მომზადების წესი; ყველი მთლიანად მოათავსეთ ფორმაში (სასურველია ფორმა და ყველი ერთნაირი დიამეტრის იყოს). ყველის შუაგულში ღრმა ღრმული გააკეთეთ და შიგ ღვინო ჩაასხით. ყველი დასერეთ და ნასერებში დაჭრილი ნიორი ჩააწყვეთ, მოაყარეთ პილპილი. ფორმას ფოლგა გადააკარით და 20 წუთით ცხელ ქურაში შედგით. ღოცა ყველი ზევიდან დაიბრაწება, უკვე მზადაა. სუფრასთან მიიტანეთ ლორთან, ქათმის ბარკლებთან, მოხარშულ ხორცთან ან კარტოფილთან ერთად. ჩხელი ყველი შეგიძლიათ კოვზით მიირთვათ და მშრალი ტიპის თეთრი ღვინო დააყოლოთ.