არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. ასე რომ პარტიის მიკერძოებას ვერავინ დამაბრალებს.არც თანამდებობის, არც პარლამეტის წევრობის სურვილი არასდროს მქონია. მიმაჩნია, რომ ძლიერი იურისტების, ეკონომისტების, პოლიტიკასი გამოწვრთობილთა ასპარესია (ღმერთმა უმრავლოს ჩემ სამშობლოს ასეთები). და არა თბილი სკამის მაძებართა ადგილი.
მე ცხონებულ ზვიად გამსახურდიას გვერდით, ჩემს ათასობით თანამებრძოლთან ერთად რიგით ჯარისკაცად ვიდექი. მერაბ კოსტავას გარეშე დარჩენილმა მარტომ რომ იბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
მერაბმა გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვაო-გაიგონებ დღესაც. ამას ისინი ამბობენ ვისაც ენდო, გვერდით დაიყენა, მაგრამ ვაი, რომ ზუსტად მათ უმუხთლეს. წელიწადი არ აცალეს, პროვოკაციები დაიწყეს, ქვეყანა ბრძოლის ველად აქციეს და ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მას შემდეგ საქართველო ვერა და ვერ გასწორდა წელში.
დღევანდელი სიტუაცია იმ დროს ხომ არ გახსენებთ თანამემამულენო!ვინც ბიძინა ივანიშვილმა გვერდით დაიყენა, თანამდებობები ჩააბარა, დღეს აუმხედრდნენ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გააჩაღეს.
24 საათიის განმავლობაში მიდის ხელისუფლების ლანძღვა ნაცმოძრაობის, მისი სატელიტი პარტიების და არასამთავროების მხრიდან.
ეს არასამთავრობოები სოკოებივით მომრავლდნენ. თითო მოქალაქეზე მგონი ორი სამთავრობო მოდის. ვინ აფინანსებს, ვისი დირექტივებით მოქმედებენ?
სამმილიონიან ქვეყანაში ამდენი არასამთავრობო და ფსევდო ოპოზიციური პარტია გადაგრევს. ისინი რომ ერტი სამშობიაროდან არიან იქიდანაც ჩანს რომ, გამონათქვამებიც ერთნაირი აქვთ-უნიათო მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი! მის ხელში გაუფასურდა ლარიო, იმას არ იხსენებენ რა მემკვიდრეობა დაუტოვეს დღევანდელ ხელისუფლებას. რა დაახვედრეს ხაზინაში, მსოფლიო ბანკის თუ სავალუტო ფონდის რამდენმილიარდიანი ვალები დაუტოვეს გასასტუმრებლად? იმ მილიარდების ბედი მხოლოდ სააკაშვილმა იცის.
ბოლო სამ წელიწადში მსიფლიო საფინანსო არეულობაში, რომელმაც საქართველოშიც გამოიწვია ძლიერი ფინანსური რყევა, ნაციონალები არასამთავრობოებთან ხმა შეწყობით ოცნების ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს არც ახსენებენ.
ნებისმიერ საკითხზე წივიან და კივიან.
სამედიცინო რეფორმას აკრიტიკებენ, სოფლის მოსახლეობის ხელშეწყობის პროგრამას, მათ დაკრედიტებას, როცა სახელმწიფო კრედიტების უმეტეს წილს უფარავს-უწუნებენ. მთის კანონი არ მოსწონთ. რომელი ერთი გავიხსენო, მოკლედ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი საზიანოა.
აი, ნაცმოძრაობა ფრთიანი აგელოზების ნაკრებია. ხალხზე ზრუნვა მისი წევრების მიზანი. მათი მმართველობის ცხრა წელიწადი ია-ვარდებით იყო მოფენილი.
აბა ეს ღვთისნიერები ხო არ სცემდნენ კობა დავითაშვილს და ვალერი გელაშვილს სასიკვდილოთ. ეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა. ხალხზე ზრუნვით იძლეოდა ბრძანებას ვანო მერაბიშვილი - „ორი ტრუპი“ მჭირდებაო. მიტინგის უმოწყალო დარბევისას გიგი თარგამაძე რომ გაჰკიოდა, „სულს ამოგხდით ყველასო“, ის ხომ დამრბევებს ემუქრებოდა მომიტინგეებს კი არა. აბა ეგ ხომ არ აიტანდა პიონერთა სასახლის გვერდით, მაღაზიის სახურავზე ორი კაცის გვამს. აი, ბიზნესმენებს რომ შუაღამის მიათრევდნენ ნოტარიუსებთან და ქონებას ართმევდნენ, ისინი ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული უცხოპლანეტელები იყვნენ.
ქვესკნელამდე ღრმად პატივცემულ არასამთავრობოებს წიოკი რომ აქვთ ატეხილი - ხელისუფლება უგონებს ნაციონალებს დესტაბილიზაციის მზადებასო, მაშინ რამოტ ჰქონდათ გადაყლაპული ენა, როცა მატი სათაყვანებელი ნაციონალები „გონივრული ეჭვით“ ქუჩაში უმოწყალოდ ხვრეტდნენ ახალგაზრდებს!
დღე და ღამ კორცხელი რომ აკერიათ პირზე, მეც გამიჩნდა „გონივრული ეჭვი“, რომ ეს ნაციონალების პროვოკაციაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა კადრში გამოჩნდა ძირს დაცემული ბოკერია როგორ ფართხალებს, რომ ფეხზე არ წამოეყენებინათ, სანამ არ გადაუღებდნენ. რა უნდოდა ნაცმოძრაობის მთელ ელიტას კორცხელში? ხომ არის ეს საეჭვო?
ბოლო წლების გლობალურ ფინანსურ არეულობასი ხელისუფლება ყველა დანაპირებს რანაირად შეასრულებდა? ჰოდა, არის წივილ-კივილი ატეხილი-ხელისუფლება სამუშაო ადგილებს არ ქმნისო. რომ ფაბრიკა ქარხნებში შექმნას?! წინა ხელისუფლებამ პირწმინდად რომ დაშალა და ჯართად გაყიდა უცხოეთში? ტრამვაი და ტროლეიბუსიც რომ არ დატოვა და უმაღლესი ხარისხის ფოლადის რელსები და სუფთა სპილენძის მავთულიც უცხოეთის გზას გაუყენა? თუ სააკაშვილი ტელეკამერების წინ ავტობუსებით რომ მიაყენებდა სამუშაოს დასაწყებად ახალგაზრდებს და ერთი კვირის მერე ის წარმოება გამქრალი იყო? გახსოვთ? ჰოლანდიიდან ჩამოწერილი გარემონტებული ავტობუსები ახლის ფასად რომ შემოიტანეს? ნეტავ ვინ მოითბო იმ თანხით ხელი?! დღეს კი ნაციონალები ხელისუფლებას ადანაშაულებენ კორუფციაში.
ერთი ვაი-უშველებელი რომ ატეხეს არასამთავრობოებმა, არიაქა საბურთალოზე ხეები იჭრებაო. მწვანე ნარგავების განადგურება რა თქმა უნდა ბოროტებაა, მაგრამ ბაგებიდან წყნეთამდე რომ იჩეხებოდა ყველაფერი და სახლები წამოჭიმეს, ან აღმაშენებლის გამზირი რომ გატლიკეს ხეებისგან, მაშინ კრინტი არ დაუძრავთ.
გადაცემა „არჩევანში“ ვუსმენდი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს სამეგრელოდან. ისინი „მკაცრად“ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების უყურადღებობაში. ის ავიწყდებათ, ან განგებ ივიწყებენ, რომ სოფლის პროდუცქციას ბაზარი სჭირდება. ბაზარი კი, ჩვენ რუსეთის გარდა არ გვქონდა და არც გვექნება. ევროპა-ამერიკა თავის ბაზარზე არ გვიშვებს. მხოლოდ თავისი გენმოდიფიცერებული საქონლის ბაზრად ვჭირდებით. იმ პროდუქტების, რომელსაც მატლიც არ ეკარება. 500 ბოთლი ღვინის გატანა ბაზრის გახსნას არ ნიშნავს, დამეთანხმებით. თუ ბაზარი არ გვექნა, არაფერი გამოვა.
რა ქნას ხელისუფლებამ? რუსეთის ხსენებაზე ნაც მოძრაობა და კიდევ რამდნეიმე, პარტიად წოდებული, არასამთავრობოებიანად ლოყებს იფხაჭნიან. ნუ აბოლებთ მოსახლეობას დასავლეთის სამოთხით, ჯერ გავერკვეთ, რას მივიღებთ ჩვენთვის სასიკეთოს მათთან ჩახუტებით. ისე არ გამოვიდეს, როგორც მუხრან მაჭავარიანმა ბრძანა - რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა სულხან საბამ ლუდოვიკოს სასახლედან!
რუსეთის აგენტები შემოგვესიენო! თითქოს მე დავარქვი დალის ხეობას, კოდორს, ზემო აფხაზეთი.
ქსნის ხეობა, ახალგორი სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში გავაერთიანე (ტყუილად იბრალებს სააკაშვილი ჩემი დამსახურებააო). ჩემი ბრძანებით დაბომბა სააკაშვილმა ცხინვალი და იქ განთავსებული ცისფერჩაფხუტიანების რუსეთის ბაზა, რათა მეორე დღესვე შემოსულიყო როკის გვირაბს იქით ჩასაფრებული რუსეთის ჯარი.
ჩემი მითითებით ნაციონალების ბობოლები გუბერნატორიანად ქეიფს არ აკლებდნენ რუს გენერლებს და მძღოლადაც ემსახურებოდნენ.
ან ეს ვიზა-ლიბერალიზაცია რას გვაძლევს, იცის ვინმემ? მგონი სამი თვე ევროპაში მოგზაურობას, ოღონდ საკუთარი ფულით, მუშაობის უფლების გარეშე.
ვაი, თუ ლტოლვილთათვის საზღვრის გახსნის ვალდებულებასაც ნიშნავს! მერე რა ვქნათ? ხომ ხედავთ, რა უბედურება ტრიალებს ევროპაში?
დღეს რომ ხელისუფლებას ფინანსურ პოლიტიკას უწუნებს ამხანაგი რომან გოცირიძე, ალბათ ჰგონია დაგვავიწყდა ქვეყნის ფინანსურ სათავეებთან რომ იყო ვანო ჩხატარაშვილთან, ზაზა სიორიძესთან და შევარდნაძესთან ერთად, რა აფიორა გააკვარახჭინა 1993 წელს.
მაშინ შევარდნაძემ ტელევიზიით განაცხადა: ჩვენ შევქმენით „ახალი ქართული ბანკი“ ვინც ამ ბანკში გადმოიტანს თანხას დიდ დივიდენდებს მიიღებს. მე და ჩემ ვაჟს 1991 წელს, თბილისის ომის დროს დაზარალებულებს უცხოეთიდან გვქონდა გადმორიცხული თანხა. სხვებთან ერთად ჩვენც გადავიტანეთ 580000 ათასამდე მანეთი (მაშინ ეს უზარმაზარი თანხა იყო). გადიოდა დრო, ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმოდა, სად წავიდა ჩვენი ფული. მხოლოდ 1995 წელს, როცა გოცირიძემ კუპონები „გააჩალიჩა“, დაგვირიგეს წიგნაკები (ახლაც შენახული მაქვს), ბანკი კი გაქრა. სახელმწიფოს დაარსებული ბანკი ხალხო!
დღეს ხალხის გასაჭირზე თვალზე ცრემლმომდგარ გოცირიძეს კი ნაცმოძრაობიდან პარლამენტი მოხვედრა უნდა.
როცა დავით ბაქრაძემ ზუგდიდში ბრძანა: რეგიონი უპატრონოდაა მიტოვებული.
ახლა - სანდრა რულოვსი აირჩიეთ და აგაყვავ-დაგასახლებთო. ხალხმა ხელისგულები დაიწითლა ტაშით.
ზუგდიდელებს მგონი მეხსირება ღალატობს. თუ არ ვცდები 2012 წელს არჩევნებში როლანდ ახალაიას სიხარულით და ერთსულოვნად მისცეს ხმა და ნეტავ უპატრონობას ვის აბრალებენ? აირჩიეთ, აირჩიეთ ნაციონალების ჯილა და რა ჩიტსაც დაიჭერთ ნახავთ! (არ მჯერა, მაგრამ ზუგდიდში ისიც თქვეს, ალასანიამ დაუთმო ახალაიასო)
არჩევნები გაყალბდებაო! უკვე გაჰკივიან. და ვინ ხალხო! ნაციონალები! ყველა მათ გაყალბებულს თავი რომ დავანებოთ, იმ კადრებს რა ვუყოთ, შეირაღებული „სპეცრაზმი“ რომ შევარდა საარჩევნო უბანზე და ყუთები გაიტაცა?!
რუსთავი 2-ის სასამართლო ხომ ანგედოტია. იურისტი არა ვარ, მაგრამ ნუთუ დირექტორმა გვარამიამ უნდა გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს არხის მფლობელი. დირექტორი ხომ დაქირავებულ-დანიშნული თანამდებობაა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდებიან არასამთავრობოებიც და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი სასამართლოზე ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაო.
გენერალური თუ პოლკოვნიკური დირექტორი ნიკა გვარამია გამუდმებით იმეორებს, როგორ ემუქრებიან, დევნიან, უთვალთვავალებენ და მის ტელეფონსაც უსმენენ. მგონი „გონივრული ეჭვი“ აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ზის და „ნაუშნიკებით“ უსმენს.
ნიკა, ბიძიკო! „გონივრული ეჭვით“ რომ ხოცავდნენ ახალგაზრდებს შენ პროკურორი არ იყავი? რატომ იყავი გაყუსრული, ხმას რატომ არ იღებდი? ან ბიზნესმენებს რომ ფრცქვიდნენ რატომ არ ესარჩლებოდი.
მეც გამიჩნდა „გონივრული ეჭვი“, რომ ის ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები შენი პროვოკაციაა, რადგან გვახსოვს 2008 წლის ომზე შემოქმედებითი შედევრი, სატელევიზიო ფილმი, რომლის ჩვენებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
თავისუფალი სიტყვა იდევნებაო! ტელეიმედში ჯოჯოხეთი რომ მოაწყეთ, ის არ იყო სიტყვის დევნა?
ეჰ! თქვენი ცხრაწლიანი მმართველობის დროინდელი რომელი ნამოქმედარი გავიხსენო!ოპოზიცია უნდა იყოს, საჭიროა, სასიკეთო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციონერობა?!
პაატა ბურჭულაძემ გული დამწყვიტა. რას ვიფიქრებდი თუ ნაციონალებთან გაერთიანდებოდა. ბრიყვი უნდა იყო დაიჯერო, რომ ისინი შეიცვალნენ და ახლა გაუბედურებულ ხალხზე ზრუნვას გადაყვებიან. არ გათეთრდების ყორანიო. არვის ეგონოს ისინი დაიშალონ. კი არ დაიშალნენ-გაიშალნენ. „გირჩები, ნიახურები“, სხვადასხვა სახელები დაირქვეს და (ღმერთმა დაგვიფაროს) პარლამენტში თუ მოხვდნენ, ისევ გაერთიანდებიან, სააკაშვილიც ჩამოვა და მერე ნახეთ...
მათი მხარდაჭერები მეცოდებიან, მაგრამ რას იზამ. ეს მატი არჩევანია.
რომ არავინ თქვას ხელისუფლების „დაკვეთას“ ასრულებსო, მე ჩემს ამბავს მოგიყვებით.
თქვენ მტერს მე, რომ დღეში ვარ.
1991 წლის ომის დროს ორი ბინა დაგვეწვა. არაფერი არ შემრჩა.
1998 წელს მოვითხოვე, რაც დაზარალებულს მეკუთვნოდა იმ თანხიდან ჩამოეჭრათ ფული და ბინა მოეცა მერიას. გამოვიტანე დადგენილება ყიფშიძის ქუჩა 5ბ. მშენებარე კორპუსში 4 ოთახიანი, 135 კვ. მეტრიანი ბინის ორდერი მომცეს.
მაგრამ რად გინდა! ის სახლი დღესაც არ აშენებულა.
ვის არ მივმართე. 2006 წელს მიღებაზე ჩავეწერე უგულავასთან, მაგრამ სიიდან ამომშალა. მას შემდეგ ვწერ და ვწერ.
მშენებლებთან მე არაფერი საქმე მქონია. მე მერიამ უნდ ადამაკმაყოფილოს ბინიტ.
ნარმანიასაც შევხვდი. დავალებაც მისცა სათანადო სამსახურებს. შარშან საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაც ავიღე და ვკითხულობ, რომ 135-ის ნაცვლად 122 კვადრატულზე გაუცვლიათ.
მთელი ეს წლები ვითხოვ, რადგან იმ სახლის აშენებას არ დაადგა საშველი, სხვაგან გადამიცვალეთ მეთქი. მერიიდან კი არ ერთ მოთხოვნაზე სხვასხვა, გამაოგნებელ პასუხებს ვიღებ. შეიძლება ისიც მომწერონ - საკუთრების მოწმობა ჩამოკიდე და უყურე, ბინას ტყუილად ელოდებიო.
სამი წელია ინსულტისგან მძიმე ავადმყოფი მეუღლე მყავს. დედაჩემის დანატოვარ ერთ ოთახში ვერ დავეტიეთ და ჩემი ვაჟი, ოჯახით, ნაქირავებ ბინაშია. 80 წლისა ვარ. ისე ხომ არ გამოვა, მოლა ნასრედინი რომ წუხს- ჩემი ვირი ჭამას რომ გადავაჩვიე, მაშინ მოკვდაო.
როგორ ფიქრობთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფს მეტობა, რომ ხელისუფლების დავალებას ვასრულებ?
ბოლოს თქვენ მოგმართავთ ჩემო თანამოქალაქენო! სახლში ნუ დაჯდებით, მიდით არჩვნებზე, დაფიქრდით და ისე მიეცით ხმა, რომ მერე სანანებლად არ გაგიხდეთ საქმე. ტორემ ისეთი პირი უჩანს-2003 წლის მაგვარი პროვოკაცია მზადდება!!
ღმერთი შეგვეწიოს!
დავით სოკოლოვი (რუსეთის აგენტი)