როგორ შეიძლება ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამამ მიაღწიოს წარმატებას?

როგორ შეიძლება ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამამ მიაღწიოს წარმატებას?

RFE/RL (“რადიო თავისუფლება”) „კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისათვის“ წამყვან თანამშრომელს, კავკასიის სპეციალისტს თომას დე ვაალს ესაუბრა იმაზე, თუ რა წინააღმდეგობები შეიძლება შეხვდეს ევროპის კავშირის ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროექტს და როგორია მისი წარმატების პერსპექტივები.  3 მაისს ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის მონაწილე ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები ბრიუსელში პროექტის პირველ შეხვედრაზე შეიკრიბებიან, რათა ხელი მოაწერონ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” საპარლამენტო ასამბლეის შექმნის დოკუმენტებს.

 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დელეგაციები. ბელორუსია არ მოიწვიეს, პასუხად იმისა, რომ მინსკმა სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (2010 წ. დეკემბერი) პოლიტიკური ოპოზიცია სასტიკად დაარბია.

 

შეხვედრის წინ RFE/RL-ის კორესპონდენტი, რობერტ კოალსონი თომას დე ვაალს, ”კარნეგის ფონდის” კავკასიის წამყვან სპეციალიტს ესაუბრა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” წარმატების პერსპერქტივებსა და შემაფერხებელ ფაქტორებზე.

 

RFE/RL: ამას წინათ ევროკავშირისაღმოსავლეთ პარტნიორობაზე” The National interest-ში წერილი გამოაქვეყნეთ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომაღმოსავლეთ პარტნიორობამნიშვნელოვან პროექტად იქცეს?

 

თომას დე ვაალი: ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პრობლემა ისაა, რომ დღეს ევროკავშირი იმყოფება ეტაპზე, როდესაც მისი ექსპანსია, გაფართოვება ძირითადად გაჩერებულია. შესაძლოა დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა, ხორვატია და იქნებ სერბეთიც მიიღონ ალიანსში, მაგრამ ჩემი აზრით,  სხვა ევროპულ ქვეყნებს ისეთებს, რომლებსაც უფრო მწვავე პრობლემები აქვთ,  ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უფრო ბუნდოვანი პერსპექტივა ელით.

 

თურქეთს, აშკარად დიდი პრობლემები აქვს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ უფრო აღმოსავლეთით გავიხედავთ,  უკრაინასა და  სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებს – ძალიან ნაკლებადაა სავარაუდო, რომ ისინი ევროკავშირში გაერთიანდებიდან, მინიმუმ მომავალი 10, 15, 20 წლის განმავლობაში მაინც.

 

ამ თვალსაზრისით, სამეზობლო პოლიტიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. როგორ უნდა მიიზიდოს ევროკავშირმა ამ ქვეყნების ყურადღება, როდესაც მათ გაწევრიანებას არ სთავაზობს?  ჩემის აზრით, პრობლემას ორი მხარე აქვს. ამ ქვეყნებმა უნდა დაადასტურონ, რომ ევროკავშირისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ინტერესი აქვთ, მაგრამ ბრიუსელმა, ჩემი აზრით, ყურადღება ორ საკითხზე უნდა გადაიტანოს.

 

ერთი – სავიზო რეჟიმის გამარტივებაა, რაზეც უკვე რეალურად დაწყებულია მუშაობა. უკრაინას, მოლდავეთს და  საქართველოს ეს რეჟიმი უკვე შესთავაზეს – ამ ქვეყნების მოქალაქეები ახლა ვიზების მიღებას ბევრად უფრო იოლად შეძლებენ. ეს - ერთი საკითხი.

 

და მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის ერთიან ბაზრებზე მათთვის პრივილეგირებული ხელმისაწვდომობის დაწესება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნებისთვის სავაჭრო პოლიტიკა ღია უნდა იყოს და ასე მგონია ეს მნიშვნელოვანი ჯილდოა აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნებისთვის. კარგი პოლიტიკაა, ჩემი აზრით.

 

მაგრამ არის ერთი პრობლემა – ევროკავშირი დაკავებულია სხვა საკითხებით, არ გააჩნია საკმაო რესურსები – არც დრო და ფული ”აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის” და მეორე, ევროკავშირი ცუდად ახერხებს კომუნიკაციას. ჩემი აზრით პოლიტიკა საკმაოდ კარგია, მაგრამ კომუნიკაციას კარგად ვერ ართმევენ თავს.

 

RFE/RL: როგორც ჩანს, ძირითადად პესიმისტურად ხართ განწყობილიაღმოსავლეთ პარტნიორობისმიმართ.

 

თომას დე ვაალი: ასე არ არის. ჩემი აზრით, ზოგიერთი  ქვეყანა… თუ მათ ინდივიდუალურად მივუდგებით, ვნახავთ რომ ყველა შემთხვევა განსხვავებულია. მიმაჩნია რომ ყველას ერთ კალათაში უნდა მოვუყაროთ თავი და მერე თითოეული ინდივიდუალურად განვიხილოთ, მაგრამ არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც აშკარად არ აინტერესებს ევროკავშირის წინადადებები: აზერბაიჯანი და ბელორუსია, დღევანდელი მდგომარეობით ამის აშკარა მაგალითებია.

 

მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკური ელიტიდან ბევრს რეალურად ასეთი კითხვა უჩნდება – ხომ არ არის ევროკავშირთან სიახლოვე, ტროას ცხენი, რომელიც მათ ძალაუფლების ბევრ ასპექტს დააკარგვინებს.

 

მაგრამ თუ მოლდავეთს განვიხილავთ, მოლდავეთისთვის ევროკავშირიდან მომავალი სტიმულები ძალიან პოზიტიურია. მისი მთავრობა ყველაზე პრო-ევროპულია რეგიონში და შედეგად ქვეყანამ პრო-ევროპული რეფორმების გატარება დაიწყო. შემდეგი რიგში საქართველოა, რომელიც უფრო გაყოფილია, მაგრამ მიმაჩნია რომ პოტენციაში ევროკავშირს შეუძლია საქართველოში პოზიტიური ეფექტები იქონიოს. უკრაინა დღევანდელი მმართველობის პირობებში (პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი) უფრო პრობლემურია, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასე რომ არის სამი შემთხვევა, სადაც სულ მინიმუმ გარკვეული  წარმატება გვაქვს.

 

RFE/RL: ბელორუსიაღმოსავლეთ პარტნიორობისსაპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეობისთვის არ მოიწვიეს. როგორ მიგაჩნიათ, განა გამართლებულია რომ ევროკავშირი აზერბაიჯანსა და ბელორუსიას სხვადასხვაგვარად ეპყრობა? განა ორივე ქვეყანაში დემოკრატიას ერთნაირი პრობლემები არა აქვს?

 

თომას დე ვაალი: ჩემი აზრით საქმე ისაა, რომ ბელორუსთან დაკავშირებით უფრო დიდია მოლოდინი და ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ბელორუსმა დაპირებები არ შეასრულა. ნამდვილად ორივე ქვეყანაში საკმაოდ რეპრესიული რეჟიმებია, მაგრამ აზერბაიჯანი ყოველთვის პირდაპირ აცხადებდა, როგორ ხედავს ურთიერთობებს ევროკავშირთან – ის საკუთარ თავს ბოლომდე ევროპულ სახელმწიფოდ არ განიხილავს, ამიტომ მოლოდინი აზერბაიჯანთან დაკავშირებით ნაკლებია.

 

ბელორუსი კი ნამდვილად ევროპული ქვეყანაა, საზღვრები აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, ამიტომ მასთან დაკავშირებით უფრო დიდი იმედები არსებობდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ როდესაც ბელორუსიამ გასულ დეკემბერს თავისი ვალდებულებებიდან უკან დაიხია, სასჯელიც სათანადო მიიღო.

 

რა შეიძლება ევროკავშირმა ამ ქვეყნებს შესთავაზოს?

 

RFE/RL: თქვენს წერილში, თქვენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადეკ სიკორსკის ციტირებდით. ის ამბობდა, რომ აღმოსავლეთ-ევროპის ყოფილი საბჭოთა სატელიტების გაერთიანებამ ევროკავშირში მოითხოვარეფორმების მძიმე პერიოდი, რომელიც კანდიდატი  ქვეყნისგან ერთგვარ ზღვარგადასულ თავდადებას  მოითხოვდა”. მაგალითად პოლონეთმა 1989-წლიდან 2004-წლამდე, ევროკავშირში გაწევრიანებამდე 10 მთავრობა გამოიცვალა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია. რატომ არ შეიძლებააღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებმაც ასევე გამოიჩინონ ეროვნული თავდადება?

 

დე ვაალი: მე მგონია, რომ ამის ორი მთავარი მიზეზი არსებობს. ერთი ისაა, რომ ჯილდო ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამაში ისეთივე დიდი არაა. ევროკავშირის წევრობა უზარმაზარი ჯილდოა, რომლის გამოც მთელი ქვეყანა შეიძლება გაერთიანდეს და გაატაროს საკმაოდ მტკივნეული რეფორმები, მაგრამ როდესაც გაწევრიანებას არ გთავაზობენ, სტიმული ნაკლებია.

 

და მეორე, მე მგონია რომ ამ პოლიტიკური ელიტიდან ბევრს რეალურად უჩნდება კითხვა, ხომ არ არის მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირში ტროას ცხენი, რომელიც მათ ძალაუფლების დიდ ნაწილს დააკარგვინებს – მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მათი ქვეყნები უფრო ტრანსპარენტულები უნდა გახდნენ, გარე დაკვირვებისთვის უფრო ღია, უნდა დათმონ სუვერენობა, რაც ნამდვილად კარგია მათი ქვეყნებისთვის, მაგრამ არც თუ ისე კარგი პოლიტიკური ელიტისთვის.

 

RFE/RL: თქვენს სტატიაში რუსეთი ნახსენები არ არისმაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური საფრთხე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ევროკავშირი, ფიგურალურად და პირდაპირი მნიშვნელობითაღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებს ჰყოფს. შეუძლია ევროკავშირს ნამდვილად განახორციელოს ისეთიაღმოსავლეთ პარტნიორობა”, რომელშიც არ არის კრემლი აქტიურად ჩართული?

 

დე ვაალი: აბსოლუტურად. მე ვფიქრობ, რუსეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. რუსეთს ნამდვილად არ სურს ”აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობა. ის ურთიერთობას ევროკავშირთან ხედავს როგორც ორი სტრატეგიულად თანასწორი ერთეულის ურთიერთობას.

 

მაგრამ რუსეთი და ევროკავშირი ამ ქვეყნებს სხვადასხვა რამეს სთავაზობს. სომხეთმა შეიძლება რუსეთიდან სამხედრო და სტრატეგიული თანამშრომლობის წინადადება მიიღოს, ხოლო ევროკავშირიდან გამარტივებული სავიზო რეჟიმი და სავაჭრო პროვილეგიები. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მე ვფიქრობ, ნატო და რუსეთი, რაც არ უნდა სთქვას ნატო-მ, შეიძლება სტრატეგიულ მეტოქეებად დავასახელოთ, მაგრამ არ მესმის რატომ არ შეიძლება ამ ქვეყნებს ღირსეული ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც, თუ მათ ასე სურთ.

[foreignpress.ge]