მძღოლები ფიქრობენ, რომ მანქანის დაზღვევა ფულის ტყუილად გადაყრაა

მძღოლები ფიქრობენ, რომ მანქანის დაზღვევა ფულის ტყუილად გადაყრაა

საქართველოში, 14-დან მხოლოდ 1 მანქანაა დაზღვეული და ამ სტატისტიკასაც, ძირითადად, კომპანიების მფლობელობაში მყოფი ავტომობილები ავსებენ. უბრალო მოქალაქეებ მზღვეველების ნდობა არ აქვთ. პაკეტები ძვირია, ხოლო მომსახურება სათანადო ხარისხის არ არის. სადაზღვევო ბაზრის 2025 წლის პირველი 6 თვის მიმოხილვა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 146 271 სახმელეთო ტრანსპორტია დაზღვეული, რაშიც რკინიგზა არ შედის. 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 133 540 იყო, ხოლო 2023 წელს - 121 512.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევით, კომპანიებმა 156 მლნ ლარი მოიზიდეს. ამ სახეობაში ბაზრის ლიდერია თიბისი - 40.1 მლნ ლარით და, შესაბამისად, 26%-იანი წილით. მეორე და მესამე პოზიციებს - ალდაგიდაჯი პი აიინაწილებენ.

საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი იზორიამ ავტოდაზღვევის დაბალი მაჩვენებლის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება.

წლების მიხედვით, დინამიკა თითქმის ერთ დონეზეა, რასაც რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი, დაზღვევის კულტურის ნაკლებობა თუ სხვა.

ჩვენ, წლებია, ვაკვირდებით ავტომობილების დაზღვევის დინამიკას. ვიცით, რომ მესამე პირის დაზღვევა უნდა გამხდარიყო სავალდებულო და ეს კარგიც იქნებოდა. პარლამენტშიც იყო შესაბამისი კანონი ინიცირებული, მსჯელობდნენ, მაგრამ არ მიუღიათ. ავტომობილების დაზღვევის დაბალ მაჩვენებლებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ამას იწვევს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად, დაახლოებით, ავტოპარკის 50%-ზე მეტი არის 15 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალფასიანი ავტომობილებია ძირითადად და მათ მძღოლებს აქვთ დაბალი შემოსავლები. ასევე, მძღოლებს ჰგონიათ, რომ დაზღვევის ფასი არის მაღალი და დამატებით ხარჯად აღიქვამენ.

მეორე მიზეზი დაკავშირებულია სისტემურ და სამართლებრივ ნაწილთან. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, სავალდებულო მესამე პირის და ავტომობილის დაზღვევა, თუმცა საქართველოში არ არის სავალდებულო. შესაბამისად, არ ხორციელდება კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან და მძღოლებიც არ იღებენ ვალდებულებას, რომ კეთილი ნებით სადაზღვევო პაკეტი აიღონ. ასევე, დაზღვევის კულტურის ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში, ტარდებოდა პიარკამპანიები, მაგრამ ეს არასაკმარისია. არ გვაქვს დაზღვევის კულტურა ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის, რომ მცირე რაოდენობის ავტომობილებია დაზღვეული.

ამას ემატება ზოგი მძღოლის მენტალიტეტი, რომმე არ დამემართება საგზაო შემთხვევა და რაში მჭირდება“. გარდა ამისა, ამ ყოველივეს ემატება დაუსჯელობის განცდაც, რადგან სავალდებულო არაა, არავინ გვაჩერებს და არ ითხოვს დაზღვევას. სავალდებულო რომ იყოს, ამას თავს ვერავინ აარიდებდა, - აღნიშნა ბიზნესპრესნიუსთან იზორიამ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სადაზღვევო პაკეტებიც. იზორიას თქმით, ხშირად, სადაზღვევო კომპანიები ისეთ პოლისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, რომ არამომგებიან მდგომარეობაში აყენებენ.

მძღოლებს არ აქვ ნდობა სადაზღვევოების მიმართ, მათ ეშინიათ, რომ თუ გადაიხდიან თანხას, ვერ მიიღებენ დახმარებას და თანხის გადაყრა მოუწევთ. სადაზღვევო სექტორმა ბიუჯეტური პაკეტები უნდა შესთავაზონ მოსახლეობას, უნდა იყოს, როგორც თვიური, ასევ წლიური გადასახადის სისტემა და ეს უნდა იყოს დარეგულირებული “, - აღნიშნა იზორიამ და დასძინა, რომ ავტოდაზღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებს სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა აღმოფხვრის.

წლებია, საუბარია იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განხილვა არაერთხელ დაიწყო, შედეგამდე არასდროს მისულა.

სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი, დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, მთავრობას შემუშავებული აქვს კანონპროექტი და მისივე ხელშია, თუ როდის გადაგზავნის განსახილველად პარლამენტში.

„20 წელია, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაზეა საუბარი, მაგრამ წელს ვითარება განსხვავებულიიმიტომ, რომ ამაზე ინიციატივა კი არ გვაქვს, არამედ უკვე მთავრობას აქვს შემუშავებული თავისივე კანონპროექტი. ეს კანონპროექტი შეთანხმებული და განხილულია ინდუსტრიასთან, სამთავრობო სტრუქტურებთანაც მთელი პროცესებია გავლილი და საკითხი არის მზად იმისთვის, რომ მთავრობამ გადაგზავნოს პარლამენტში. როდის აიღებს ამას ხელში მთავრობა და როდის გადადგამს ნაბიჯებს, ამას ვერ გეტყვით, სამწუხაროდ.

წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ სავალდებულო დაზღვევები არ ეღირსა ამ ბაზარს, არასდროს არ გამოყენებულა ის ინსტრუმენტები, რომლებიც წინ წასწევს მოცვას, რათა ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის დიდი ნაწილი იყოს დაზღვეული. თუ გვინდა, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს ავტოდაზღვევაში, ამას სავალდებულო კანონის გარდა, არაფერი უშველის“, - აღნიშნა ხეჩინაშვილმა.

ავტოდაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ, რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. მიუხედავად ამისა, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული.