„ISIS-ის ქსელი არა მარტო საქართველოს კონტროლირებად, არამედ უკონტროლო ტერიტორიებზეც არსებობს“

„ISIS-ის ქსელი არა მარტო საქართველოს კონტროლირებად, არამედ უკონტროლო ტერიტორიებზეც არსებობს“

ISIS თანამედროვე სამყაროსთვის მთავარი საფრთხე გახდა. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან ახლო აღმოსავლეთში, სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე მოქმედებს, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. საერთაშორისო ტერიტორისტულ ორგანიზაციას მიმდევრები ჰყავს საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ISIS-სგან მომდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგას. თუმცა, ანალიტიკოსები გამორიცხავენ პირდაპირი საფრთხის არსებობას.

მართალია, ბრძოლის ხაზი უშუალოდ საქართველოს საზღვრებთან, ან უფრო მეტიც, საზღვრის შიგნით შეიძლება არ გაჩნდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას თავისი გეგმები და იდეები გააჩნია და ამასვე ადასტურებს 2015 წლის 24 ივნისს შექმნილი „კავკასიის ვილაიეთი“ რომელიც ჩრდილო კავკასიას მოიცავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობიდან და მაღალმთიანი აჭარიდან წასული საქართველოს 50-100 მოქალაქე დაეშის რიგებში იბრძვის. ამავე ანგარიშში, რომლითაც 2015 წლის მდგომარეობით შეფასებულია მსოფლიო ტერორისტული საფრთხეები, საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, დათმობილი აქვს ცალკე თავი. საქართველო აღიარებული იქნა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრად, რომელმაც დახვეწა კანონმდებლობა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ანალიტიკოსების შეფასებით, ძირითადი პრობლემა რეკრუტირებული და იდეოლოგიზირებული მეომრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩნდება, რადგან ისინი რადიკალიზაციის პოტენციურ წყაროს წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით სირიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს დავით ბორჩაშვილი, რომელიც სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის.

2015 წლიდან დღემდე საქართველოში ISIS-ის წევრობისთვის 11 პირია პასუხისგებაში მიცემული. მთავრი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პროცესები უარყოფითად აისახა კავკასიის რეგიონზე, მათ შორის - საქართველოზე.

როგორ ანგარიშშია ნათქვამი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ტერორიზმის საფრთხის აღმოსაფხვრელად - მოხდა ტერორისტული დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენა და მათ ქმედებებს მიეცა სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, 2015-2016 წლებში ტერორისტული დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პირების მიგრაცია „ისლამურ სახელმწიფოში“.

ხოლო ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, რომელთაგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 10 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ საქმე იხილება არსებითად. თუმცა, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ამ დრომდე იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები. 2012-2016 წლების მონაცემებით, სირიაში 24 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აქედან უმრაველესობა პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტია. დაღუპულთა შორის არიან გურიის, აჭარისა და კახეთის მუსლიმი თემის წარმომადგენლები.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საქართველოში ISIS-ის კარგად ორგანიზებული ქსელი მოქმედებს, ძირითადად გამოყენებულია ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც სოცილაურ მედიაში აქტიურად მიდის პიარპროპაგანადა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბრძოლო ოპერაციები მიდის მოსულთან, თურქეთ-სირიის საზღვარი ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც სხვა საზღვრები. კორუფცია მაინც არსებობს, ამას ემატება სხვა ფაქტორებიც. ჰყავთ ფინანსური მხარდამჭერები და გარკვეულწილად ფინანსურ ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში.

მინდა გითხრათ, რომ სიარიაში ქართული წარმოშობის სამი მაღალი თანამდებობის პირები მოქმედებს. მარტო თარხან ბათირაშვილი არ იყო მთავარი ფიგურა, თუმცა მისმა სიკვდილმა კიდევ უფრო აამაღლა მისი სტატუსი „მეომრებში“, მითიური გმირი გახდა. შესაბამისად, შეიძლება ამ ფაქტორმა კიდევ უფრო გაზარდოს მისი მიმდევრების რაოდენობა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

როგორც მაისაია აცხადებს, საქართველო საერთაშორისო ტერორიზმში გადაჯაჭვულია იმის გამო, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, სახმელეთო კორიდორის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს მიმართულებით არა მარტო ISIS-ის, არამედ თალიბებს და ალ-ქაიდაც აქვს დაინტერესება.

„11 ადამიანი ნამდვილად არ არის ცოტა, რადგან მათ ჰყავთ მხარდამჭერები და გულშემატკივრები. ეს არის ოფიციალური მონაცემები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით საიდუმლო ვითარებაში რამდენი ადამიანის აღრიცხვა მოხდა. ვფიქრობ, სწორი არ იქნება მხოლოდ პანკისზე ყურადღების გამახვილება. პანკისიდან შეიძლება ყველაზე ნაკლები რაოდენობა იყოს წასული. ქვემო ქართლი და აჭარის რეგიონი - ამ მიმართულებით უფრო გავამახვილებდი ყურადღებას. იმიტომ, რომ ქვემო ქართლიდან რამდენი შეუერთდა ISIS-ის რიგებს არავინ იცის.

გარდა ამისა, საკმაოდ ძლიერია აფხაზური სეგმენტი. მოგეხენებათ, რომ აფხაზეთში არიან სირიიდან ლტოლვილები, აქიდან რამდენია კარგად შენიღბული ISIS-ის აგენტური ქსელი, ეს არავინ არ იცის. აფხაზეთი ნოყიერი ნიადაგია ასეთი ტიპის ტერორისტული ჯგუფების საქმიანობისათვის. ISIS-ის ქსელი არა მარტო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ უკონტროლო ტერიტორიაზეც არსებობს“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ საერთაშორისი ტერორიზმი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდიდან შემოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხარს უჭერდა ტერორისტული ქსელის შემოსვლას, რაც ელიტარული კორუფციის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო.

„წინა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ტერორისტებთან ახორციელებდა სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორობის პოლიტიკას. გია ლორთქიფანიძის და ახმედ ჩატაევის მეგობრობაც ამას ადასტურებს. ლაფანყურის ოპერაციამდე დაიწყო საქართველოში სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისი ტერორიზმის შემოსვლა. მხარდაჭერილი იყო ხელისუფლების მიერ და ამ გზით იყვნენ ელიტარულ კორუფციულ ქსელში ჩართულნი. ეს დამტკიცებული იქნა ფაქტებით, რის გამოც გადადგა ოდესისი პოლიციის შეფი ლორთქიფანიძე. უკრაინელმა ჟურნალისტებმა დადეს ფაქტები, რომლითაც დასტურდებოდა ლორთქიფანიძის კავშირები ISIS-ის წარმომადგენლებთან, ამის მერე უკრაინის შს მინისტრმა მოსთხოვა მას გადადგომა, რასაც იმავე დღეს მოჰყვა სააკაშვილის გადადგომა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, საიდუმლოს არ წარმოადგნეს, რომ ISIS-ის საქართველოში ჰყავს მიმდევრები და აქვს თავისი ქსელი. რაც შეეხება 11 პირის პასუხისგებაში მიცემას, არაშეიძე ამბობს, რომ რთული სათქმელია, ეს რიცხვი დიდია თუ მცირეა. თუმცა ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი არ მეტყეველს იმაზე, რომ საქართველო გლობალური საფრთხის ნაწილია.

„საქართველოში, რომ ეს უბედურება არსებობს, არავისთვის საიდუმლო არ არის. ჩვენი სპეცსამსახურები და შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით სიტუაციას აკონტროლებენ. ერთადერთი გამონაკლისია აზერბაიჯანული მოსახლეობა და მათი წარმომადგენლები, რომელმებიც ვითონ სამუშაოდ მიდიან აზერბაიჯანში, ან თურქეთში და მერე უკვე რთულია მათ კვალზე გასვლა. თუმცა, ამ მიმართულებითაც შემცირდა აქტივობა. ბოლო დროის განმავლობაში პანკისიდან არავინ არ წასულა ISIS-ში საომრად, რადგან აქაური სალაფიტების ლიდერები გაემიჯნენ „ისლამურ ხალიფატს“ და მასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ“, - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, რასაკვირველია, ტერორისტული ქსელი არსებობს საქართველოში, თუმცა ტერორისტულ აქტებს და შეტევას სახელმწიფო დაწესებულებებზე, თუ მოქალაქეებზე არ ვარაუდობს.

„მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით მუშაობა რასაკვირველია, მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ამ მუშაობით შემოიფარგლებიან, რადგან გაემიჯნენ ისლმაურ ხალიფატს. ვიღაცას ჰგონია, რომ ისინი ნაკლებად სახიფათოები არიან სახელმწიფოსთვის. თუკი ეს ქსელი შენარჩუნდა, მომავალში როგორ მოიქცევიან, ეს საკმაოდ რთული სათქმელია. ვიმეორებ, დღეს პანკისის ხეობიდან ნაკლები საფრთხე მოდის, ვიდრე პერიფერიული რაიონებიდან, როგორც არის აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული რაიონი, ასევე, აჭარა-გურიის ზოგიერთი კუთხე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, რომლის განცხადებით, მთელი რიგი საკითხებია, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მისი თქმით, ახალგაზრდების ISIS-ის იდეოლოგიის ქვეშ მოქცევა ერთიანად წარმოადგენს პრობლემას როგორც ქვეყნისთვის, ასევე რელიგიისთვის.

„პროპაგნადა, რომ მუსლიმები არიან რადიკალები, ამის შეჩერებას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება. ჩვენ, სასულიერო პირები აქტიუტად ვართ ჩართული ახალგაზრდების განათლების კუთხით, რომ საზოგადოებამ შეისწავლოს რა არის ჭეშმარიტი ისლამი. ჩვენი კუთხით ეს კეთდება პრობლემის აღსაკვეთად. ჩვენ გვაქვს რელიგიური სკოლები და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სკოლებში ბავშვებისთვისას ხელმისაწვდომი იყოს ლიტერატურა, ასევე მეჩეთებში ტარდება აგიტაცია, რომ ტრადიციული ისლამი საქართველოში საუკუნეებიდან მოდის და, რომ ისლამი არის მშვიდობის და ურთიერთ სიყვარულის რელიგია. მაქსიმალურ ვცდილობთ, რომ ყველა წინამძღვარი იყოს ჩართული ამაში და ხალხს შთააგონოს რა არის ნამდვილი ისლამი. განათლება არის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ბეგლარ ქამაშიძე.

თეოლოგის თემურ გიორგაძის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრობისთვის 11 პირის პასუხისგებაში მიცემა, საქართველოსთვის დიდი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინეთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა რაოდენობას. თეოლოგი ამბობს, რომ ადამიანების ტერორისტული ორგანიზაციის მახეში გაბმას ხელს უწყობს გაუნათლებლობა და სოციალური მდგომარება.

„ძალიან დიდი წვლილი აქვს განათლების ნაკლებობას. არ ვგულისხმობ მხოლოდ ისლამურ განათლებას, არამედ საუბარია ზოგად განათლებაზე. რადგან ისლამის კუთხით ვასუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ისლამის კუთხით განათლება. ჩვენ მუსლიმები, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალებით ვცდილობთ ვიმუშოთ განათლების კუთხით. როდესაც ადამაინს არ აქვს განათლება, არ იცის რა არის ისლამი, რა ხდება მსოფლიოში, აქ უკვე ერთვება ფული და იდეოლოგია. გაუნათლებელი ხალხის ფულით მოსყიდვა არ არის ძალიან რთული.

ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან მარტვივად ხდება ადამიანების გადაქაჩვა ტერორისტულ ორგანიზაციაში. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს გაუნათლებლობა, სოციალური მდგომარება და ბევრი სხვა ფაქტორი. ყველა იმ რეგიონში, სადაც განათლების კუთხით გვაქვს ნაკლებობა, აუცილებელია, რომ უფრო მეტი გაკეთდეს, ვიდრე დღეს. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური მდგომაროების გათვალისწინება, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩნდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მახეში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თემურ გიორგაძე.