კახა კალაძის „გაზპომის“ ხელმძღვანელობასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, დასავლური კურსის ღალატად აფასებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთა მმართველობის პერიოდში საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდა. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“, თავად იყო დაინტერესებული „გაზპრომისთვის“ მიეყიდა მაგისტრალური გაზსადენი, თუმცა, მაშინ „გაზპრომთან“ მოლაპარაკება ამერიკული მხარის ჩარევის შედეგად არ შედგა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-მ კვლევის თანახმად, ელექტროენერგია სწორედ ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე.
ნაციონალების მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსული კომპანების სია ასე გამოიყურება: რუსული კომპანია „რაოესი“ ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“ ხრამი 1; „რაოესი“ ხრამი 2; „რაოესი“ ხრამი 3; „რაოესი“ ხრამი 4; „რაოესი“ ხრამი 5; „რაოესი“ ვარციხე1; „ინტერ რაო“ ვარციხე2; „ინტერ რაო“ ვარციხე 3; „ინტერ რაო“ვარციხე 4; „ინტერ რაო“ გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი - კომპანია; „ინტერ რაო“ გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი.
კომპანია „ინტერ რაო“ მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვოლტიანი ხაზები; კომპანია „ინტერ რაო“„მადნეული“; რუსული კომპანია „პრომიშელ ინვესტი“ „კვარციტი“; „პრომიშელ ინვესტი“; „აზოტი“; „პრომიშელ ინვესტი“; ზესტაფონის „ფერო“; „პრომიშელ ინვესტი“; ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“; გაზგამანაწილებელი კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომი“; შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“.
რუსული კომპანია „გაზპრომი“ საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან - რუსეთის რკინიგზა; ელმავალმშენებლი ქარხანა - კომპანია „დემა კომპიუტერი“ არამიანცის, თბილისის N1 საავადმყოფო; რუსული კომპანია „ბატუსი“; თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“; რიონჰესი - კომპანია „ენერჯ ინვესტი“ გუმბათი 2; კომპანია „ენერგო პრო“ გუმბათი 2; კომპანია „ენერგო პრო“; „ვითიბი ბანკი“ „ლუკოილი“ და „ბილაინი“ - ეს იმ რუსული კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველოს დროს შემოვიდნენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით კი, რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებში - შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ (სოფლის ნობათი), შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“(ბალტიკა), შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევით ირკვევა, რომ 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიის შპს „ენერგიის“ საკუთრებაშია დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი. „ენერგიის“ 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფეროს“ მფლობელობაშია. ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა.
მევლუდ ბლიაძე რუსეთში ფლობს კომპანიას, რომელიც ხიდების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას ახორციელებს. მას მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება. რუსეთის მოქალაქე ალი მარაევი ფლობს შპს „ენერგო ინვესტს“. რუსეთის მოქალაქის რაულ ქურდაძის საკუთრებაშია შპს „ფშავი ჰიდრო“. კომპანია სკურდიდი ჰესის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, რუსეთის ენერგეტიკული სისტემა არის ერთ-ერთი აქციონერი გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოში“, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებს განაგებს. რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ წყალმომარაგების სექტორშიც.
ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პროევროპელები მხოლოდ კამერის წინ იყვნენ, ხოლო ქმედებით ხელს უწყობდნენ რუსული კაპიტალის შემოსვლას, რადგან ის, რაც ენერგეტიკის სფეროში ხდება, ამას უკვე არაფერი ჰქვია თუ არა ქართულ-რუსული გარიგება.
მისივე თქმით, 2008 წელს, როდესაც იბომბებოდა საქართველოს ტერიტორიები, დაზიანდა არაბების ხელში მყოფი ფოთის პორტი, გერმანელების ხელში მყოფი კასპის ცემენტის ქარხანა, თურქების ხელში მყოფი ქარხანა და ა.შ. არც ერთი ის ობიექტი არ დაზიანებულა, რომლის ინვესტორი და მფლობელი იყო რუსული კოპანია ან რუსეთის მოქალაქე.
„მაშინ საქართველოში თავს მშვიდად გრძნობდა რუსული ინვესტიციები. არ შეიძლება რუსული ინვესტიცია სიკეთის მომტანი იყოს. რუსეთის ენერგოსისტემის და „ნაციონალური მოძრაობის“ იატაქვეშა ფლირტი არანაიარ საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ის, რაც ენერგეტიკის სფეროში ხდება, ამას უკვე სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ქართულ-რუსული გარიგება.
ძალიან მარტივად მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამხდარიყო ამ შავი სქემების თანამონაწილე. კრიმინალური გზით მოძიებული თანხები, არც თუ ლეგალური გზებით და გამჭვირვალე სქემებით ნაწილდებოდა შემდეგ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი იხსენებს, რომ 2008 წელს სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოიღო გაზსადენი იმ მიზნით, რომ უპრობლემოდ გაესხვისებინაათ რუსული კომპანიისთვის. მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ ვერ შეუშალა ხელი „თელასის“ გარუსებას, მაშინ როდესაც თავდაპირველად „თელასი“ ამერიკული კომპანიის მმართველობის ქვეშ იყო.
„დღეს ნაციონალების მხრიდან „გაზპრომზე“ საუბარი არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის. ლენინისგან განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავის უთქვამს სწავლა, სწავლა და სწავლა, ნაციონელებმა შემოგვთავაზეს ფორმულა - ფული, ფული და ფული.
მეტსაც გეტყვით, ქვეყნის პირველი აუდიტი, ლაშა თორდია იყო 2008 წელს ავტორი იმ კანონპროექტის, რომლის მიხედვით სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოიღესო გაზსადენი იმ მიზნით, რომ უპრობლემოდ გაესხვისებინაათ რუსული კომპანიისთვის. ჯიუტად ამტკიცებდა ამხანაგი თორდია, რომ დიახ, ის იყო გაზსადენის გასხვისების ავტორი, თუმცა მყიდველი რუსეთის გარდა ვერავინ ვერ დაასახელა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
საომარი რიტორიკის კვალდაკვალ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წარმატებით ხდებოდა რუსული კომპანიებისთვის ენერგეტიკული კომპანიების თუ სხვა ობიექტების გადაცემა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 2008 წლის 10 აგვისტოს რუსების ხელში აღმოჩნდა ენგურჰესი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი იხსენებს, რომ სააკაშვილმა „ენგურჰესის“ გასხვისების თაობაზე რუსეთთან კაპიტულაციის პირობების მქონე მემორანდუმი გაფორმდა, რომლის შინაარსი დღემდე უცნობია. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თითის გაშვერვა ძალიან გამაღიზიანებელია.
„როდესაც ჩვენ „გაზპრომზე“ და მაგისტრალურ გაზსადენზე ვლაპარაკობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია იყო ასეთი - ხახულის ხატი ხომ არ არისო. ახლა ლაპარაკობენ, რომ „გაზპრომს“ საერთოდ არ უნდა დაველაპარაკოთ, მაშინ, როდესაც თვითონ აპირებდნენ მილსადენის მიყიდვას. მეტსაც გეტყვით, ენგურჰესის მიყიდვას აპირებდნენ „რაოესისთვის“.
საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, 2008 წლის 10 აგვისტოს დილის 5 საათზე სააკაშვილმა კაპიტულაციის პირობების მქონე მემორანდუმი გააფორმა რუსეთთან. როდესაც აცხადებდა, რომ ჩვენი ბიჭები შეტევაზე იყვნენ გადასული, სინამდვილეში უკვე ხელი მოწერილი ჰქონდა კაპიტულაციაზე. კაპიტულაციის ერთ-ერთი პირობა იყო ხარკის გადახდა ამ ფორმით. ამიტომ მალავდნენ ისტერიულად ამ მემორანდუმს. ამიტომ, მათი ეს ისტერიკა ყალბ შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს ისტერია წმინდა პოლიტიკური მოტივია და არა შინაარსობრივი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ეკონომიკაში ინვესტიციები აუცილებელია, თუმცა საფრთხის შემცველია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების ელემენტებს შეიცავს, იმ სახელმწიფოს ხელში მოქცევა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიები.
„ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვინავს ინვესტივები ჩვენი სტარტეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, ან ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც ჩვენ არანაირ საფრთხეს არ ველოდებით და ოკუპირებული არ აქვთ ჩვენი ტერიტორიები. სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობა როგორმე რამე ინვესტიცია შემოეტანა ქვეყანაში და ყურადღებას არ აქვცევდა, რა წარმომავლობის იყო ეს კაპიტალი და ვინ იდგა იმ კომპანიების უკან. მასშტაბური ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ყოველთვის იყო და დღესაც არის გარკვეული საფრთხის შემცველი. სასურველია დიდი პროექტები ფინანსდებოდეს დემოკრატიული ქვეყნებიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.