ვიქტორ დოლიძე: „ექიმები პრაქტიკულად, ავადმყოფებს და ისტორიების შევსებას ვერ აუდიან“

ვიქტორ დოლიძე: „ექიმები პრაქტიკულად, ავადმყოფებს და ისტორიების შევსებას ვერ აუდიან“

[პრესაგე.ტვ]

რესპუბლიკური საავადმყოფო სპეცრაზმის მიერ დაშავებულ ადამიანებს ვეღარ იტევს. რა ხდება  საავადმყოფოში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე გვესაუბრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 20-მდე ადამიანი მსუბუქადაა დაშავებული, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

- რას ამბობთ, 20 კი არა 120 და მეტი ადამიანია აქ, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ზოგი სასტიკად ნაცემია, ზოგს რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი. რაღაც საშინელება ხდება.

ხელისუფლებიდან თუ იყო მოსული ვინმე?

- ჯანდაცვის მინისტრი, სანდრო ურუშაძე იყო მოსული, მაგრამ მასთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე, რადგან შიგნით შევიდა. აქ ისეთი ვითარებაა შიგნით არავის უშვებენ, თუმცა მე და ზურა აბაშიძემ მოვახერხეთ შევსულიყავით და ჩვენი თვალით ვხედავთ, რაც აქ ხდება. ძალიან სავალალო სურათია.

ექიმები რას ამბობენ, როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

- ექიმები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, პრაქტიკულად ავადმყოფებს და ისტორიების შევსებას ვერ აუდიან. 5 წუთში ერთხელ მოდის მანქანა, რომელსაც დაშავებულები მოყავს. მე აქ ვარ და აქ რაც ხდება იმას ვხედავ, მაგრამ სხვა საავადმყოფოებშიც ალბათ, იგივე ხდება. რამდენად აუვლენ საავადმყოფოები ამდენი ადამიანის მიღებას ძნელი სათქმელია.

პოლიტიკოსები, ან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები თუ არიან საავადმყოფოში?

- „უცნობი“ ვნახე, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს და პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანეს. ადგილიც არ ჰქონდათ, ჯერ იატაკზე გაუშალეს და შემდეგ გადაიყვანეს.

ამის საპასუხოდ, რას აპირებს თქვენი პარტია?

- როგორც ჩვენს პარტიაში, ისე „რვიანის“ ფორმატში ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე. ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ დაშავებულ ხალხს დახმარება აღმოვუჩინოთ, რომ მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობას 26 მაისი ასე ვანდალურად მიულოცა.