მოსამზადებლად დაგჭირდებათ:500 გ. ხბოს ან საქონლის რბილი ხორცი, 1 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 1 ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 2,5 ლ. წყალი, მარილი – გემოვნებით. 1 ძირი ნიახური, მწვანე ხახვი – მოსაყრელად.
მომზადება: ხორცს დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა ადუღდება, მოვხადოთ ქაფი. 30 წუთის შემდეგ ჩავუშვათ მთლიანი თავი ხახვი, ნიახური და მსხვილად დაჭრილი სტაფილო, როდესაც ხორცი ბოლომდე მოიხარშება, ნიახური და ხახვი ამოვიღოთ, დავამატოთ ბარდა, შევანელოთ მარილით და კიდევ 10 წუთი ვადუღოთ. სუფრასთან მიტანის წინ წვნიანს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.