ჩაქაფული

ჩაქაფული

საჭირო მასალა: 600 გრამი ბატკის ხორცი, 5 ძირი ქინძი, 2 კონა ტარხუნა,1 ჩაის ჭიქა ტყემალი, 300 გრამი მწვანე ხახვი; წიწაკა, მარილი;

მომზადების წესი: ბატკნის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე თავდახურულად. როდესაც ხორციდან გამოსული წვენი დაშრობას დაიწყებს, დაუმატეთ წრილად დაჭრილი ხახვი, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და გააგრძეთ მოშუშვა ისე, რომ ხორცი არ მოიხრაკოს.

დროდადრო სუფრის კოვზით დაასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ტარხუნა, და როდესაც მწვანილი ჩაითუთქება, შეაზავეთ დანაყილი წიწაკით, დაამატეთ მთელ-მთელი ტყმალი, ოდნავ მოშუშეთ და ერთი-ორი წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.