„ჯორჯიან თაიმსისა“და „გორბის“ მე-17 ბიზნესრეიტინგი

„ჯორჯიან თაიმსისა“და „გორბის“ მე-17 ბიზნესრეიტინგი

„გარდენ ჰოლის“ ულამაზეს დარბაზში, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ორგანიზებით, გრანდიოზული, რიგით მე-17 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

მედია ჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი” და კომპანია „გორბი“ ბიზნესრეიტინგს ტრადიციულად, 1995 წლიდან ატარებს.

ღონისძიებაში სულ 25-მა საუკეთესო ბიზნეს კომპანიამ,  ათმა ინვესტორმა და სამმა კონკურსგარეშე  კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანიად  „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“   და დავით ზუბიტაშვილი  დასახელდა, რომელიც, ასევე, გრამპრის მფლობელიც გახდა. სპეციალური  ორდენი - დავით ზუბიტაშვილს „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა - მალხაზ გულაშვილმა და ქალაქის მერმა გადასცეს.

ღონისძიებაში მონაწილე 10 საუკეთესო კომპანია /ინვესტორიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ „ომეგა ჯგუფი“ და ზაზა ოქუაშვილი დასახელდა. 

ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლე იყო – საქართველოში პირველად, ინვესტორთა დაჯილდოება “Investment Awards” ჩატარდა, რომლის მიზანსაც ინვესტორების და საუკეთესო საინვესტიციო პროექტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

წელს სიახლე იყო ასევე სახელმწიფო კომპანიის ნომინაციაც, სადაც, გამარჯვებულად „საქართველოს რკინიგზა“ და მამუკა ბახტაძე გამოვლინდა.

ღონისძიებას 35 მედია საშუალება აშუქებდა, რომელებიც, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

ასევე, გამოვლინდა  ჟურნალისტების სიმპათია (საუკეთესო რესპოდენტი) და მისტერ შარმი   და  ორივე ნომინაციის გამარჯვებულად სოსო ფხაკაძე დასახელდა.

სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდნენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, - გადაეცა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც ძვირფასი ლითონებისგანაა დამზადებული.

საუკეთესო ინვესტორი ჟიურის საფუძველზე გამოვლინდა, ხოლო, საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი თავად კომპანიებმა, ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლინეს. 

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოვების ღონისძიება ტვ „პირველის“ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. 

ბიზნეს რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს  ესწრებოდნენ და სპეციალურ ჯილდოებს გადასცემდნენ: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტები და ქალაქ თბილისის მერი. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები და დამოუკიდებელი ექსპერტები. 

„ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს დაჯილდოვების ღონისძიებას, ტრადიციულად, სამომავლოდაც გეგმავს.

- See more at: http://award.com.ge/4129-vakethebth-imas-rac-vicith-biznes-reitingi-2015-2016.html#sthash.m7vCPuO5.dpuf