მომზადების ხანგრძლივობა: 12 სთ.
ინგრედიენტები: ცხიმიანი ხაჭო - 300 გრ. არაჟანი - 500 გრ. ჟელატინი - 12 გრ. შაქარი - 75 გრ.კვერცხის ცილა - 2 ცალი, ვანილი - 1 შეკვრა.
მოსართავად: შავი მოცხარი - 300 გრ.თაფლი (თეთრი) - 1 ს.კ.
მომზადება: ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი. შაქარს დავასხათ 1 ს. კ. წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღეთ 1 წუთი. გადმოდეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ ჟელატინი.
ხაჭო და არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით. ჩავასხათ მასში შაქრის სიროფი, ავურიოთ და ცოტახნით შევდპთ მაცივარში.
ავთქვიფოთ ცილა, სანამ მდგრად ქაფად არ გადაიქცევა. დავუმატოთ ვანილი და კიდევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ ხაჭო და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ისევ ვთქვიფოთ.
ბოლოს ჩავასხამთ ფორმაში და 12 საათით შევინახავთ მაცივარში.
შავი მოცხარი თაფლთან ერთად ავთქვიფოთ და მოვასხათ გაცივებულ "ჩიზქეიქს".