კულუარული ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე სომხეთის საზღვართან დააკავეს და - სცემეს

კულუარული ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე სომხეთის საზღვართან დააკავეს და - სცემეს

[პრესაგე.ტვ]

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე საქართველოშია, თუმცა მისი ადგილსამყოფელი არ დააკონკრეტა.

„ბადრი ბიწაძე არ არის საჯარო პირი და ვალდებული არ არის, კამერების წინ იტრიალოს. სანამ მის მიმართ კითხვები არ არის, უფლება აქვს, რომ ამ ამბების შემდეგ გონს მოვიდეს, მაგრამ იგი გამოჩნდება მაშინ, როცა საჭირო იქნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფოორმაციით, ბადრი ბიწაძე 26 მაისს სომხეთის საზღვართად დააკავეს. წყაროს ცნობით, იგი სასტიკად სცემეს და იქვე დატოვეს. წყარო იმასაც დასძენს, რომ ბიწაძე თბილისში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მისი შვილის, ანზორ ბიწაძის დაკავება შეატყობინეს.