ჯონ ბასი: აქციის დაშლისას დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები

ჯონ ბასი: აქციის დაშლისას დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები

[tribuna.ge]

საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, ძალადობა არ არის გამოწვევების გადაჭრის ფორმა. ამის შესახებ ბასმა აღლუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მსურს მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, როგორც სამართალდამცველის, ისე აქციის მონაწილის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალადობა არ არის პასუხი საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სხვადსხვა შეხედულების წახალისებას არ უნდა იწვევდეს“, - აცხადებს ბასი.

მისი თქმით, მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა აქციის მონაწილეებს სხვა ადგილზე გადასვლა შესთავაზეს.

„ეს აღლუმის ჩატარებას შესაძლებელს გახდიდა. შეშფოთებული ვარ, ცნობებით, რომ რაც აქცია დაშალეს დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ეს ფაქტები გამოიძიოს, მაგრამ აშკარად იყო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელთაც მშვიდობიანი პროტესტი არ აინტერესებდათ და ცდილობდნენ ძალადობრივი დაპირისპირების გაღვივებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალადობა გამოწვევების გადაჭრის გზა არ არის“ , - აღნიშნა ბასმა.