„სანდრა რულოვსი მონაწილეობდა იმ მკვლელობებში, რომელსაც სად-ის ექიმები ტუბდაწესებულებაში ახორციელებდნენ“

„სანდრა რულოვსი მონაწილეობდა იმ მკვლელობებში, რომელსაც სად-ის ექიმები ტუბდაწესებულებაში ახორციელებდნენ“

მიხეილ სააკაშვილის, სანდრა რულოვსის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინისა და კახა ლომაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა ყოფილმა პატიმარმა ალექსანდრე ახალკაცმა, რომლის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი დამნაშავე და კრიმინალია, რომელიც მონაწილეობდა იმ დიდ სქემაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს. ახალკაცი სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, რეალურად მის წინააღმდეგ პროვოკაციები სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო და ამიტომ დააკავეს.

for.ge ალექსანდრე ახალკაცს ესაუბრა.

ვრცელი ჩვენება მიეცით ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს სდებთ კორუფციაში და ამტკიცებთ, რომ იგი მონაწილეობდა სისტემურ დანაშაულში. რაში მდგომარებს სანდრა რულოვსის დანაშაული?

ალექსანდრე ახალკაცი: არა მხოლოდ კორუფცია, არამედ, ვფიქრობ, რომ სანდრა რულოვსი პირდაპირ მონაწილეობდა იმ მკვლელობებში, რომელსაც სად-ის ექიმები ტუბდაწესებულებაში ახორციელებდნენ.

რას გულისხმობთ?

- მას შემდეგ, რაც კიდევ ერთელ სრულიად ჯანმრთელ ადამიანს მიმისაჯეს ტუპზონა, იქ დამხვდა საშინელი სქემა. მოგეხსენებათ, რომ სანდრა რულოვსი კურირებდა „წითელ ჯვარს“ ტუპერკულიოზის მედიკამენტების შემოტანის მხრივ. მაგრამ ტუპზონაში იყო ასეთი სქემა - ძალიან ხშირად მსჯავრდებულებს უწყვეტდნენ ტუპერკულიოზის წამლების მიღებას.

რა მოტივით?

- გამოაცხადებდნენ, რომ წამლები აღარ არ არის, ან ის ანტიბიოტიკები, რომელსაც მსჯავრდებულები იკეთებდნენ.

რა სიხშირთ უწყვეტდნენ პატიმრებს მედიკამენტების მიღებას?

- ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. წამლების შეწყვეტა კი იწვევდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, რადგან ქრონიკული ტუპერკულიოზით დაავადებულები ხდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში კი, გაცილებით მეტი იყო სახელმწიფო სუბსიდიები და გაცილებით მეტი ფინანსური დახმარება შემოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

დიახ, მიზანმიმართულად ხდებოდა პატიმრებში, ტუბდისპანსერში „დოცის“ პროგრამაში წამლების შეწყვეტა, შემდეგ აქედან გამომდინარე, ეს პატიმრები ხდებოდნენ რეზისტენტულები. მერე სვამდნენ „დოცი+“ პროგრამაში, ეს არის უკვე ე.წ. ქრონიკული ტუბერკულოზის პროგრამა, სადაც თანხები იყო გაცილებით დიდი მედიკამენტებისთვის გამოყოფილი, მაგრამ წამლები რჩებოდა იგივე. წამლები საერთოდ არ შემოდიოდა ტუბდაწესებულებაში.

სანდრა რულოვსი რა კავშირშია ამ ყველაფერთან?

- მთელ ამ სქემას კურირებდა სანდრა რულოვსი, როგორც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი. „წითელმა ჯვარმა“ ამის შესახებ არც არაფერი იცოდა. ამ სქემით სანდრა რულოვსი შოულობდა ძალიან დიდ თანხებს. გარდა ამისა, ციხეში გარდაცვლილი პატიმრები გამოყავდათ ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერში და იქ აფორმებდნენ როგორც გარეთ გარდაცვლილს. სინამდვილეში ეს ადამიანები იღუპებოდნენ ციხეებშივე.

ეს ქალბატონი თანხებს შოულობდა „წითელი ჯვრის“ საშუალებით. ეს ეხება ტუბერკულოზის მედიკამენტების სქემას, რომლის შესახებ მე დადასტურებული ინფორმაცია მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურა მყისიერ რეაგირებას მოახდენს. პროკურატურას მივაწოდე მათთვის სკანდალური ინფორმაცია. ორგანიზაცია „გლობალური ფონდს“, რომელსაც ინდოეთიდან შემოჰქონდა ნაგავი მედიკამენტები და ტუბერკულიოზით დაავადებულეს ვითომ კურნავდნენ, სინამდვილეში ამ წამლით ფაქტობრივად ხოცავდნენ ადამიანებს.

თქვენს გარდა არიან მოწმეები, რომლებიც ასევე დაადასტურებენ სანდრა რულოვსის კავშირს ამ დანაშაულებრივ სქემაში?

- მე მაქვს ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსს უამრავ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი. პროკურატურას ვუთხარი იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც მზად არიან, დაადასტურონ და დაამოწმონ ეს ყველაფერი ფაქტებით. 2010-2011 წლებში, ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერმა 800-ზე მეტი წამებით მოკლული ადამიანი გააფორმა, როგორც ტუბერკულიოზით გარდაცვლილი.

თუ პროკურატურა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, დარწმუნებული ვარ, სანდრა რულოვსს მინიმუმ დაკითხვაზე მაინც დაიბარებენ. ნაციონალების სიის ნომერ მეორე ადამიანი, რომელიც კრავად შეგვირაცხეს, ჩვეულებრივი დამნაშავეა, კრიმინალი, რომელიც მონაწილებდა იმ დიდ სქემაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ათეულობით ადამიანი იხოცებოდა ტუბდისპანსერში.

ფატალური შედეგი დგებოდა იმიტომ, რომ პატიმრებს არ ეძლეოდათ შესაბამისი მედიკამენტები?

- დიახ, სწორედ უწამლობით კვდებოდნენ პატიმრები. შემიძლია კონკრეტული მაგალითიც გითხრათ, არასოდეს დამავიწყდება ამ ახალგაზრდა ბიჭის, ლევან იაკობაშვილის ისტორია, რომელიც სწორედ უწამლობის და უნემსობის გამო მოკლეს. სქემა იყო ასეთი - ადამიანს, რომელსაც უკვე ერთი კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, გამოჰყავდათ ხუდადოვის ტუბდისპანსერში, რადგან, იქ გარდაცვლილი ადამიანი უკვე აღარ ეკუთვნოდა ციხის სტატისტიკას. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა, რომელშიც ჩართული იყო სანრდა რულოვსი. თუ არა ეს ქალბატონი, მაშინ დაადგინონ ვინ იყვნენ. იმართლოს სანდრამ თავი, რომ მან არაფერი არ იცოდა, რაშიც ეჭვი მეპარება. ბუნებრივია, როდესაც წამლების ასე მასიურად შეწყვეტა ხდებოდა პატიმრებისთვის, მას უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. ისიც კი კარგად უნდოდა სცოდონოდა, რომ მომაკვდავი ადამიანისთვის ერთი დღით წამლის შეწყვეტა რას იწვევდა, ეს იყო სასიკვდილო განაჩენი.

სწორედ, ამ სასიკდილო განაჩენით ასეულობით ადამიანს მიზანმიმართულად შეჰყარეს ტუპერკულიოზი სასჯელაღსრულებაში იმისათვის, რომ თანხები მოეზიდათ დასავლეთიდან და პატიმრების ოჯახების გაუბედურების ხარჯზე ფული ეშოვნათ. ამის შესახებ მოვუყევი პროკურატურას და ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე და მათ შორის სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვმოძღვრავს და თითქოს სააკაშვილის მეუღლე არ იყო და არ იცოდა რა უბედურებები ტრიალებდა ამ ქვეყანაში.

თქვენ ახსენეთ ტუპერკულიოზის ფაქტი და ამ მიმართულებით არსებული კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყო პირველი ლედი, მაგრამ ამავე დროს პატიმრები საუბრობენ სანდრა რულოვსის კავშირზე სასჯალაღსრულების სისტემასთან. შეგიძლიათ გვითხრათ, რა კავშირებზე საუბრობენ პატიმრები?

- როგორც ყოფილ პატიმარს, პატიმრებისგან გამიგია, რომ ციხის საავადმყოფოში ადამიანების მიზანმიმართული მკვლელობები ხდებოდა და შემდეგ მათი ორგანოებით ვაჭრობა. გაკვეთილი და დასახიჩრებული მიჰყავდათ გარდაცვლილი ადამიანები სახლში. ძალიან აქტიურად დადიოდა ხმები ციხეზე, რომ გარდაცვილი ადამიანებს ორგანოების აცლიდნენ და შემდეგ, უკვე, ყიდდნენ.

მაგრამ ეს არის თემა, რომელსაც ვერ ამტკიცებს საგამოძიება ორგანო. იგივე ყოფილი პატიმრები, რომლებიც ამ ისტორიებს ყვებიან, აცხადებენ, რომ გაუგონიათ ამის შესახებ, მაგრამ ფაქტს ვერ ასახელებენ, რაც ამ ინფორმაციას დამაჯერებლობას არ სძენს...

- სად ნახავდით თვითმხილველს, როდესაც ეს იყო ჩაკეტილი სისტემა? ეს ხდებოდა ე.წ. რეზბალნიცაზე სადაც მდებარეობდა მორგი, იქ ხდებოდა მთელი უბედურება. გეთანხმებით, რომ ძალიან გაუჭირდება პროკურატურას ამ ფაქტის დადასტურება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი ციხეზე, რომელთა ცხედრები რეზბალნიციდან გაჰქონდათ ოჯახის წევრებს, პირველ რიგში, მათ უნდა ჰკითხონ, როგორ მდგომარეობაში გაჰყავდათ საკუთარი ოჯახის წევრები და იყვნენ თუ არა ისენი გაკვეთილები.

თქვენ ასევე ჩვენება მიეცით ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ. მოგვიყევით რა ნაწილში ამხელთ კალმახელიძეს?

- ხათუნა კალმახელიძე ორჯერ ესწრებოდა ჩემს წამებას და ფიზიკურ ზეწოლას. ეს ხდებოდა მისი დავალებით, რადგან უნდოდა, რომ ციხიდან ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე უარი მეთქვა, რაც არ გავაკეთე.

უშუალოდ ხათუნა კალმახელიძე ითხოვდა?

- დიახ, კალმახელიძის დავალებით მთხოვდა ქსნის რეჟიმის უფროსი ლევან პაჭკორია ე.წ. ნინძა, ეს იყო დაუნდობელი ადამიანი, ისე სცემდა პატიმრებს. კალმახელიძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც „ნინძას“ არაფრით არ ჩამოუვარდება. თვითონ არ მირტყამდა, მაგრამ ესწრებოდა ჩემს ცემას. მინისტრი იყო და ზუსტად იცოდა რა მოჰყვებოდა ჩემს მიერ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. მე ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და პრეზიდენტსაც მოუწია კანონის დარღვევა, რადგან, კანონით ჩემთვის განკუთვნილი არც ერთი ნაწილი არ განხორციალდა.

მეორედ ჩემი წამება კალმახელიძის თვალწინ მოხდა მაშინ, როდესაც სრულად შემთხვევით შევესწარი ასეთ ფაქტს - ტუბზონაში შიდსით დაავადებული პატიმრებისთვის გამოყენებულ ნემსებს ხარშავდნენ მეორე მოხმარებისთვის, ამ ნემსებთან ერთად ხარშავდნენ სხვა მსჯავრდებულების ნემსებსაც. რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება. მაშინ დაახლოებით 1500-მდე მსაჯვრდებული იყო ტუბზონაში.

ესეც ერთგავრი სქემა იყო, რადგან მაშინ ათეულობით ადამიანზე მოდიოდა შიდსზე დადებითი პასუხი, სწორედ ამის გამო დავიწყე შიმშილობა, რის გამოც მაწამეს და ამას დაესწრო ხათუნა კალმახელიძე.

მახსოვს ასეთი ფაქტიც, როდესაც მოშიმშილე პატიმრები ცაკლე გადაიყვანეს, კალმახელიძემ ლევან პაჭკორიას უბრძანა „სტუდენტა“ ყველაზე ბოლოს გადაიყვანეთო.

იმედი გაქვთ, რომ პროკურატურა თქვენი საჩივრის საფუძველზე ამ ადმიანების მიმართ დაიწყებს გამოძიებას, წინასაარჩევნოდ რულოვსის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, უკავშირდება საარჩევნო პროცესებს?

- ბუნებრივია, ლოგიკური კითხვა ჩნდება, რომ ეს შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს. თუმცა, მე ვიმედოვნებ, რომ ასე არ იქნება, ყველანაირად ვეცდები, ზეწოლა მოვახდინო პროკურატურაზე, რომ ჩემი ჩვენება არ შემოდოს თაროზე და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. იქნებ მე ვიტყუები? ამიტომ დაკითხონ ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ ამ საშინელებას.

წიგნი, რომელიც მე ციხეში ყოფნის დროს დავწერე, არის ერთ-ერთი მხილების ფორმა. ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა მიხეილ საკაშვილიდან დაწყებული, კალმახელიძით, ლომაიასა და შაშკინით დამთავრებული. ბუნებრივია, პრეზიდენტი იყო ამ ყველაფრის თავი და თავი, რომლის დაკვეთითაც უნდა მომხდარიყო ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მივეცი პროკურატურას ჩვენება. პრინციპში, ჩემი წიგნიც, რომელიც 2010 წელს ციხეში ყოფნის დროს, ფაქტებზე დაყრდნობით დავწერე, თავად არის ჩვენება.