველი, როცა ხალხი ირჩევს ლიდერებს, რომლებმაც უნდა გაატარონ ელექტორატის ინტერესები და მეორე, როცა მმართველები იმგვარად მანიპულირებენ, რომ ხალხი მათ ინტერესებს ემსახურება. სოროსმა პირველ რეჟიმს უწოდა ღია საზოგადოება, მეორეს კი-დახურული საზოგადოება.
ადამიანი, რომელსაც ბევრ „ცოდვასა“ და ხელოვნური რევოლუციების ექსპორტში ამხელენ, დღეს გულგატეხილია. რა კვალი დატოვა სოროსმა საქართველოსა და მსოფლიოზე და რამდენად სწორად შეარჩია სამიზნე ჯგუფები საქართველოში არასამთავრობოების სახით?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
ჯორჯ სოროსი მიიჩნევს, რომ 2008 წლის შემდეგ ევროკავშირი და ევროზონა დისფუნქციური გახდა. დემოკრატია კრიზისშია, ამერიკამაც კი, დემოკრატიის ამ ლიდერმა, პრეზიდენტად აირჩია არტისტი (con artist) და სავარაუდო დიქტატორი, რომლის კაბინეტშიც არაკომპეტენტური ექსტრემისტები და გადამდგარი გენერლები არიან. ამდენად, სოროსის აზრით, ამერიკა ვერ შეძლებს დაიცვას და გაავრცელოს დემოკრატია მთელ მსოფლიოში, ხოლო ტრამპი პრინციპების დაცვას გარიგებებს ამჯობინებს. მართლაც საფრთხის ქვეშაა ღია საზოგადოება? რა გავლენა მოახდინა სოროსის ხელოვნურმა ჩარევამ და რევოლუციების ექსპორტმა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში?
- თუკი ჯორჯ სოროსი კარლ პოპერის გავლენის ქვეშაა, მაშინ მას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ პოპერის იდეა სწორედ ის იყო, რომ ღია საზოგადოება თავისი განვითარების რაღაც დონემდე აღწევს და მერე შეიძლება გადაიქცეს ჩაკეტილ საზოგადოებად, ანუ მოხდეს მისი ტრანსფორმაცია. უბრალოდ, სოროსი ამ იდეას რატომღაც არ ავითარებს, რომ ღია საზოგადოება შეიძლება დავიდეს ჩაკეტილ საზოგადოებამდე. დღესდღეობით ღია საზოგადოება, ანუ ლიბერალური ტიპის საზოგადოება უკვე გადავიდა ლიბერტარიანული ტიპის განვითარებაში და ლიბერტარიანობა ეს არის უკვე ტოტალიტარიზმისკენ სწრაფვა. ამდენად, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ტიპის მიმართულება ექნება ღია თუ დახურულ საზოგადოებას?! ლიბერტარიანობას, ანუ ზედმეტ თავისუფლებასაც აქვს თავისი ჩარჩოები. ეს ტროცკის ფაქტორმაც აჩვენა. ტროცკის, ამ პირველ სუპერლიბერალს, ფაქტობრივად, ლენინთანაც უხდებოდა დაპირისპირება ამ მიმართულებით. მერე ტროცკი თვითონვე გახდა მთავარი ტირანი.
რაც შეეხება სოროსს, ის ახლა ცრუობს. სოროსი თავის დროზე ახლო კავშირში იყო ბრიტანულ სპეცსამსახურებთან, განსაკუთრებით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ბრიტანულ „ინტელიჯენტ სერვისთან“. არის ასეთი ვერსიაც, რომ სოროსმა სწორედ ბრიტანეთის „ინტელიჯენტ სერვისის“ მეშვეობით გაიკაფა გზა ბიზნესში, რადგან თავისი წარმომავლობით მაინცდამაინც ასე იოლად ვერ იშოვიდა კაპიტალს. ბუნებრივია, ჯორჯ სოროსს ცივი ომის პერიოდში იყენებდნენ, რათა მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სპეციალური ოპერაციები განეხორციელებინა.
ანუ სოროსი შეკრული იყო ბრიტანულ სპეცსამსახურთან?
- რა თქმა უნდა, ეს ვერსიაა, მაგრამ მე ამ ვერსიას ვემხრობი და ვიზიარებ, რადგან შემდგომში სოროსის ფონდი გადაიქცა ფერადი რევოლუციების მთავარ დასაყრდენ ძალად არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, სერბეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში, სხვა სახელმწიფოებშიც. ზოგიერთ ქვეყანაში „ღია საზოგადოება“ დაიხურა კიდეც. მაგალითად, ასე მოხდა რუსეთში. ახლა კიდევ პრემიერი ვიქტორ ურბანი უნგრეთში ხურავს „ღია საზოგადოებას“. ჯორჯ სოროსმა დააარსა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთგვარი შემკვრელი კოლექტორი აღმოსავლეთ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წასული ადამიანებისთვის, რომლებიც იქ არა მარტო განათლებას მიიღებდნენ, არამედ იდეოლოგიურ ელემენტებსაც დაეუფლებოდნენ. ამან, ფაქტობრივად, შექმნა ერთგვარი ფერადი რევოლუციების სინდრომი. სხვათა შორის, ფერადი რევოლუციების სინდრომი ძალიან კარგად შეისწავლეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და ამერიკელებსა და დასავლეთს თავიანთ მოედანზე გადაუთამაშეს, ესეც მნიშვნელოვანია. ეს უკვე ტრამპმაც აღნიშნა და არ უარყო, რომ რუსების ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში საკმაოდ სოლიდური იყო. თუმცა ტრამპმა აქცენტი ისევ ჩინელებზე გადაიტანა და თქვა, რომ ეს იმდენად რუსები კი არა, ჩინელები შეიძლება ყოფილიყვნენო და თავისი ანტიჩინური სენტიმენტები კიდევ ერთხელ გამოავლინა. მანვე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მთავარი დარტყმის წერტილი იქნება არა რუსეთი, არმედ ჩინეთი.
დღეს ნეოლიბერალიზმი განიცდის უდიდეს კრიზისს, რადგან ნეოლიბერალებმა და მათმა რადიკალურმა შტომ-ლიბერტარიანელებმა ძლიერ მოაბეზრეს საზოგადოებას თავი და მსუბუქ ტოტალიტარიზმში გადაიზარდნენ. მიხეილ სააკაშვილის ფენომენი სწორედ ამ ტენდენციის გამომხატველია. სააკაშვილი არ ყოფილა ხისტი ტოტალიტარიზმის გამომხატველი. ის ავითარებდა რბილ ტოტალიტარიზმს. რბილი და ხისტი ტოტალიტარიზმი მხოლოდ ფორმით განსხვავდება ერთმანეთისგან და სააკაშვილმა მოგვაქცია ისეთივე ტიპის ტოტალიტარულ სისტემაში, როგორიც იყო სტალინის პერიოდში. სტალინი ქირურგიულ ჩარევას ნაჯახით ახორციელებდა და ქირურგიულად გლეჯდა საზოგადოების სხეულებს, სააკაშვილი კი ამას ახორციელებდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. რბილი მეთოდებით, შეფუთული ფორმით ახდენდა საზოგადოების პარალიზებას.
როგორც ჩანს, სოროსი თავისი ნამოქმედარით გულაცრუებულია. ფიქრობთ, იგი ე.წ. ღია საზოგადოებების დაფინანსებას შეწყვეტს?
- ის გულაცრუებულია. ევროპასა და ამერიკაში რაც მოხდა, თუნდაც იმავე ტრამპის მოსვლა, ეს არის კონსერვატიზმის დაბრუნება. ანუ, პირობითად, დახურული საზოგადოების დაბრუნება, როგორც სოროსმა უწოდა ამ საზოგადოებას. დახურულ საზოგადოებაში მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. მაგალითად, საქართველოში დახურული საზოგადოებაა. მიაქციეთ ყურადღება, სოროსმა თავისი ფონდები „ჩააგდო“ ზუსტად იმ საზოგადოებებში, რომელთაც დახურულად თვლიდა. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა. ეს იყო ბრძოლა ღია და დახურულ საზოგადოებას შორის.
თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ზედმეტი ჩარევა არსად ამართლებდა.
- ამან არ გაამართლა. ფაქტობრივად, დღეს სოროსის საზოგადოებები ყველა მიმართულებით პასიურობენ. თუნდაც იმავე დაფინანსების კუთხით. არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაც შემცირდა. ზოგიერთ ქვეყანაში, უბრალოდ, ამან თავისი თავი ამოწურა და სოროსმა თავადვე დახურა ეს საზოგადოებები, მიხვდა რა, რომ მათ ფუნქციონირებას აზრი დაეკარგა.
თუკი სოროსი გულაცრუებულია იმ შედეგით, რაც მიიღო მსოფლიოში, მხოლოდ გულაცრუებაა საკმარისი? პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს იმის გამო, რომ სხვა ქვეყნებში ხელოვნური ჩარევები განახორციელა?
- პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ისტორიამ ამას ზუსტი პასუხი უკვე გასცა, რადგან ამერიკაში ტრამპისა და ევროპაში მემარჯვენე ძალების მოსვლა სწორედ ტრადიციონალიზმის დაბრუნება, ტრადიციული ფასეულობების კიდევ უფრო აღზევებაა. ეს არის კარგი პასუხი ჩემბერლენს. კომუნისტებს ასეთი გამოთქმა ჰქონდათ - „ჩვენი პასუხი ჩემბერლენს“. ისტორიამ პასუხი გასცა სოროსს და მისნაირებს. ეს არის ერთგვარი რელიქტი, რომელიც განხორციელდა მათი საქმიანობის შედეგად. ანუ ღია საზოგადოება, რომელიც ჩაფიქრებული იყო ლიბერალური, თავისუფალი საზოგადოების განვითარების კუთხით, თანდათან ჩაკეტილ საზოგადოებად გადაიქცა, რომელიც ისევე ტოტალიტარულია, როგორიც იყო კომუნიზმი, ნაციზმი.
ჩემბერლენისა არ იყოს, პასუხი გაეცა სოროსს, მაგრამ ამ პასუხის გაცემის მომენტში პუტინი წარმოჩინდა, როგორც ერთადერთი ძლიერი ძალა. ცნობილია, რომ სოროსი ევროკავშირის თავგამოდებულ მხარდამჭერად ითვლებოდა და ევროკავშირს ღია საზოგადოების იდეის განსახიერებად მიიჩნევდა, მაგრამ ევროპაშიც იმედგაცრუება ნახა, რადგან ევროპაშიც პუტინი თავის ძალაუფლებას ავლენს.
- პუტინი ხისტი ტოტალიტარიზმის გამომხატველია. იგი არ მალავს თავის მისწრაფებებს. ის იმ რბილ ტოტალიტარიზმს დაუპირისპირდა, რომლის დროსაც ყველაფრის დაშვებულობა მიდის უკვე აღვირახსნილობისკენ. ხალხს, უბრალოდ, მოენატრა წესრიგი, რომლის დისკრედიტირებაც არასწორად მოხდა. ამ ფონზე პუტინი დაწინაურდა. ტრამპის რეციდივიც ამის გამოხატულება იყო. მართალია, რუსული სპეცსამსახურები ამერიკის შიდა საქმეებში იყვნენ ჩარეულნი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მათ მოეხდინათ გადატრიალება ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში. უბრალოდ, მთლიანად ამერიკული საზოგადოება დაიღალა ლიბერტარიანული იდეებისგან, დაიღალა ლიბერალიზმისგან. ამიტომ ამერიკის სათავეში მოვიდნენ კონსერვატიული იდეების მქონე ადამიანები. მოვიდა ტრადიციონალისტი ტრამპი, რომელმაც ღია ომი გამოუცხადა ლიბერტარიანიზმის მავნე იდეოლოგიას.
თუმცა ეს ის ტრამპია, რომელსაც სოროსი არტისტსა და დიქტატორს უწოდებს.
- ბუნებრივია, სოროსისთვის ის დამღუპველი ძალაა. სხვათა შორის, პუტინიც ტრადიციონალისტია. ცხადია, პუტინი საქართველოს მოსისხლე მტერია. რაც პუტინმა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, ჩვენთვის მავნე იყო, თორემ რეალურად პუტინმა თავისი ქვეყნის მასშტაბით პოპულარობა მოიხვეჭა. ელცინისა და პუტინის რუსეთი რადიკალურად განსხვავებულია. კი, იქ არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გადადის ხისტ ტოტალიტარიზმში, მაგრამ რუსეთისთვის ტოტალიტარიზმი ჩვეულებრივი ფორმაა. ცნობილი გეოპოლიტიკოსი კოლინ გრეი ამბობდა, რუსეთს არ შეუძლია, იარსებობს ავტორიტარიზმის გარეშე. ეს აქსიომაა. სხვათა შორის, ამავეს წერდა ცნობილი რუსი ფილოსოფოსი - კუშინსკი, შეუძლებელია, რუსეთი განვითარდეს ტოტალიტარიზმის გარეშე. რუსეთში წესრიგი ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ასეთი ტიპის მმართველობის ფორმა. დღეს ელცინის დროინდელ რუსეთს ყველა აძაგებს. ელცინის მუზეუმი რომ დაარსდა, ამაზე პროტესტი გამოხატა იქაურმა საზოგადოებამ, იმდენად მიუღებელი იყო ელცინი რუსებისთვის.
გვინდა თუ არა, დღეს რუსეთის მოსახლეობის 80% პუტინს უჭერს მხარს და პუტინის რეფორმებით კმაყოფილია. მან დაამყარა წესრიგი, ეკონომიკურ სიძლიერეს მიაღწია. იქ არ არის დამშეული ხალხი, სოციალურ ნიადაგზე ბუნტი არ იმართება, როგორც ეს ხდებოდა ელცინის დროს, როცა შიმშილი და სიღატაკე იყო. დეფოლტი იყო ელცინის მმართველობის ტრიუმფი. პუტინმა გადაუსწრო ლეონიდ ბრეჟნევს და, ფაქტობრივად, სტალინის რეკორდზე მიდის. რამდენი ხანია, პუტინი მმართველობის სათავეშია, იგი 18 წელია ხელისუფლების სათავეში და 2030 წლამდეც აპირებს სათავეში ყოფნას. დარჩება კიდეც ამ პოსტზე. ტრამპის გამარჯვებაც რუსული კონსერვატიზმის ერთგვარი გამარჯვება იყო. იდეოლოგიურად პუტინი და ტრამპი ერთ სიბრტყეზე დგანან. ამიტომაც ტრამპი აპირებს რუსეთთან ურთიერთობის განავითარებას, ტრამპისთვის პუტინის კონსერვატიული იდეა უფრო მისაღებია, ვიდრე ობამას ნეოლიბერალური და მაკკეინისეული ლიბერტარიანული იდეოლოგიის ელემენტები. აქ უკვე იდეოლოგიური დაპირისპირების ელემენტები შემოვიდა.
ტრამპი აპირებს ააღორძინოს ეროვნული ეკონომიკა, ეროვნული ტრადიციები, დაუბრუნოს ამერიკას ის ფასეულობები, რომელიც ამერიკამ ცივი ომის შემდგომ პერიოდში გაფანტა. ტრამპი გლობალიზაციის მტერია, როგორც პუტინი. ტრამპი იმიტომ ებრძვის ჩინეთს, რომ ჩინეთმა თავისი სუპერნაციონალური იდეა ამერიკაში დანერგა და ამერიკას შეუტია ნაციონალური იდეების კუთხით. ფაქტობრივად, ამერიკა გადაიყვანა ჩინეთის ეკონომიკის განვითარების კონტექსტში. ჩინეთი გახდა სუპერსახელმწიფო 21-ე საუკუნეში. ჩინური ნაციონალიზმის იდეამ მიაღწია ზენიტს, რაც ჩან კაიშსა და მაო ძედუნსაც არ დაესიზმრებოდა.
ფიქრობთ, რომ ტრამპის განცხადებების შემდეგ სოროსსა და, ასევე, ქართულ არასამთავრობოებსაც პრობლემები შეექმნებათ?
- არასამთავრობოებისადმი ტრამპის დამოკიდებულება შეიცვლება. ჩვენი არასამთავრობო სექტორი, იცით, როგორ არის? ჩვენ მაინც უფრო მომხმარებელი, ანუ მერკანტილისტური საზოგადოება ვართ. ზოგიერთმა ჩვენმა არასამთავრობომ ლიბერტარიანული იდეა მოირგო სწორედ ფინანსებიდან გამომდინარე. ეს სამწუხარო რეალობაა. ახლაც საითკენაც გადაიხრება ღერძი, ტრანსფორმაცია იქითკენ წარიმართება, რადგან იდეოლოგიური ბაზა ჩვენთან მყარი არ არის. ამიტომაც შეიცვლება არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ტემპები და ელემენტები, რადგან დაფინანსების ფორმა შეიცვლება. ლიბერალებისგან და ნეოლიბერალებისგან ფინანსური დახმარება უკვე ვეღარ წამოვა. განსაკუთრებით, ამერიკისგან ამ ტიპის დახმარება შეჩერდება, ტრამპი შეაჩერებს პირდაპირ დახმარებას, რომელიც მოდიოდა ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან დემოკრატიის მხარდასაჭერად. ამის ინდიკაცია ის არის, რომ ტრამპმა მთლიანად შეაჩერა პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი ბიზნესპროექტები.
სოროსსაც უკვე შეექმნა პრობლემები. სოროსის ფონდის კულმინაციური პერიოდი დაემთხვა 2002-2003 წელს, როცა ამ ფონდმა საქართველოში თავის ზენიტს მიაღწია. შემდგომ იყო ერთგვარი დაცემა, დაფინანსების გამოყოფის დინამიკა დღეს შემცირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა უკვე არამომგებიანი გახდა და ფილანთროპიის დონეზე გადავიდა. ამით შეიძლება მხოლოდ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილო. ადრე კი შექმნიდი არასამთავრობო ორგანიზაციას და შეგეძლო გრანტებით გესულდგმულა. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საქართველოში უკვე ჩაკვდა და მილევადობისკენ მიექანება.
არასამთავრობოები უმცირესობების უფლებების ზედმეტად დაცვას გვავალდებულებდნენ. ახლა შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და ტრადიციული ღირებულებების დამცველი არასამთავრობოები შეიქმნას.
- ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ასევე ხდება ევროპაშიც, ამერიკაშიც. ახლა უკვე იწყება დახურული საზოგადოების განვითარების ხანა. ვარდების რევოლუცია იყო ნეოლიბერალების ექსპერიმენტი ისევე, როგორც ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და თქვეს, რომ ისინი აპირებდნენ კარგი საზოგადოების შექმნას. სხვათა შორის, ბოლშევიკებიც თავის დროზე კარგი იდეებით მოვიდნენ, გლეხებს დაურგეს მიწები, მუშებს მისცეს ქარხნები, დაიწყეს რეფორმები, რაც ნიკოლოზ მეორის პერიოდში არ ტარდებოდა. ნეპი-ს (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) დროს საბჭოთა რუსეთმა განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია. ნეპი რომ დარჩენილიყო, საბჭოთა კავშირი სულ სხვა დონეზე განვითარდებოდა, მაგრამ ნეპი-ს შემდეგ სტალინსა და ტროცკის შორის დაპირისპირება მოხდა და სტალინმა რეპრესიული მექანიზმები განახორციელა. სხვათა შორის, ბოლშევიკების დროს ეროვნულმა უმცირესობებმა სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა მოიპოვეს. თუნდაც ფინეთმა, პოლონეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა. დე იურედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პირველად სწორედ რუსეთმა აღიარა. რატომღაც ატროფირებული დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი ისტორიის მიმართ. 1918-21 წლებთან დაკავშირებით ბევრი მითი გაჩნდა.
1921 წლის თებერვალში მარტო ბოლშევიკური რუსეთი არ შემოჭრილა, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ერთდროულად ოსმალებმა, ანატოლიის ჯარებმა შემოუტიეს და ეს იყო რუსეთ-ოსმალეთის ერთობლივი აქცია. იმავე ბოლშევიკებმა შემოიღეს მაქსიმალური თავისუფლება. ეს ტროცკის იდეა იყო, მათ შორის, პირველად შემოიტანეს თავისუფალი სექსი, ლგბტ-თა უფლებების დაცვა, ვიდრე ნეოლიბერტარიანელებმა, დღეს რომ იცავენ უმცირესობებს. მერე უკვე ბოლშევიზმში კონსერვატორული ფრთა დაუპირისპირდა ნეოლიბერტარიანულ ფრთას და სტალინმა რომ გაიმარჯვა, განახორციელა თავისებური პოლიტიკა. იქაც იყო დაპირისპირება ღია და დახურულ საზოგადოებას შორის. ეს ყველაფერი არახალია და ყველაფერი მეორდება.
თავისუფლებასაც აქვს საზღვარი. არ შეიძლება ყველაფრის თავისუფლება. აბსოლუტური თავისუფლება კანტმაც უარყო. აღვირახსნილ თავისუფლებას საზოგადოება მიჰყავს ანარქიისკენ. ამიტომ საზოგადოებამ უარი უთხრა ანარქიას. აქედან გამომდინარე, ფსევდო არასამთავრობოების ხელშეუხებლობა დამთავრდება. ლგბტ-ების იდეოლოგიის თავს მოხვევა არ შეიძლება. ესენი არიან ავადმყოფები და ავადმყოფებს უნდა მიხედონ შესაბამისი კლინიკური ჩარევის ფორმებში.