ქართველი სპეცსამსახურელი ჰააგის ტრიბუნალს “ნაციონალებსა” და “ოცნებაზე” სკანდალურ ჩვენებას მისცემს

ქართველი სპეცსამსახურელი ჰააგის ტრიბუნალს “ნაციონალებსა” და “ოცნებაზე” სკანდალურ ჩვენებას მისცემს

უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელთანაცქართული სიტყვაწელიწადზე მეტია, ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს აქვეყნებს, აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლებს და 2008 წლის აგვისტოს ომზე ჩვენებას, მოწმის სახით, მხოლოდ სააკაშვილსა დანაცმოძრაობაზეკი არა, “ოცნებისიმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგაც მისცემს, რომლებიც იარაღით უკანონო ვაჭრობის თემას არ იძიებენ. გარდა ამისა, ქართველი სპეცსამსახურელიენ-დი-აი”- კვლევებსაც ეხება და ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება ამ კვლევის შედეგებს არ ენდობა, მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციას ოფიციალურად უნდა მიმართოს და ზემოხსენებული ავტორიტეტული ორგანიზაცია ქვეყნის წინაშე ძირგამომთხრელ საქმიანობაში ამხილოს. კიდევ ერთი თემა, რომელზეც ფორჩხიძექართულ სიტყვასთანსაუბრობს, უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული ტყეში გაუპატიურებული პატიმრის კადრებია და მიანიშნებს, რომ ყველაფერი ეს მმართველ გუნდს შესაძლოა, ბუმერანგივით დაუბრუნდეს... დღევანდელ ინტერვიუში კი, ყველაზე სკანდალური პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებული პროგნოზია, ანუ ქართველი სპეცსამსახურელი, პირად წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნას ერთი მიზანი აქვს - მომავალში გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, “ახალი მემარჯვენეებისპარტიული ლიდერი გახდეს...

 

- ბატონო კონსტანტინე, “ენ-დი-აი”- კვლევებზე ჯერ კიდევ მაშინ ვილაპარაკეთ, ვიდრე გამოქვეყნდებოდა... 2012 წლის არჩევნებიდან პირველად, “ოცნებისრეიტინგინაცმოძრაობისასმცირედ, მაგრამ მაინც ჩამორჩება. ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ ამერიკული ინსტიტუტის გამოკითხვის საველე სამუშაოებიყოფილებთანასოცირებულმა ხალხმა ჩაატარა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- “ენ-დი-აი”-ს გამოკითხვის კულუარულ შედეგებზე წინა ინტერვიუებშიც ვისაუბრეთ, მაგრამ ხელისუფლებისთვის უფრო მძიმე შედეგი “დაიდო”. თუ “ენ-დი-აი”-ს ბოლო სამ კვლევას განვიხილავთ, პროცენტული ცვალებადობა მყისიერია, ანუ კვლევიდან კვლევამდე “ქართული ოცნება” 10 პროცენტამდე კარგავდა, რაც საგანგაშო იყო და ხელისუფლებას აქცენტი, პირველ რიგში, ამაზე უნდა გაეკეთებინა.

- კი ბატონო, მაგრამ ხომ გითხარით, რომ ხელისუფლება ამ კვლევებს არ ენდობა?

- “ენ-დი-აი” ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციაა და თუ არ ენდობი, ფაქტები უნდა დაუდო, რომ კვლევა გაყალბებულია და შენს სტრატეგიულ პარტნიორს მიმართო, ანუ თუ ამ ორგანიზაციის მიმართ პრეტენზია გაქვს, არსებობს დიპლომატიური არხები და აშშ-ის ადმინისტრაციას უნდა მიმართო.

- აშშ-ის ადმინისტრაცია რა შუაშია, როცაენ-დი-აიარასამთავრობო ორგანიზაციაა?

- თუკი ეჭვობ, რომ ეს ორგანიზაცია კვლევის შედეგებს აყალბებს, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი საქმიანობაა და შენც ადექვატურად უნდა მოიქცე, თორემ იმის თქმა, არ ვენდობიო, მაპატიეთ და, ბელეტრისტიკაა და მეტი არაფერი! არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: “ნაცმოძრაობის” პროცენტული შემადგენელი თითქმის არ იცვლება და 13-დან 15 პროცენტამდე მერყეობს, ანუ “ნაცმოძრაობას” თავისი რესურსი შენარჩუნებული აქვს.

- ეს მონაცემები იმას ნიშნავს, რომ 2016 წელს, “ნაციონალებიპარლამენტში უმრავლესობით მოვლენ?

- ეს გამორიცხულია, მაგრამ აქ სხვა რამაა მნიშვნელოვანი.

- რა?

- რა და, - მოსახლეობის ის 70 პროცენტი, რომელიც დეზორიენტირებულია და რომელსაც “ოცნების” ნდობა აქვს დაკარგული. საგანგაშოც სწორედ ესაა. თუ “ოცნება” არჩევნებამდე ყოფნას ასეთ მონოტონურ მდგომარეობაში აპირებს, შეიძლება, ისე გამოვიდეს, რომ ხელისუფლება დაკარგოს.

- თუკი ამის ალბათობა არსებობს, აბა, ხელისუფლებაში ვინ მოვა?

- გააჩნია, არჩევნებისთვის პარტიები როგორ დაჯგუფდებიან, თუმცა საქმე მაინც სხვა რამეშია - როცა ხელისუფლებაში ხარ და გეუბნებიან, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი გაურკვევლობაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ, ხელისუფლება ხალხთან ოპოზიციაში ხარ. ყველაფერი ეს კი, არასწორი მენეჯმენტის, საკადრო პოლიტიკისა და არშესრულებული დაპირებების შედეგია. პირველი არშესრულებული დაპირება კი, სამართლიანობის აღდგენაა - ერთი მანახეთ, წართმეული ქონება ვის დაუბრუნდა?

- როგორც მახსოვს, რამდენიმე წართმეული ავტომანქანა დააბრუნეს...

- ეს გასაგებია, მაგრამ მსხვილ ქონებაზე ვლაპარაკობ.

- სამაგიეროდ, სამართლებრივი დავარუსთავი 2”-თან მიმდინარეობს. მართალია, “ოცნებაამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ ესეც ხომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნაწილია?

- ამ “რუსთავი 2”-თან დავას თავი დაანებონ, რა?! საერთოდ, მედიასთან დაკავშირებით აჟიოტაჟს ხელისუფლება ქმნის.

- ამას რის საფუძველზე ამბობთ?

- ხელისუფლების წარმომადგენლები და თანამდებობის პირები აცხადებენ, “რუსთავი 2” “ნაცმოძრაობის” ტელევიზიააო. კი ბატონო, “რუსთავი 2” “ნაცმოძრაობის” პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ხომ ხედავ, რომ იმ 13 პროცენტზე მეტი ვერ მოაქვს, რომელიც “ენ-დი-აი”-მ დადო? ყველამ გაიგოს: “ნაცმოძრაობის” დაბრუნების შანსი, თუ ხელისუფლება ძალით არ აიღო, არ არსებობს!

- ერთი მოსაზრებით, “ოცნებისრეიტინგის ვარდნა .. კოჰაბიტაციის შედეგია. ამასთან, რიგითიოცნებელებიამტკიცებენ, რომ თუკი წამების კადრების საჯარო ჩვენება ადრე მოეწყობოდა, დღეს ხელისუფლებას უმაღლესი რეიტინგი ექნებოდა...

- ამ კადრების საჯარო ჩვენება არც ადრე შეიძლებოდა და არც ახლა შეიძლება, რადგან ამას ბუმერანგის პრინციპი ექნება და ისევ “ოცნებას” დაუბრუნდება! ყველამ ვიცით, რომ რეჟიმი არსებობდა, მაგრამ ასეთი ჩანაწერები უნდა განადგურებულიყო!

- კონკრეტულად ის კადრები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა გაავრცელა, ვერ განადგურდებოდა, რადგან საქმეში ნივთმტკიცებად იდო...

- კი ბატონო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი სხვა კადრებიც არაა განადგურებული.

- ბატონო კოტე, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, კადრები, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებად ინახება, სხვის, ანუ ამ შემთხვევაში, უკრაინული მედიის ხელში როგორ შეიძლება მოხვედრილიყო?

- როგორ და, - ძალოვანი უწყებების დახმარებით. პროკურატურაში მე ხომ ვერ შევიდოდი და გამომძიებელს ნივთმტკიცებას ვერ მოვპარავდი? ქართული ანდაზაა, ციხე შიგნიდან ტყდებაო. ამიტომ, კადრების გამტანი შიგნითვე ეძებონ.

- ამ ლოგიკით, იმის თქმა გინდათ, რომ წამების კადრების საჯარო სივრცეში მოხვედრაოცნებასაწყობდა, რათანაციონალებისმიმართ უკმაყოფილების, გნებავთ, აგრესიის ახალი ტალღა აგორებულიყო?

- ამ კადრებმა ერთხელ უკვე იმუშავა.

- საგულისხმოა, რომ ტყეში გაუპატიურებული პატიმრის კადრები ზუგდიდსა და თბილისში საჯაროდ აჩვენეს, რასაც საქართველოს რამდენიმე ქალაქშინაცმოძრაობისოფისების დარბევა მოჰყვა...

- თუ “ოცნებაში” ვინმე ფიქრობს, რომ ამ კადრების ჩვენებით ხალხს “ნაცმოძრაობა” უფრო მეტად აღარ მოუნდება, ძალიან ცდება! ჯობია, ახალზე იფიქრო, მით უმეტეს, რომ ხალხს საჭმლის ფული აინტერესებს და მეტი აღარაფერი! დააკვირდით, სწრაფი სესხების კომპანიები როგორ მომრავლდნენ და ამ კომპანიებთან რამხელა რიგები დგას. იცით, ადამიანები სწრაფ სესხს რისთვის იღებენ? - გადასახადები რომ გადაიხადონ და პური იყიდონ!

- გასაგებია, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, მაგრამ სამაგიეროდ, თავისუფლად ვსუნთქავთ, ანუ არ ჯობია, მშივრები ვიყოთ და არავინ გვაწამებდეს, ვიდრე - მაძღრები და ცემა-წამების შიში გვქონდეს?

- ავტორიტარიზმი მხოლოდ წამებას და გაუპატიურებას არ ნიშნავს. ისიც ავტორიტარიზმია, როცა ხალხი ღარიბდება! დემოკრატიულ ქვეყნებში ავტორიტარიზმის ნიშნები იმიტომ არაა, რომ იქ აქცენტი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ადამიანის უფლებებზე კეთდება. ისე, სიღარიბეც ადამიანის უფლებების დარღვევაა. 20 წელზე მეტია, ჩვენთან ასე ხდება: ხელისუფლებაში სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფი სხვადასხვა დაპირებით მოდის, კონსტიტუციით არსებულ ძალაუფლებას ირგებს და ყველაფერი ამით მთავრდება. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანაში ერთი ადამიანის ავტორიტარიზმია თუ კოლექტიური. სხვათა შორის, აღარავის ახსოვს, “ოცნების” ზოგიერთი წევრი 2012 წლის არჩევნებამდე რომ ამბობდა, მილიონის საშოვნელად მოვდივარო. შეიძლება, შაყირობდა, მაგრამ ასეთი შაყირი არ შეიძლება - როცა პარლამენტი იმისთვის გჭირდება, რომ ხალხზე კი არ იზრუნო, არამედ, ფული იშოვო, მაპატიეთ და, ეს უდიდესი საკადრო შეცდომაა!

- კოტე ბატონო, ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში, ლამის ორი წელია, აცხადებთ, რომოცნებისმთავარი პრობლემა საკადრო პოლიტიკაა. ეს შეკითხვა ადრეც დამისვამს და კიდევ დავსვამ: ახალმა ხელისუფლებამ რატომ არ დააყენა, მაგალითად, ამირან მესხელის პასუხისმგებლობის საკითხი?

- ალბათ, იმიტომ, რომ ყველაფერში მესხელი ეხმარებოდა.

- რას გულისხმობთ?

- რას და, - თუნდაც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების კადრების გარეთ გამოტანა მესხელის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

- რატომ?

- გაიძახიან, მერაბიშვილი, მერაბიშვილიო, მაგრამ უშიშროების ორგანოებს ოპერატიულ დარგში ამირან მესხელი ხელმძღვანელობდა, რომელზეც არაერთხელ ვილაპარაკეთ. მესხელს ძალიან საინტერესო ბეგრაუნდი აქვს. თავის დროზე გარკვეული ოპერატიული მასალა მასზეც არსებობდა და ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” მოვიდა თუ არა, მესხელი დაინტერესდა, ლიტერულ საქმეებში მისი გვარი ფიგურირებდა თუ არა.

- “ლიტერული საქმერას ნიშნავს?

- ეს სპეცსამსახურის ტერმინია, ანუ მესხელს აინტერესებდა, დაარქივებულ მასალებში მისი გვარ-სახელი არსებობდა თუ არა.

- არსებობდა?

- დიახ, არსებობდა და ბუნებრივია, ისინი, ვინც ამის შესახებ იცოდნენ, სპეცსამსახურში არ გააჩერა. სამსახურს მეც ჩამომაცილა.

- ერთი სიტყვით, ეჭვობთ, რომ ტყეში გაუპატიურებული პატიმრის კადრების საჯარო გავრცელებაში მესხელის ხელი ურევია?

- გამორიცხული არაფერია... მესხელი იმ რეჟიმის ორგანიზატორი იყო და მის გარეშე ერთი ოპერატიული ღონისძიებაც არ ხორციელდებოდა...

- ჩვენების გამოძალვისთვის პატიმრის გაუპატიურება ოპერატიული ღონისძიება არაა!

- დიახ, მაგრამ ამაზე ზემოდან ნებართვა რომ არ ჰქონოდათ, ვერც ერთი ქვემდგომი ვერ გაბედავდა! შანსი არ არსებობს, რომ რომელიმე რგოლის ხელმძღვანელმა, ნებართვის გარეშე, ინფორმაციის ამოღება ასეთი გზით სცადოს!

- გავყვეთ თქვენს ვერსიას, ბატონო კოტე, რომ კადრების გასაჯაროება მესხელის კისერზეა, მაგრამ ეს რაში უნდა აწყობდეს?

- მისი უპირველესი ამოცანა თავის გადარჩენაა. მესხელის ქვემდებარე იყო დათა ახალაია და ვაჟა ლელუაშვილიც, რომელზეც დღეს ხმას არავინ იღებს... ამ დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში მესხელის ხარისხი და როლი ვინმემ გაარკვია?

- ...ერთი სიტყვით, ადამიანებში უსამართლობის განცდა ისევ არსებობს?

- დიახ, არსებობს, რამაც ახალი პოლიტიკური დაჯგუფების შექმნა განაპირობა.

- რომელ დაჯგუფებაზე ამბობთ?

- დავით თევზაძემ ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, სადაც ყოფილი სამხედროები და სხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლები გაწევრიანდნენ, ანუ ქართულ პოლიტიკაში სამხედროების ორგანიზებული ძალა გაჩნდა.

- ეს საშიშია?

- გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს... ეს თვითორგანიზების მაგალითია.

- ესე იგი, 90-იან წლებში ვბრუნდებით?

- ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არავინ იცის, ადამიანები, რომლებმაც იარაღი, ასე ვთქვათ, იციან და პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამენ, მომავალში რას გააკეთებენ.

- უკვე კეთდება მინიშნებები, რომ ქვეყანა ახალი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა...

- არ ვიცი, კიდევ რა კადრების გავრცელებას აპირებენ, მაგრამ...

- უკაცრავად, გაქვთ ინფორმაცია, რომ სხვა კადრებიც უნდა გავრცელდეს?

- რატომ გამორიცხავთ, რომ კადრები მიშამაც გაავრცელოს?

- დავიბენი: ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელება მიშას რაღად უნდა?

- მიშა იმ კადრებს გაავრცელებს, თუ როგორ უხდიდა მაშინდელ ოპოზიციას ფულს.

- სხვათა შორის, ესკინოცერთხელ უკვე ვნახეთ - ლევან გაჩეჩილაძისა და ბადრი ბიწაძის სკანდალი გახსოვთ?

- დიახ... მიშა და, საერთოდ, “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში ნაბიჯს ისე არ დგამდა, რომ ყველაფერ ამის ფიქსაცია არ მოეხდინა. ყველაფერ ამაში კი, პირველ რიგში, ამირან მესხელი იყო ჩართული. მამაცხონებულო, თუკი ბრალი დათა ახალაიას წაუყენე, მესხელს რატომ  არ უყენებ? - თუნდაც ე.წ. ნავთლუღის ოპერაცია დათა ახალაიამ მესხელის ნებართვის გარეშე ჩაატარა? ამას ერთი ოპერატიული მუშაკიც არ დაიჯერებს.

- ისე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც გია კრიალაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დასაქმებული...

- დიახ, ასეა. ამ სპეცოპერაციის მონაწილეთა ნაწილი ძალოვან უწყებებში დღესაც მუშაობენ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც გენერალ ნაირაშვილზე ინფორმაცია გავავრცელე, სამხედრო ატაშე აღარაა, მოხსნეს. სამაგიეროდ, კოპაძე, რომელიც ბაჩო ახალაიას დროს სამხედრო პოლიციის შეფი იყო, დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტშია დაწინაურებული, ანუ “ოცნებამ” ჯალათური სისტემის ელემენტები შეინარჩუნა. არადა, ამ ელემენტებმა ე.წ. დამთრგუნველი მანქანის შექმნის მეტი არაფერი იციან, რომელსაც ადრე თუ გვიან, “ოცნების” წინააღმდეგ გამოიყენებენ, რადგან ისინი “ოცნებას” თავიანთ პოლიტიკურ ძალად არ მიიჩნევენ!

- ბატონო კოტე, წეღან უნდა მეკითხა და გამომრჩა: “ენ-დი-აი”- კვლევით, “ევრაზიული კავშირისმომხრეთა რიცხვი არ გაზრდილა, მაგრამ ევროკავშირის მომხრეთა რიცხვი შემცირდა. ამასობაში, პრორუსული ძალები აქტიურდებიან... რა ხდება?

- ვანო, არაერთხელ მითქვამს, რომ “ევრაზიული კავშირის” სუნთქვას სულ უფრო ახლოს ვგრძნობთ და ამის ნათელი მაგალითი აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებია.

სხვათა შორის, 16 ოქტომბერს, ყაზახეთში, სნგ-ს 11 ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პუტინიც დაესწრო. ამ შეხვედრაზე ძალიან საინტერესო დოკუმენტი მიიღეს.

- კერძოდ?

- ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმთან გაერთიანებულ ბრძოლას და ამის ფონზე, სნგ-ს ქვეყნებში ანტიტერორისტული ცენტრების გახსნას, ასევე, სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

- ყველაფერი ეს სნგ- ქვეყნებში უნდა მოხდეს?

- დიახ. იცით, ეს რას ნიშნავს? - სნგ-ს მასშტაბით ახალი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომელსაც გაერთიანებული სარდლობა ეყოლება, ანუ სნგ-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეს მთლიანად რუსეთი გააკონტროლებს და ამით სამხრეთ დერეფანს, აზერბაიჯანის ჩათვლით, დაკეტავს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია.

ზუსტად მაშინ, როცა ყაზახეთში ზემოხსენებული შეხვედრა იმართებოდა, ბაქოს გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ბასტრიკინი სტუმრობდა, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ხელმძღვანელობს. ეს კომიტეტი ამერიკული ფედერალური ბიუროს ანალოგია. ბასტრიკინის ბეგრაუნდი მეცნიერებას უკავშირდება და იურიდიულ წრეებში ცნობილი პიროვნებაა.

- ბასტრიკინი ბაქოში რა მისიით იმყოფებოდა?

- ოფიციალურად, შეხვედრები ბაქოს უნივერსიტეტში გამართა, თუმცა ვიზიტის მიზანი, სინამდვილეში, “აი-სი-სი”-ს დაკავებულ აზერბაიჯანელ მებრძოლთა ჯგუფი იყო, ანუ ის აზერბაიჯანელები, რომლებიც სირიაში ომობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, დააკავეს. მათ საჯაროდ ალაპარაკებენ, ვინ, როდის და როგორ გადაიბირა. ამაში ცუდი, ერთი შეხედვით, არაფერია, მაგრამ ამით რუსეთი თავის გეოსტრატეგიულ ამოცანას წყვეტს, ანუ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა წამოიწყო, მაგრამ საამისოდ რუსეთს გაერო-ს მანდატი სჭირდება. თუკი გაერო ამ მანდატს მისცემს, ეს კრემლისთვის მწვანე შუქის ანთება იქნება - სახმელეთო ოპერაციებს დაიწყებს და სირიიდან “აი-სი-სი”-ს მებრძოლებს განდევნის. საკითხავია, საით?

- საით?

- არაა გამორიცხული, რომ ამ ხალხმა საქართველოს ტერიტორია გაიაროს, მით უმეტეს, იქ ჩვენი მოქალაქეებიც იბრძვიან. მოკლედ, რა გარანტია არსებობს, რომ ე.წ. ანტიტერორისტული ჯგუფები “აი-სი-სი”-ს მებრძოლებს საქართველოში არ შემოჰყვებიან? სხვათა შორის, რუსეთი ანალოგიურ ნაბიჯებს თავის დროზე პანკისში დგამდა.

- გამოდის, რომ ფარული რუსული ოკუპაცია გვემუქრება, მაგრამ არ მგონია, მსოფლიომ ეს დაუშვას, მით უმეტეს, ახლა, როცა ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომს იძიებს...

- ჰააგის ტრიბუნალი აგვისტოს ომით იმიტომ დაინტერესდა, რომ საქართველომ თავისი წილი დანაშაული არ გამოიძია.

- ახლა, არ თქვათ, ბატონო კოტე, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ!

- ამას არასოდეს ვიტყვი, მაგრამ საქართველოს უნდა გამოეძიებინა, ამ ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო თუ არა. ქართულ გამოძიებას ისიც დოკუმენტალურად უნდა დაედასტურებინა, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნოწმენდა მოხდა. გარდა ამისა, ვთქვათ, გიორგი ანწუხელიძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. გარდა ამისა, კიდევ ათასი ნიუანსია...

ისე, დასავლეთს რომ არ უნდოდეს, ჰააგა ამ გამოძიებას არ დაიწყებდა. ჩემი აზრით, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იმის დადგენა იქნება, ქართული მხრიდან ვინმე ხომ არ იყო ხელშემწყობი, რომ რუსეთის ეს აგრესია განხორციელებულიყო. არაერთხელ მითქვამს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო წესრიგი შეიცვალა და დასავლეთს სწორედ იმის გაგება აინტერესებს, რუსეთთან ერთად, ამაში დამნაშავე კიდევ ვინ შეიძლება იყოს.

საერთოდ, ჰააგის ტრიბუნალი, თუკი წინასწარი ინფორმაციები არ აქვს, გამოძიებას არ იწყებს ხოლმე. აგვისტოს ომის შემთხვევაში კი, წინასწარ გამოძიებად შეიძლება, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნა ჩაითვალოს... გასაგებია, რომ ყველაფერ ამის გამოძიება “ნაცმოძრაობის” ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ ამ კუთხით “ოცნებამ” რატომ არაფერი გააკეთა? რომის სტატუსით, რომელსაც საქართველოცაა მიერთებული, თუ ასეთი დანაშაულის გამოძიებას ქვეყანა არ იწყებს, მაშინ გამოძიებაში ჰააგის ტრიბუნალი ერთვება და დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. ასე რომ, ჰააგის პროკურატურა რა დოკუმენტებსაც მოითხოვს, ქართული მხარე, ვალდებულია, მისცეს, თუმცა გამოძიების შედეგებში ვერც საქართველო ჩაერევა და ვერც - რუსეთი.

დარწმუნებული ვარ, ჰააგის ტრიბუნალი ამერიკელების მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დაინტერესდება. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე ვდგავართ!..

საქართველოში, ალბათ, ჰააგის პროკურორის ოფისი გაიხსნება, რომელიც ძალიან ბევრ მოწმეს დაკითხავს, მათ შორის, ყოფილ სამხედროებს, ექსპერტებს და ასე შემდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის პროკურორს ჩვენება მეც მივცე.

- თქვენ რატომ?

- იმიტომ, რომ ის თემა, რომელზეც ამდენი ხანია, ვლაპარაკობ, პირდაპირ 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

- ანუ, იარაღით უკანონო ვაჭრობა?

- დიახ.

- ჩვენებას საქართველოს წინააღმდეგ მისცემთ?

- როგორ გეკადრებათ! ჩვენებას სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მივცემ, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობას აწარმოებდა და იარაღი, რომელიც თავდაცვისთვის უნდა გვქონოდა, არ გვქონდა! ჩვენებას იმ ადამიანების წინააღმდეგაც მივცემ, რომელთაც ყველაფრის გამოძიება ევალებოდათ, მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ!

- ანუ, ჰააგის ტრიბუნალთანოცნებისწინააღმდეგაც ითანამშრომლებთ?

- დიახ, ასე გამოდის. თუკი სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ამის ლეგალური მასალა არსებობს, შენ, ახალი ხელისუფლება რომ ხარ, რატომ დუმხარ? არავის ეგონოს, არც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ ეს თემა დაიხურა და თავს დაიძვრენენ! ხმამაღლა ვაცხადებ: ყველაფერ ამის გამომჟღავნება არც დღევანდელ თავდაცვის სამინისტროს აწყობს!

- ასე რატომ ფიქრობთ?

- თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ანა დოლიძეს შევხვდი, ამ თემაზე ვისაუბრეთ და შესაბამისი ინფორმაციაც მივაწოდე. დამპირდა, რომ ამის შესახებ ქალბატონ თინა ხიდაშელს ეტყოდა და შემეხმიანებოდა, მაგრამ აღარავინ დამკავშირებია!

- ანა დოლიძეს თქვენი ინიციატივით შეხვდით?

- არა. შემექმნა შთაბეჭდლება, რომ თავდაცვის სამინისტროს უნდა, გავჩუმდე, მაგრამ არ გავჩუმდები! ჰყავდეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ!

- ვისზე ამბობთ?

- გენშტაბის უფროსზე. ქალბატონმა თინამ, იგივე ანა დოლიძემ და უმაღლესმა მთავარსარდალმაც თავზე ხელი გადაუსვან ბეჟუაშვილის კადრსა და პუტინის ძმაკაცებს, მაგრამ ნუღარ ამბობენ, რომ პროდასავლურები არიან, ნატო-ში შესვლა უნდათ და ვარშავის სამიტზე რაღაცას მიიღებენ! ვერაფერს მიიღებენ, რაც ჩვენთვისაა ცუდი!

- ბატონო კოტე, ქვეყანაში, სადაც მთავარი პოლიტიკური ნიუსი პატიმრის გაუპატიურების კადრებია, რომელ მაპ-სა და, საერთოდ, ცივილიზაციაზეა ლაპარაკი?

- შე მამაცხონებულო, ის რეჟიმი რომ არ მოგვწონდა, ამიტომ მოხდა არჩევნების გზით სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ იმ მანკიერ სისტემას რატომღა აგრძელებ? ისეთი პროფესიონალები მოიყვანე, რომლითაც ყველას დაანახებ, რომ იმ ხელისუფლებაზე უკეთესი ხარ!

- ერთი სიტყვით, ბატონო კოტე, ყველაფერ ზემოთქმულის გათვალისწინებით, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდივართ?

- ხალხი იმ დონეზეა გაჭირვებული, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. პატარა ნაპერწკალია საჭირო და აქ ისეთი ამბები დაიწყება, რომ უმართავი პროცესები წავა! დასაკარგი არავის არაფერი აქვს და მოსახლეობას ხელისუფლებაც ფეხზე ჰკიდია და ოპოზიციაც!