ელენე ხოშტარია გირაოს არ გადაიხდის - რატომ ამბობს უარს ადვოკატსა და სასამართლოში მისვლაზე?

ელენე ხოშტარია გირაოს არ გადაიხდის - რატომ ამბობს უარს ადვოკატსა და სასამართლოში მისვლაზე?

ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას პროკურატურამ ბრალი ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების განზრახ დაზიანების ფაქტზე წარუდგინა. ზარალის ოდენობა 570 ლარს შეადგენს. ხოშტარია ბრალდებულად ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იქნა ცნობილი, სადაც მან ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა. ასევე, უარს აცხადებს სასამართლოში გამოცხადებაზე და მის გარემოცვასაც იგივეს ურჩევს. მისი ოჯახი, დედა - ელენე და მამა - გიორგი ხოშტარიები, ერთ-ერთ მედიასთან ჩართვის დროს ამბობენ, რომ ელენე ხოშტარია გირაოს არ გადაიხდის. 

როგორც ჩანს, ხოშტარიასთვის ეს ქმედება შემთხვევითი არ იყო და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ის ნიდერლანდების ელჩს შეხვდა, რაც ხელისუფლებაში მწვავე კითხვებს აჩენს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს შეხვედრა „რადიკალიზმის მორიგი წახალისებაა, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში“. კობახიძის თქმით, ელჩები ასე არ უნდა იქცეოდნენ, რადგან „არც ერთ ელჩს არ ეკადრება ასეთი საქციელი“.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დაადასტურა, რომ ხოშტარიას ქმედება წინასწარ დაგეგმილი იყო და მან „თავი დააჭერინა“. მისი აზრით, ოპოზიციონერი შეგნებულად წავიდა კანონდარღვევაზე, რათა ციხეში დარჩენით, მომავალი „არეულობები“ თავიდან აირიდოს და პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. მახაშვილი ასევე მოითხოვს, რომ ნიდერლანდების ელჩმა განმარტოს შეხვედრის მიზანი, ვინაიდან „წინა დღეს, ელენე ხოშტარიამ დანაშაული ჩაიდინა, როცა საარჩევნო ბანერები დააზიანა. ამის შემდგომ, ნიდერლანდების ელჩი ამ ადამიანს ხვდება“.

ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო საეჭვო გახდა სიტუაცია, როდესაც ელენე ხოშტარიას დაკავებიდან მეორე დღესვე, მისი მამის, გიორგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთიდან, დაახლოებით, 100 000 ლარის ექვივალენტი თანხა ჩაირიცხა. ამ ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც:

„თქვენ ხედავთ, რამდენად უხეშად მუშაობს ორმაგი სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში. არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს, რუსეთის ბიუჯეტიდან, ხაზინიდან ერიცხებათ თანხები. ეს ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოპოზიციონერების გულწრფელობას და მიუთითებს იმაზე, რომ მათი ქმედებები „დაკვეთაა“, რომელსაც ქვეყნის გარედან იღებენ“, -ამბობს კობახიძე.

ელენე ხოშტარია ამჟამად სასამართლო პროცესის მოლოდინშია. საადვოკატო მომსახურებაზე უარი და კითხვა იმის შესახებ, გადაიხდის თუ არა ის გირაოს, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ის შეგნებულად ცდილობს პატიმრობაში დარჩენას. 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია ФСБ-ს აგენტია და ის მხოლოდ თავს აჩვენებს, თითქოს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. გვენეტაძე ფიქრობს, რომ ხოშტარიას აგენტობის შესახებ ეჭვი აღარავის ეპარება, რადგან დაკავებისთანავე, მის მამას, გიორგი ხოშტარიას რუსეთიდან დიდი თანხა ჩაერიცხა.

„თითქოს, ხოშტარია რუსოფობი და პროდასავლელია, ამ დროს კი მის ოჯახს კრემლი დიდ თანხებს ურიცხავს. გამოდის, რომ პუტინი, თურმე, მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატი ყოფილა, რომელიც ქართველ პოლიტიკოსს მის გინებაში უხდის ფულს. ევროპარლამენტარები, რომლებმაც ამერიკელი ახალგაზრდა კაცის, ჩარლზ კირკის მკვლელობის მიუხედავად, წუთიერი დუმილიც კი არ გამოაცხადეს, პუტინი, დედის გინებაში, ხოშტარიას ფულს ურიცხავს. ვინმე ხედავს აქ, რამე ლოგიკას? მის ოჯახს პუტინი ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონებს ურიცხავს. მაგალითად, კრემლმა მათ 9 მილიონი რუბლი ჩაურიცხა, რაც 100 ათასი ევროა. ახლა, ვეკითხები ხალხს, ვინ არის ეს ქალბატონი და რა ორმაგ თამაშს თამაშობს? ის, როგორც პოლიტიკოსი, განულებულია. ხოშტარია რუსებს პოლიტიკაში კონკრეტული გეგმებისა და დავალებების შესასრულებლად ჰყავთ ჩანერგილი. ამიტომაც, ეს ქალბატონი ახლა იღებს რაღაც დავალებას, რის გამოც ის პროცესებს გაერიდა. გამოჩნდება, რა არის რეალურად მისი მიზანი“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ხოშტარიას ელჩთან შეხვედრა, ასევე დამატებით კითხვებს აჩენს. პოლიტიკოსს, რომელსაც ნულოვანი რეიტინგი აქვს და არავისთვის არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ უკვე გაშიფრული აგენტია, რა საერთო ჰქონდა ნიდერლანდების ელჩთან.

„ფაქტი ერთია, რომ ხოშტარიამ თავი მიზანმიმართულად დააჭერინა და ახლა, არც გირაოს გადახდას აპირებს. შესაბამისად, ის სპეციალურად გაეცალა პროცესებს, რომელიც 4 ოქტომბერს არის დაანონსებული. ასევე, მოვისმინეთ შეფასებები კახა კალაძისგან, თითქოს, ეს ქალბატონი პოლიტპატიმარია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ძალით აჭერინებენ ხელს ხელისუფლებას და მერე გაიძახიან, პოლიტპატიმრები ვართო. ეს ხომ პროცესების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაა. თუმცა, არაფერი გამოუვათ, ხალხს ესენი, მით უმეტეს ხოშტარია, საერთოდ არ ანაღვლებს. იციან, ვინც არიან და რა არიან“, - ამბობს გვენეტაძე. 

 

 

გიული გუბაზაძე. ცხონებული ზვიად გამსახურდიას ვითომ ერთგულის, რეალურად კი მოღალატე მამის , ხოშტარიას შვილი, ლიაკა ხოშტარია, როცა იგი მოსკოვში МГИМО-ში სწავლობდა, იგი მეორე კურსიდად გარიცხეს ლეზბოსელობისათვის, ხოლო შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა იგი აღადგინეს იმავე ინსტიტუტში იმ პირობით, რომ იგი ყოველთვის ერთგულ და ფარულ სამსახურში იქნებოდა რუსეთის სპეცსამსახურებთან….
1 საათის უკან
გიული გუბაზაძე. ცხონებული ზვიად გამსახურდიას ვითომ ერთგულის, რეალურად კი მოღალატე მამის , ხოშტარიას შვილი, ლიაკა ხოშტარია, როცა იგი მოსკოვში МГИМО-ში სწავლობდა, იგი მეორე კურსიდად გარიცხეს ლეზბოსელობისათვის, ხოლო შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა იგი აღადგინეს იმავე ინსტიტუტში იმ პირობით, რომ იგი ყოველთვის ერთგულ და ფარულ სამსახურში იქნებოდა რუსეთის სპეცსამსახურებთან….
1 საათის უკან
Gami საკითხავია, საერთოდ გადის რუსეთის საოპერო სცენებზე სოლიკო ვირსალაძის გაფორმებული სპექტაკლები, რომლებიც 40-50 წლის წინ დაიდგა?ისიც ძირითადათ დიდი თეატრისა და კიროვის/მარინსკის/ თეატრის სცენებზე. ისიც საინტეტესოა, რა თანხები ერიცხებს მეორე მემკვიდრის ქ-ნ მანანა ხიდაშელის ოჯახს?!
56 წუთის უკან