„სამწუხაროდ, შუალედური არჩევნები საქართველოს დამარცხებისა და რუსეთის გამარჯვების თარიღი გახლავთ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ის, რაც ევროპელებმა იხილეს ტელეეკრანზე დიდიხანი ჩააფიქრებთ ღირს თუ არა, ამ ველური ტომის წარმომადგენლები უვიზებოდ დასეირნობდნენ მათ სამშობლოში.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
„როგორ არის საქმე, დავით ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა?“, – ასეთ კითხვას სვამს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი. ბატონო სოსო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად სწორ პარლელებს ავლებს ბერძენიშვილი?
სოსო ცისკარიშვილი: ვფიქრობ, სრულიად ადეკვატური კითხვაა, ვიდრე არ მოვისმენთ პასუხს ადრესატებისგან. ადრესატები კი ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ საერთოდ რაიმე სახის განმარტებები. საუბარი იმაზე, რომ ეს პროვოკაცია დაგეგმილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, შეიძლება საკამათოც არ იყოს, მაგრამ შემარცხვენელია ასეთ პროვოკაციაზე წამოგებული მეოცნებეებისთვის, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ გელის პროვოკაცია, მასზე წამოეგები და მერე რაღაც გაუგებრობებს ბუტბუტებ, ეს მიმანიშნებელია მხოლოდ დანაშაულის აღიარებაზე. სამწუხაროდ, შუალედური არჩევნები საქართველოს დამარცხებისა და რუსეთის გამარჯვების თარიღი გახლავთ.
რატომ რუსეთის გამარჯვების?
– ვინ დარჩა მოგებული? არჩევნებიდან მეორე დღესვე ბრიუსელში აკრედიტებულმა ელჩებმა არ მიიღეს გადაწყვტილება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეთავაზების შესახებ. ის, რაც ევროპელებმა ტელეეკრანზე დაინახეს, რასაკვირველია, მათ დიდიხანი ჩააფიქრებთ ღირს თუ არა, ამ ველური ტომის წარმომადგენლები უვიზებოდ დასეირნობდნენ მათ სამშობლოში.
თუ პროვოკაციაზე ვისაუბრებთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანიც?
– არც ერთი მხარე არ არის გონებაჩლუნგი. ყველა კარგად აცნობიერებდა თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ დაგეგმილ მუშტიკრივს და რა რეაგირება იქნებოდა ცივილიზებული სამყაროსგან მიწაზე გართხმულ ცნობადი პოლიტიკოსების დანახვისას. რომელი სპორტის მიმდევარი, რომელი მხრიდან იქნევდა მუშტს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ შესანიშნავი საჩუქარი მიართვეს მიშამ და ბიძინამ ვოვა პუტინს. დარწმუნებული ვარ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, საზეიმოდ იქნებოდა აღნიშნული კრემლის მაღალჩინოსნების მიერ.
იქნებ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“, რომ კითხვის ნიშნები დასმულიყო საქართველოსთვის უვიზო მიმისვლის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება, რომ უმჯობესია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს უვიზო მიმოსვლა, იგივეს ითხოვდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო მოდერნიზირებული ძალადაობა?
- სრულიად უსაფუძვლო იქნება ასეთი აზრის იგნორირება. ექსპეზიდენტის ტელეეკრანზე ყოველი გამოჩენისას ვრწმუნდებით, რომ მან ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სიკეთე შეიძლება აღიქვას ხელისუფელბაში ყოფნის შემდეგ. მანამდე კი, „რაც უარესია მით უკეთესია“ - აი ფორმულა, რომლითაც საქართველოსთან მიმართებაში ქმედება პრეზიდენტყოფილი და მისი გუნდი, მიუხედავად სხვადასხვა საკითხის მიმართ გარკვეული განსხვავებებისა, მაინც რჩებიან საკაშვილის მძევლად საქართველოს ტერიტორიაზე.
არც ბატონ ბიძინას არ აუვლის გვერდს ანალოგიური ბრალდების შესაძლებლობა, რადგან, თუ ვინმეს სურს რაიმეთი ასიამოვნოს ვოვოჩკას, მათ რიგში ვინმეს შეიძლება ეგულებოდეს ბატონი ივანიშვილიც. რომელი მხრიდანაც არ უნდა ყოფილიყო ინიცირებული კუნთმაგარი მამრის შესევა, ორივე მხარის დანაშაულია. კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ უნდა იტრიალოს დღეში 50-ჯერ საკუთარი სამშობლოს დამამცირებელმა კადრებმა.
ის, რომ ევროკავშირის ელჩები ვერ შეთანხმდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე, თქვენ ამას უკავშირებთ სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინციდენტს საკმაოდ ოპერატიულად გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტია“. ბატონო სოსო, შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური გზავნილის გაყიდვა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური მოტივით იდევნება საქართველოში?
- ეს უკვე შეჩვეული რეალობაა, როდესაც მოვლენიდან 5 წუთი საკმარისია „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, რომ გამოაცხონ გრძელი განცხადება და მუდმივად რჩებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატის როლში. როგორც ჩანს, ნათარგმნი ტექსტი იგზავნება საქართველოდან და მის უკან გამოშვებას მხოლოდ ერთი თითის დაჭერა უნდა. უკვე სტანდარტია შექმნილი და ნეტავ ესეც მოულოდნელობაა ჩვენი ხელისუფლებისთვის? თვითონ რომ ენას ჩაიგდებენ და სრულიად უნიჭო მითის შემოჩეჩებას ცდილობენ ჩვენი საზოგადოებისთვის, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ვფიქრობ, ორივე პოლიტიკური ძალა, რომელთათვისაც სახელისუფლებო სავარძელი უფრო მაღალი ღირებულების ცნებაა, ვიდრე სამშობლოს კეთილდღეობა, აღარ უნდა არსებობდნენ ქვეყნის მართვის უმაღლეს სირცეებში.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ კარგად ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, მთავრობის ხელძღვანელის მიერ არის ორგანიზებული ძალადობა?
- უპირველეს ყოვლისა ჟურნალისტური გამოძიების მოლოდინში ვარ. თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ გაგვაგებინოთ იმ ყველა 40-ზე მეტ შენობასთან, სადაც მიმდინარეობდა არჩევნები, იყო თუ არა იმავე რაოდენობის ვიდეო–აპარატურა ჩართული? შემთხვევით, ხომ არ მოხდა ისე, რომ მხოლოდ სამეგრელოში ხდებოდა ასეთი დეტალური სცენების გადაღება? ამის გამოაშკარავების შემდეგ მივხვდებით ვინ იყო ორგანიზატორი და ვინ გამწესებული ასეთი ფირების გადასაღებად. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდნენ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირები სამეგრელოს სოფლებში და არა სხვაგან.
ან რა პროცესები მიმდინარეობდა სხვა იმ უბნებზე, სადაც არსებობდა კანდიდატებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მაგრამ არ იყვნენ ლიდერები. ჟურნალისტების ნაამბობს უფრო ვენდობი, ვიდრე გასუსული სუსის განცხადებებს. ალბათ, ყველაფერს ნათელი მოეფინება, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ 24 მაისის „რუსთავი 2“-ის ღამის ეთერში, შეგვიძლია დავადასტუროთ უისტონ ჩერჩილის გენიოსობა, რომელიც ბრძანებდა – „როდესაც დაიწყება კამათი აწმყოსა და წარსულს შორის, აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი“.
როდესაც სასამართლო და პროკურატურა ერთი პირის გავლენის ქვეშ არის, აღარავის აინტერესებს ეს პირი გვარად სააკაშვილია თუ ივანიშვილი. ამიტომ ვიდრე უფრო გულახდილი არ იქნება დღევანდელი ხელისუფლება და არ ეყოფა ვაჟკაცობა საკუთარი შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულებები საჯაროდ მოინანიოს, რასაკვირველია, მათაც იმავე მოელით, რასაც არ ელოდება, მაგრამ ნამდვილად მიაღწევს „ნაციონალური მოძრაობა“.
აგერ ბატონო, ძალიან ცოტა დრო დარჩა ოქტომბრის არჩევნებამდე და ამ არჩევნებზე მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას – არც ერთი ხმა მიშას და ბიძინას მძევლებს.