„ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებდა და მომავალშიც ასე იქნება“

„ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებდა და მომავალშიც ასე იქნება“

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მთავრობა ცდილობს საზოგადოებაში ახალი იმედები გააჩინოს - მთავრობის მეთაური სხვადასხვა პროექტების პრეზენტაციას გვთავაზობს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური პრობლმები ჯერჯერობით არ იცვლება - ექსპერტები თვლიან, რომ ეს არა მხოლოდ გარე ფაქტორების, არამედ არასწორი მონეტარული პოლიტიკის დამსხურებაა. ეკომომიკაში არსებული პრობლემების შესახებ ექსპერტი, პაატა შეშელიძე გვესაუბრება.

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ახალი გუდის ეკონომკური პროგრამის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყავით - ზედმეტად სოციალურად ორიენტირებულად მიიჩნევდით. ახალი საპარლამენტო არჩევნები უკვე კარს მოგვადგა, ეკონომიკური მდგომარეობა კი არც თუ სახარბიელოა, იყო არსებითი შეცდომები, არასწორი ეკონომიკური კურსი თუ საქართველო განწირულია, რომ წარმატეული ეკონომიკა არ ჰქოდეს? - ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ 25 წელია ქვეყაში არაფერი იცვლება...

- რა თქმა უდა, ყველაფერი დამოკიდეულია ეკონომიკურ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ეკონომიკაში იცვლება თუ არა რამე - დააკვირდით, რა იყო მაღაზიებსა და რესტორნებში 25 წლის წინ და რა არის ახლა, მაშინ როგორ იცვამდა ხალხი, ან რითი მგზავრობდა და ა.შ. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კიდევ უფრო კარგად იქნებოდა საქმე, რომ ყოფილიყო განსხვავებული მიდგომები და ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ თავისი ბედი თავად განაგონ და არა ვიღაცის დაპირებებით და იმედით.

ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოში იყო განსხვავებული, იყო 9,10, 11-პროცენტანი ზრდაც, მაგრამ ბოლო წლებში ეს ციფრი შემცირებულია. უფრო კარგი შედეგი იქნებოდა, რომ არა ის პოლიტიკა, რაც არის.

ძალიან მარტივი ასახსნელია - არის პოლიტიკა, როდესაც თვლიან რომ გაზრდილი სოციალური ვალდებულებები, ზედმეტი ჩარევა ეკონომიკაში, შეზღუდვები და ა.შ. არის კარგი.

მსგავსი დაპირებები იყო წინა არჩევნების დროს და ვთვლიდი, რომ ამგვარი მიდგომებით დათქმულ დროში, იმ ეფექტის მიღწევა რასაც გვპირდებოდნენ, იქნებოდა ძალიან რთული და პრინციპში, ასეც მოხდა.

იმ შენიშვნების გარდა, რაც იმ პერიოდში მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა, შექმნილ სიტუაციას დაემატა არასწორი მონეტარული პოლიტიკა, რაც მომაკვდინებელი აღმოჩნდა ძლიან ბევრი ადამიანისთვის. არასწორია, როდესაც ორი კაცის გამდიდრებას ეწირება ძალან ბევრი ადამიანი. რაც მთავარია, მონეტარული პოლიტიკა თავიდან ბოლომდე უნისონში იყო მთავრობის ინტერესებთან, მისი ინტერესების მხარდამჭერი იყო - მთავრობას სურდა ყოველთვის ჰქონოდა საშუალება აეღო სესხი, როდესაც ამისი საჭიროება ექნებოდა და ეროვნული ბანკი ამის საშუალებას მუდმივად აძლევდა.

ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირებაა, რაც ხალხის მოტყუებაა, მეტი არაფერი. პრაქტიკულად, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გაკეთა იმისათვის, რომ სახელმწიფოს ფისკალური ვალდებულებები შეესრულებინა და ყოველთვის მიეცა ფული, როდესაც სჭირდებოდა.

თებერვლის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეწურება უფლებამოსილების ვადა, ფიქრობთ, რომ არაფერი შეიცვლება?

- ერთი კაცი რამეს შეცვლის? ჩემი რჩევაა, მთლიანად შეიცვალოს მონეტარული პოლიტიკა - ყველაფერი შესაცვლელია და რატომღაც მხოლოდ ერთი კაცის შეცვლაზეა აქცენტი გადატანილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, როგორც მთავრობას სჭირდება.

ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო წელია და არავინ შეეცდება ხალხის ინტერესიც იყოს გათვალისწინებული?

- საარჩევნო წელს ფული არ სჭირდებათ? საზოგადოებრივი აზრი ვის აინტერესებს? მთავარია ჰქონდეთ ფული, რომ ხალხს რაღაცას დაპირდნენ და მერე ეს შეასრულონ. საზოგადოების კეთილდღეობა ვინმეს ანაღვლებს?

საზოგადოებრივ აზრს რომ რაიმე ძალა ჰქონდეს, ხალხი ჯერ კიდევ მაშინ უნდა გამოსულიყო, როდესაც პირველი სავალუტო პანიკა შეიქნა. თუ გახსოვთ, კაციშვილს ხმა არ ამოუღია...

ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, რუსეთმა სავალუტო რყევები ბერად უფრო მძიმედ გადაიტანეს, ხოლო ჩვენ მეტ-ნაკლებად სტაბილურობა შევინარჩუნეთ...

- მათ კიდევ უარესი პოლიტიკა ჰქონდათ და იმიტომ. ან ჩვენი სტაბილურობა რაში გამოიხატება? ლარი გაუფასურებულია დაახლოებით 60% -ით ეკონომკური ზრდა დაბალია და ა.შ.

ანუ შეიძლებოდა უკეთესი მდგომარეობა გვქონოდა?

- ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სავალუტო კრიზისები მოხდა, მთავარი მიზეზი გახდა ნავთობზე ფასის დაცემა. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ძირითადად, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორები არიან... ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ენერგომატარებლებით? - პირიქით, შანსი გაგვიჩნდა, იაფად ვიყიდოთ.

როგორც ჩანს, სიტუაციის შესამსუბუქებლად ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს, თვლით, რომ ამით რამენაირად მოხდება ეკონომიკის სტიმულირება?

- როდესაც სახლში რემონტს იწყებთ, ამისთვის აუცილებელია გქონდეთ ფული საშენი მასალების შესაძენად და სხვა ხარჯებისთვის, ანუ ჯერ ეს ფული უნდა მოიპოვოთ. ეს მაგალითი გადავიტანოთ ქვეყანაზე - ქვეყანას ფული რომ ჰქონდეს, ის უნდა გამოიმუშავოს. როგორ შეიძლება დახარჯოს ფული, რომელიც არ გამოუმუშავებია? ეს მხოლოდ ზედმეტი ტვირთია. ანუ ეკონომიკას ინფრასტრუქტურული პროექტები კი არა, ის ფული ახალისებს, რომელსაც კერძო სექტორი გამოიმუშავებს.

ეს უკეთეს შემთხვევაში, როდესაც მძიმე მდგომარეობაა, ამგვარი ჩარევა არაფერს შეცვლის?

- ყველა სხვა შემთხვევა თავის მოტყუებაა ან პოლიტიკა. რაც შეეხება ეკონომიკას - თუ არ გამოიმუშვე, ვერ დახარჯავ.

დღეს მთავრობა ხარჯავს ორჯერ მეტს, ვიდრე უნდა ხარჯავდეს, ხარჯების მაქსიმალური შემცირება აუცილებელია იმისათვის, რომ გამოცოცხლდეს ეკონომიკა. ასევე აუცილებელია კერძო სექტორის წახალისება და რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკის შეცვლა. ამ ძირითადი კომპონენტების გარეშე ნაკლებად მოსალოდნელია, ხალხმა იგრძნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელიმეზე შეიძლება შეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის შემოქმედი.