"თემები, რომლებიც დღეს ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში დადგა, უკვე წარდგანილია პარლამენტში."

მინდა ვთქვა, რომ იყო ძალზედ ნაყოფიერი შეხვედრა, ის თემები, რომლებიც დღეს ინვესტორთა საბჭოს ფარგლებსი დადგა, ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოდ, უკვე წარდგანილია პარლამენტში.

ეს ის თემებია, რომლებზეც ჩვენ წელიწადნახევარი ვმუშაობდით. მინდა მივანიშნო იმაზე, რომ ეს უკვე აჩვენებს იმ კარდინალურ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის. ყველაზე საჭირბოროტო თემა ყადაღის თემაა.

დღეის მდგომარეობით, პარლამენტში შეტანილი ინიციატივა ცალსახად ამბობს, რომ ყადაღის დადება კომპანიის საბანკო ანგარიშებზე მოხდება მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საშუალებით. ეს სერიოზული გარღვევაა, ჩვენ ამაზე დიდხანს ვიბრძოდით და ძალიან მარტივად გამოვიდა ეს თემა. მეორე - ძირითადი საშუალებების დღგ-ს გადახდის ნაწილის 45 დრით გადავადება, რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ კომპანიების ქეშფლოუ აღარ გაიხარჯება დღგ-ს ნაწილში. ეს ფული მაინც ბრუნდებოდა, მაგრამ საბრუნავი საშუალებისთვის ეს იყო სერიოზული პრობლემა . მესამე თემა გახლავთ ის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურა თავად უკვე ვეღარ და აღარ განახორციელებს კომპანიების ბუღალტრულ შემოწმებას.

ვთვლი, რომ როგორც პირველი ნაბიჯი, საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწის ნაწილში ეს არის ძალზე სერიოზული პროგრესი. ასევე იმედი გვაქვს, ჩვენ საინვესტიციო საბჭოსთან ერთად გვაქვს ძალზედ ბევრი ინიციატივა, რომელიც შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება განხორციელებული. ეს შეიძლება იყოს დანაკარგების ნორმები. შემდეგი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ ეს იქნება შემოწმების დროში რეგლამენტირების თემა და ბევრი თემებია ასეთი. კითხვა - როდის შევა ცვლილებები ძალაში - ყადაღის თემაზე, ზოგიერთი ბიზნესი მიიჩნევს, რომ სასამარტლოს ჩარევის მიუხედავად, ეს არ შეცვლის სიტუაციას, რადგან ბიზნესი სასამართლო არ შეეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურს.

ჩვენ პრაქტიკაში გვქონია, როდესაც სასამართლო შეწინააღმდეგებია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც, დაუბრუნებია გადახედვაზე თემები. წინასწარ ამის თქმა არ შეიძლება. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება ბევრს არაფერს არ მოგვცემს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი .

მთავარი არის ის განწყობა, რომელიც მთავრობაშია, რომელიც აშკარად პრობიზნესურია და ბიზნესის მხარდაჭერისკენ არის განწყობილი. დიდი ალბათობით, და ამას ბიზნესიც გრძნობს და სახელმწიფოც, საგადასახადო ადმინისტრირება და არა მხოლოდ საგადასახადო ადმინისტრირება, არამედ სრული ადმინისტრირება, სადაც ბიზნესის და სახელმწიფოს ერთმანეთთან შეხება ხდება, უნდა გამარტივდეს. შეიძლება ამ გამარტივების შემდეგ ჩვენ მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ნაწილებში შეიძლება გამკაცრდეს, მაგრამ დღეს ეს ურთიერთობის მექანიზმები რომ უნდა გამარტივდეს, ყველასთვის აშკარაა. ამას ემსახურება ერთი ფანჯრის იდეა, ფრონტოფისის იდეა და ა.შ.