„ფიზიკურ საზღვრებს პატივს სცემს, თუმცა, გულში საზღვრების გავლება შეუძლებელია, ნუთუ შესაძლებელია, რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება“, - ეს განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აქვე აღნიშნა, რომ თურქეთი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ძმებს ვერ მიატოვებს.
როგორც თურქეთის ლიდერი ამბობს, თურქეთი მხოლოდ თურქეთი არ არის. 79 მილიონი მოქალაქის გარდა, ის ასევე პასუხისმგებელია ასობით მილიონ ძმაზე იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელთანაც თურქეთს ისტორიული და კულტურული კავშირები გვაქვს.
„ზოგიერთები გვეკითხება, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, მთიანი ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილოეთ აფრიკით? თუმცა მათგან არავინ ინტრესდება, რომ არც ერთი ამ ადგილიდან ჩვენთვის უცხო არ არის. ნუთუ შესაძლებელია, რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება? როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფი, ალეპო, მარდინი, ჰასაკა, სირტე და მოსული ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან?“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
გარდა ამისა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს. შესაბამისად, ერდოღანი აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ თრაკიას“ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
თურქეთის პრეზიდენტის ამ სკანდალურ განცხადებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი ახსნა-განმარტების მისაღებად არ გამოუძახებიათ. ზექი ლევენთ გურუმჩქუმ განმარტება მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ბათუმი - საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. ელჩის განცხადებით, საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით.
„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატერებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით“, - აცხადებს ზექი ლევენთ გურუმჩქუ.
ელჩის განცხადებით, თურქეთი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ ძლიერად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი - საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, - განუცხადა ზექი ლევენთ გურუმჩქუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
ერდოღანი არ არის ერთადერთი, რომელიც რიზესა და ბათუმის შორის განსხვავებას ვერ ხედავს. დაახლობით 3 წლის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნე უკვე ის გვერდია, რომელიც გადაფურცლეს და ახლა დაამყარებენ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის.
„ამჯერად ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით, არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ, ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. ვამბობ რა ამას ჩვენ ვიღებთ მათ გამოწვევას, რომლებიც ცეცხლს გაგვიხსნიან, ბრალს დაგვდებენ ნეო-ოსმალიზმში, მაგრამ თუ ასეა ისინი რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა რატომ არ იწოდებიან ახალ რომაელებად“, - აღნიშნა აჰმედ დავითოღლუმ.
ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, რეალურად საქმე გვაქვს გარკვეულ კომპექსთან, რომელიც თურქეთს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაძლიერდა რეგიონში, გახდა წამყვანი ეკონომიკური ძალა და რეგიონალური ლიდერის როლზე გაუჩნდა ამბიციები. თურქეთის ლიდერის ამ პრეტენზიების დასაბურებას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ისტორიული პარალელებით ცდილობს და ამით მხოლოდ საწინააღმდეგო ეფექტს იღებენ.
ანალიტიკოსების განმარტებით, არსებობდა ოსმალთა იმპერია, რომელშიც მრავალი წლის განამავლობაში საქართველოს ნაწილიც შედიოდა, მაგრამ ასევე შედიოდა დღევანდელი ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი და არაბული სახელმწიფოების უმრავლესობა, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტირებას თურქეთის პირველი პირი.
ყოფილი საგარეო საგარეო საქემეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა გამოსვლისას თურქეთის ოსმალთა იმპერიის დროინდელი პერიოდი მოიგონა, რაც მისივე თქმით, პირველად საზოგადოებას თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავითოღლუმ გაახსენა, რასაც მაშინაც მოჰყვა მტკივნეული რეაქცია.
„იმპერიული წარსული, არც ერთი ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ხალხებს სასიამოვნო მოგონებად არ აქვთ ხოლმე. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის რაიმე ტერიტორიულ პრეტენზიაზე. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ ამ მეტად დაძაბულ და გაუკველობით აღსავსე რეალიებისას, რომელიც ჩვენს რეგიონშია, ვფიქრობ, რომ ყველა შეფასება მეტად ფრთხილად უნდა კეთდებოდეს. მე პირდად მგონია, რომ ეს უპირველესად თვით თურქი ხალხის და თურქეთის ინტერესებშია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრიას ირაკლი მენაღარიშვილი.
ექსპერტი სოსო ცინცაძეაცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის განცხადება არის ის საფრთხე,რომელიც ამ წუთას არ ჩანს. ცინცაძე ამბობს, რომ საზღვრების საკითხი არ დადგება, მაგრამ დაგება რეფერენდუმის საკითხი, რომელსაც ორგანულად მიბმება საზღვრებიც.
„ეს არის სწორედ რბილი ძალა. თურქეთი ერთერთი მეზობელი ქვეყანაა, რომელიც თითქოს აღიარებს საქართველოს საზღვრებს, მაგრამ თან არ აღიარებს. თეორიულად ყველა აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ პრაქტიკულად - არა. ეს იმდენად სკანდალური განცხადებაა, რომ რასაკვირველია ელჩი გამოძახებული უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოფიციალურად უნდა მოეთხოვოს პასუხი.
გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ერდოღანს უნდა მოეთხოვოს განმარტება. უმჯობესია, რომ თავის საზღვრებს მიხედონ თურქებმა, ვხედავთ ქურთებთან რა ამბავი აქვს ატეხილი. მაგრამ არავის არ აწყობს ამ თემაზე საუბარი. დღეს პრიორიტეტი არის ერთი საკითხი, პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი და როგორმე დადგინდეს სახელიუფლებო ვერტიკალი. აი ეს არის პრიორიტეტი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება ერდოღანის განცხადებას, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით 1920 წელს თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს. შესაბამისად, „აღმოსავლეთ თრაკიას“ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ექსპერტი აცხადებს, რომ ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელიც არის სახელმწიფოს წარმომქმნელი.
„ჩემთვის პირადად არავითარი სენსაცია არ იყო ერდოღანის განცხადება, მოსალოდნელიც იყო. ერდოღანს უჭირს. თუ აქამდე კიდევ ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი და თავის შინაგან ანატომიას მალავდა, ახლა, როდესაც დარწმუნდა, რომ ევროკავშირში მას არასოდეს არ მიიღებენ, შეუძლება თქვას, რომ რუსეთის მხრიდანაც გაიმაგრა ზურგი, მივიღეთ ეს შედეგი.
უკვე ღიად ლაპარაკობს იმას, რასაც 3 წლის წინ მისი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლაპარაკობდა. მაშინ ერდოღანი ჩუმად იყო, მაგრამ დღეს თავად ლაპარაკობს. ჯერ ერთი 1920 წლის ხელშეკრულება სულ სხვა რამეა და 1922 წლის ხელშეკრულებაც სულ სხვა რამეა. არც ერთ ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ამდენი ტერიტორიები თურქეთს უნდა ჰქონოდა.
უბრალოდ მაშინ იყო ორი დიქტატორი. ლენინი და ათათუქრი შეთანხმდნენ, რომ ერთად ებრძოლათ. ასე რომ, ედოღანის განცხადებაში ადგილი აქვს ისტორიის გაყალბებას. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა გადაისინჯოს, ელჩი ამბობს, არა რიზე - თურქეთია და ბათუმი - საქართველოა, ამ დროს ბათუმში დღეში ათი მეჩეთი შენდება და იხსნება თუქული სასწავლებლები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.