მიხეილ სააკაშვილმა ასე მიულოცა საკუთარ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ტრიბუნა, სადაც ქვეყნის პირველი პირი იდგა, მომიტინგეების სისხლით იყო მორწყული. ერთი შეხედვით, 26 მაისის დილას წინა ღამის დარბევის კვალი არ ეტყობოდა, მაგრამ სისასტიკე, რომელიც იმ ღამით სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიჩინეს, უკვალოდ არ ჩაივლის. სააკაშვილმა ვერ მოახერხა საზოგადოების დათრგუნვა, უფრო მეტიც, თუ აქამდე პოლიტიკოსები იღებდნენ ინიციატივას, დღეს ისინი საზოგადოებამ ჩაანაცვლა. იმედია, შიში გატყდა და საზოგადოება მკაფიოდ იტყვის საკუთარ სიტყვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილი ავტორიტარული მმართველობის დასასრულის დასაწყისად იქცევა.
ეს კადრები გადაცემა „ანატომიის“ მიერაა მომზადებული და კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რადგან მსგავსი კადრების დავიწყება თავმოყვარე ერმა არ უნდა დაუშვას.