„ხაინდრავას ფილმი იმისთვის გაკეთდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ არასოდეს დაივიწყოს ის უბედურება, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი“

„ხაინდრავას ფილმი იმისთვის გაკეთდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ არასოდეს დაივიწყოს ის უბედურება, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი“

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის განხორციელების რესურსი არ გააჩნია, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, რადგან საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომლის სათავეში საერთაშორისო ძებნილი, ტერორისტი მიხეილ სააკაშვილი დგას. როგორც ხაინდრავა ამბობს, ასე გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ეს უკვე აღარ ეხება ერთ კაცს, ან ერთ პოლიტიკურ გუნდს, არამედ ეხება ქვეყანას, შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან, რომ ბოლო მოეღოს ამ ქმედებებს.

for.ge გოგა ხაინდარავას ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის წევრების აუდიოჩანაწერიდან იკვეთება, რომ ისინი არჩევნებისთვის რევოლუციურ სცენარს ამზადებენ. თუმცა, ჯერჯერობით, ამ საუბრის არც ერთი მონაწილე დაკავეული არ არის. თუ 2007 წლის ნოემბერს გავიხსნებთ, თქვენ იყავით ერთ-ერთი რომლის სატელეფონო საუბარიც გაავრცელს, თუმცა, საუბრის შინაარსი რადიკალურად განსხვავებული იყო. როგორ შეფასებთ ამ სატელეფონო საუბრის შინაარსს დღეს?

გოგა ხაინდრავა: შედარება ნამდვილად არ შეიძლება. იმიტომ, რომ ჩემი საუბარი მოსმენილი იყო ყველას მიერ და საერთოდ მსგავი არაფერი, რაც დღეს ჩვენ გვესმის, არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ის სულ სხვა თემაა. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ეს ხომ არაა ერთი რომელიმე კონკრეტული საუბარი, ეს არის მთელი წყება საუბრების და მოქმედებების, რომელშიც ჩართულია „რუსთავი 2“, დამალური არ არის რის გაკეთებასაც აპირებენ. არაერთხელ განმიცხადებია ამის შესახებ, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც აკრძალული უნდა იყოს ამ ქვეყანაში, იმ დანაშაულობების გამო, რაც ჩადენილი აქვთ კაცობრიობის წინაშე და არა მარტო ქართველი ხალხის წინაშე.

ეს ჩანაწერები შეიძლება გახდეს საერთაშორისო სკანდალის საფუძველი, რადგან საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას?

- ვფიქრობ, რომ უკვე ეს არის საერთაშორისო სკანდალი. იმიტომ, რომ ერთი ქვეყნის მაღალჩინოსნები, მეორე ქვეყანაში აანონსებენ და გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას. ყველაფერს საზღვარი აქვს, ქართული საზოგადოება ოდესღაც გაახელს თვალებს, ყურს დაიბერტყავს და მიხვდება, რომ ეს საარჩევნო სუბიექტი კი არა, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც სათავეში უდგას საერთაშორისო ძებნილი, ტერორისტი მიხეილ სააკაშვილი.

ვინმეს თუ სჭირდება რაღაცა ავთენტურობის დადგენა, მე არანაირი ავთენტურობის დადგენა არ მჭირება, რადგან იქ ლაპარაკობენ ბობოხიძე, წიკლაური, წერეთელი, სააკაშვილი. ეს შეხვედრა მოხდა ოდესაში, ნაწილი მათგანი ჩართული იყო სკაიპით. ის, რაზეც დღეს არის საუაბრი, ეს არასოდეს არ იმალებოდა.

პრინციპში პირველი განცხადება სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სააკაშვილის მხრიდან 2014 წელს გაკეთდა...

- მთელი თავისი ცხოვრება მაგის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ და დღეს ეს რატომ უკვირს ვინმეს, ან ვის რა დადასტურება სჭირდება?! დაწყებულია გამოძიება და ბუნებრივია, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამ მოქმედების ყველა მონაწილე. ვფიქრობ, რომ ამ პროცესებში პირდაპირ ჩართულია „რუსთავი 2“ თავის ჟურნალისტებიანად, საერთოდ ისინი ჟურნალისტები არც არასოდეს ყოფილან. ისინი იყვნენ და არიან სპეცდანიშნულების დაწესებულება, რომელიც ყოველთვის მხარს უმაგრებდა ამ ბოროტმოქმედებს, რომელსაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ამიტომ, ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, რომ ამას ბოლო უნდა მოეღოს. ასე გაგრძელება შეუძლებელია, რადგან, ეს უკვე აღარ ეხება ერთ კაცს, ან ერთ პოლიტიკურ გუნდს, ეს ეხება ქვეყანას.

მარტო ამ ხელისუფლებისგან? რეაგირება არ უნდა მოითხოვონ უკრაინის ხელისუფლებისგან, რადგან საქმე ეხება ოდესის გუბერნატორს, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებშია ბრალდებული საქართველოს პროკურატურის მიერ?

- რა თქმა უნდა, და პირველ რიგში, პოროშენკოსაგან. იქნებადა აგვიხსნას პოროშენკომ ეს რას ნიშნავს, როდესაც ოდესის გუბერნატორი, იქაური პოლიციის შეფი, ადამიანები, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან მაღალი თანამდებობები უკავიათ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ? იქნებ, აგვიხსნას პოროშენკომ და გაგვაგებინოს ეს როგორი მეგობრობაა? უკრაინელი ხალხი რომ ჩვენი მეგობარია, ამას ლაპარაკიც არ უნდა. უკრაინელ და ქართველ ხალხს ერთმანეთს ვერც პოროშენკო და ვერც სააკაშვილი ვერ დააშორებს, მაგრამ პოროშენკომ და მისმა მთავრობამ პასუხისმგებლობა არ უნდა იგრძონ, არ უნდა დაინტერესდნენ ერთი ამ ოდესაში რა ხდება? რა არის ეს, როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?! გამოვიდნენ და გვითხრან პასუხი. მე არ მაინტერესებს ხელისუფლება რას ფიქრობს, მე მაინტერესებს, რომ ქართველ ხალხს გაგვცენ პასუხი, გაგვარკვიონ რაშია საქმე, რა არის ეს, რა ქმედებაა?!

ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომნაციონალური მოძრაობისინტერესში არ შედის მშვიდობიანი გზით არჩევნების ჩატარება...

- იმიტომ, რომ თვითონ იძახიან წაგებული გვაქვსო. მშვენივრად იციან, რომ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვთ. მე სულ ვამბობდი, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია ბარიერს ვერ გადალახავდა. არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ გარდა იმ სექტის, სულგაყიდული და გონებადაკარგული ადამიანების გარდა, რომლებსაც „მარშუტკებით“ დაატარებენ ხან ზუგდიდში და ხან ბათუმში. ეს არის შეზღუდული რაოდენობა, ერთი მუჭა გონებადაბინდული საცოდავი ადამიანები.

ნაციონალური მოძრაობისწევრები აცხადებენ, რომ შეიცვალნენ, მაგრამ ამ ჩანაწერში პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს ამ ხელისუფლებას ისე უნდა მოქცნენ, როგორც კადაფს. გამოდის, რომ უარს არ ამბობენ იმ ძალადობაზე, რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში?

- არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება იყოს კადაფის მხარდამჭერი, თუმცა მისი აღსასრული, რაც ვიხილეთ, იყო ამაზრზენი. ამ მენტალობის ადამიანია ცისკარიშვილი, რურუა, ბარამიძე, ბოკერია და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს პრეტენზიას აცხადებს ხელისუფლებაში მოსვლაზე. აბსოლუტურად საკმარისია ყველაფერი იმისთვის, რომ საზოგადოებამ ბოლო წერტილი დასვას ამ სექტასთან მიმართებაში. ეს არის სექტა და მისი ყველა მიმდევარი არიან სექტანტები.

იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება კარგად გაიაზრებს, რა არის მოსალოდნელი, თუ ამ ადამიანებს ასპარეზი მიეცემათ. ეს არის მათი მენტალობა. მეტი არაფერი უქნიათ 9 წლის განმავლობაში, ეს არის მათი ცხოვრების სტილი. მარტო ეს ფრაზაა საკამარისი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ეს ბოროტების ბუდე.

კადაფი! - თქვენ წარმოგიდგენიათ სად ცხოვრობენ და ვინ არიან საერთოდ? წარმოგიდგენიათ რას უპირებენ ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას? გაუშვით კადაფის კადრები და იქნებ კარგად ნახოს ქართველმა ხალხმა რა უნდა პეტრე ცისკარიშვილს და მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხისთვის. ასეთი ავადმყოფები იყვნენ ყოველთვის და ასეთებად დარჩებიან.

ამ საუბრის მონაწილეები კატეგორიულად უარყოფენ სააკაშვილთან შეხვედრას და მსგავსი შინაარსის საუბარს...

- ეს ჩასვრილი ბობოხიძე ისეთი შეშინებულია, რომ ამბობს ერთი წელიწადია ბიძინა ივანიშვილთან არ მილაპარკიაო, ისეთი დამფრთხალია, არ იცის რას ბოდავს, ისევე როგორც წერეთელი. გესმით, რა დღეში არიან ეს საცოდავ დღეზე გაჩენილები? იმიტომ, რომ იციან რაც ელოდებათ, სწორად იციან და სწორად არიან დამფრთხალები, იმიტომ, რომ ეს ელოდებათ. კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოეთხოვოთ პასუხი, უნდა დამთავრდეს კოაბიტაციები და მოაბიტაციები.

მით უმეტეს, რომ ირაკლი ბათიაშვილის სახით გვაქვს შემთხვევა, რომელსაც სიტყვაგამაგრდითინტელექტუალურ მხარდაჭერად ჩაუთვალეს და ამიტომ სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი...

- ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ირაკლი ბათიაშვილი ამ ქვეყნის პატრიოტია. როდესაც ბათიაშვილი საბჭოთა საოკუპაციო ძალებს შუბლს უშვერდა, ესენი კომკავშირში იყვნენ შემძვრალები და კომკავშირულ კარიერას იკეთებდნენ წერეთელის თამადობით. გარდა ამისა, ეს არაა სატელეფონო საუბარი, ეს საუბარი სააკაშვილთან შედგა მის კაბინეტში. ბობოხიძემ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ერთი წელია სააკაშვილი არ უნახია, სააკაშვილის ნახვა სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთი საუბარი შედგეს.

ეს საუბარი შედგა სკაიპით, ყველანი ერთად სხედან ოთახში, ვისაც ცოტა მაინც გაეგება, მიხვდება რაც ხდება. მე კინორეჟისორი ვარ და ვიცი რა არის ხმა, მე ვიცი, ვინ ლაპარაკობს და ვისთან არის მიკროფონი. მიკროფონი ფაქტობრივად ცხვირწინ უდევს სააკაშვილს. მაგალითად, ბობოხიძე არის „სკაიპით“ ჩართული და ეს ხმის მიხედვით ადვილად დგინდება. მე დარწმუნებული ვარ ამაში. მიკროფონი უდევს ცხვირწინ და ეტყობა ამას ერთ-ერთი თანაგუნდელი წერს. ყველაზე კარგად სააკაშვილის ხმა ისმის ამ ჩანაწერში.

როცა საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე, რატომ არ ტარდება ამ პირების მიმართ შესაბამისი ზომები? ეს არ არის პირველი შემთხვევა, იგივე გვარამია-სააკაშვილის საუბარი -საჭიროა ბარიკადების აღმართვარუსთავი 2“-თან და აუცილებელია მსხვერპლი“, - მაშინ აღიძრა საქმე, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ ამ საქმის გაგრძელება...

- იმედი მაქვს, რომ გამოძიება შედგება და საკადრის პასუხს მიიღებენ. ამას სჭირდება გამოძიება, ეს არ გახლავთ სააკაშვილის ხელისუფლება, როდესაც დილას იჭერდნენ, შუა დღეს 30 წელს უსჯიდნენ, საღამოს ხვრიტავდნენ. ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება და როდესაც დადგინდება ბრალეულობა, უმკაცრესად უნდა იქნენ დასჯილები ყველა ამ საუბრის მონაწილეები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის განცხადებას, რომ თუ საჭირო გახდა სააკაშვილი ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და ჩამოვა - სანდრა რუსლოვსიც ამ გეგმის ნაწილია?

- არ გეთეთრდების ყორანი. რა თქმა უნდა, რულოვსიც იმ გეგმის ნაწილია, როგორც „რუსთვი 2“-ის საქმიანობა. მშვენივრად იცის იქ რაც მზადდება, შემთხვევით არ იყო ნახსენები გვირაბი. ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, ეს ქალბატონი არის ამის პირდაპირი მონაწილე და სულის ჩამდგმელი. ქალბატონი რულოვსი ისეთივე ბოროტმოქმედია, როგორც მისი ქმარი, მისი დანაშაული არანაკალებია, მით უმეტეს, რომ არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე, არც სულით და არც იურიდიულად. არც ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ის რაც მოვისმინეთ, არის ნაწილი იმ ბოროტი გეგმის, რომელიც მათ გააჩნიათ. ყველაზე სავალალო მათთვის ამ პროცესში არის ის, რომ ჩანაწერი გაკეთებულია თავისივე გუნდის წევრისგან.

ნაციონალური მოძრაობაამბობს, რომქართული ოცნებააგებს არჩევნებს, ვერ უშველა ხაინდარვას ფილმა და ვერც ივანიშვილის გამოსვლებმა, ამიტომ მიზანმიმართულად ავრცელებს სუს-ის ასეთ ჩანაწერებსო. თქვენ რას უპასუხებთ?

- კი, კი, როგორ არა. ნათქვამია, მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო. ხაინდრავას ფილმი ამისთვის არ გაკეთებულა, ხაინდრავას ფილმი სხვა რამისთვის გაკეთდა. გაკეთდა იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ არასოდეს დაივიწყოს ის უბედურება, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი ამ უღმერთოების და ურწმუნოების გამო.